როგორ შევარჩიოთ მაგიდინის სანათი მოსწავლისთვის და არა მხოლოდ მათთვის? |
როგორ შევარჩიოთ მაგიდინის სანათი მოსწავლისთვის და არა მხოლოდ მათთვის? |
ვაჟაო, კაცო, ბუხრის შუქზე წერდა თავის შედევრებს და შენ რატომ არ გინდა სწავლა-განათლებაო, მოსწავლეებს ამუნათებენ ხოლმე მშობლები, მით უმეტეს, ყველაფერი გაქვს, ყველანაირად გიწყობთ ხელსო...
ამ საკითხის დეტალებში შესვლა ახლა არ ღირს, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ ბავშვს ბავშვობა არ უნდა წავართვათ: უნდა იმაიმუნოს, იცუღლუტოს, იცელქოს და სწავლის ამბებსაც მოუვლის, საოცარი თაობა და ბავშვები გვახვევია გარშემო უკიდეგანო შესაძლებლობებით და იმიტომ. აი, რაც შეეხება ხელის შეწყობას, ეს უფროსებს ნამდვილად შეგვიძლია და ერთ-ერთი განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების სამეცადინო კუთხის განათებას უნდა დავუთმოთ და ისეთი მაგიდის სანათი შევურჩიოთ, რომელიც მხედველობას ზედმეტად არ დაუზიანებს. როგორ და რანაირად, ეს ყველაფერი ქვემოთ განვიხილოთ.
ერთი შეხედვით, შესაძლოა, იფიქროთ, რომ გადაჭარბებულია, მაგრამ გვერწმუნეთ, თუკი შევძელით და მაგიდის სანათები სწორად შევარჩიეთ, ამით ბავშვებს არაერთი მიმართულებით დავეხმარებით. აგერ, რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი:
მივედით იქამდე, როგორ შევარჩიოთ მაგიდის სანათები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. მაშ, მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი, ან თუ გნებავთ, დაიმახსოვრეთ, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შერჩევისას:
განვიხილოთ ჩამოთვლილი პუნქტები უფრო დეტალურად:
პლაფონის ფორმა და ფერი - საწერ მაგიდასთან სინათლე არ უნდა იფანტებოდეს, ის ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულ ადგილზე. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია კონუსის ფორმის მქონე ან თანამედროვე ვარიანტები წაგრძელებული პლაფონით. რაც შეეხება ფერს, გამოცდილება აჩვენებს, რომ ნათელი ფერების არჩევა არც ისე საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
კონსტრუქცია - მოსწავლის მაგიდის სანათი აუცილებლად რთული კონსტრუქციის უნდა იყოს, რათა შესაძლებელელი გახდეს რეგულირება, სიმაღლისა თუ ადგილის შეცვლა და ასე შემდეგ. მოძრავი შტატივი საშუალებას იძლევა, სანათი ბავშვმა ისე მოირგოს, როგორც თავად მოისურვებს, აკონტროლოს ნათების დაცემის კუთხე, მიმართულება და მოკლედ, მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას.
მასალა - შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: მასალა ხარისხიანი უნდა იყოს! ეს ეხება როგორც პლაფონს, ისე შტატივს, სადენს და მოკლედ, პრაქტიკულად, ყველა დეტალს. განსაკუთრებული ყურადღება მაინც იმას უნდა დაუთმოთ, რამდენად განთვალისწინებულია მასალის თერმომდგრადობა, რათა არ დადგენს, არ დეფორმირდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი - არ აალდეს!
რეოსტატი - ეს არის სინათლის სიმძლავრის რეგულატორი. მოწყობილობის მის გარეშე გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ რეოსტატი მაინც სასურველია, რადგან ხელს უწყობს განათების დონის უფრო ზუსტ რეგულირებას, დღის მონაკვეთის ან საქმიანობის სახეობიდან გამომდინარე.
გაბარიტები - მაგიდის სანათი ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს და დეტალები არ უნდა იყოს ზედმეტად დიდი, რათა მოსწავლეს ხელი არ შეეშალოს.
სადენის სიგრძე - სადენის სიგრძე ისე უნდა შეირჩეს, რომ არ იყოს დაჭიმული, ან პირიქით, არ აიხლართოს.