როგორ უნდა გაარკვიოთ თუ რომელი პერფერატორი გჭირდებათ

კედლის აშენება რთულია, მაგრამ ჩამონგრევა ? თუ კი ხელთ სათანადო ინსტრუმენტი არ გაქვთ, პროცესი დამღლელი და ხანგრძლივი იქნება. პროფესიონალი ხელსაწყოს არსებობისას კი, საქმე მართლაც მარტივია. პერფერატორი სწორედ ამისთვისაა. მხრებიდან მძიმე ტვირთს ჩამოგხსნით და ყველაფერს შეგიმსუბუქებთ. მთავარია თქვენი საქმისთვის შესაფერისი ხელსაწყო შეაარჩიოთ. ამაში კი საპრობლემო არაფერია. არჩევნის გაკეთებაში ჩვენ დაგეხმარებით.

რისთვის გამოოიყენება პერფერატორი ?

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პერფორატორი კედელთან მუშაობის დიდოსტატია. ყველაფერი რომ მეტად თვალსაჩინო იყოს, ხელსაწყო სანგრევად გამოიყენება. ინსტრუმენტი სხვადასხვა ტიპის მასალას უმკლავდება. ხელსაწყოებს განსხვავებული ფუნქცია აქვს. ჩამონგრევას რომ თავი დავანებოთ, კედლის გახვრეტაც შესაძლებელია. ცოტა თქვენი ოსტატობა და უფრო მეტი ინსტრუმენტისაა საჭირო. სხვა მხრივ არაფერი სურს. არჩეულ ნაწილს გულდასმით ამუშავებს. ისე როგორც პროფესიონალებს სჩვევიათ.

როგორ უნდა მივხვდეთ, ხელსაწყო კედლის გასახვრეტადაა განკუთვნილი თუ ჩამოსაშლელად ?

ამის გაგება არც ისე რთულია. პირველ რიგში ყურადღება სიმძლავრეზე გაამახვილეთ და მარტივად ამოიცნობთ. რაც უფრო მაღალია მონაცემები, მით უკეთესია ნგრევისთვის. ასეთ დროს ხელსაწყო ყველაფერს მარტივად აგვარებს, სწრაფად მუშაობს და საქმეს მოკლე დროში ასრულებს. ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება. როცა საკმარისი სიმძლავრე აქვს, ამ ხერხს აღარ მიმართავს. სხვა შემთხვევაში კი ვითარება მართლაც რთულია. როცა დაბალი სიმძლავრის პერფერატორს კედლის ჩამონგრევისთვის იყენებ, რესურსი არ ჰყოფნის და მწყობრიდან გამოდის. შედარებით ნაკლები სიმძლავრის ხელსაწყოები კედლის გასახვრეტად გამოიყენება. დაბალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი ამას კარგად უმკლავდება. მოკლედ, პერფერატორის შერჩევისას, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

რა საჭიროა კომპლექტაცია ?

პერფორატორების ნაწილს კომპლექტაცია მოყვება. დამატებითი ნივთები კი არასდროსაა ზედმეტი. რამეში აუცილებლად გამოიყენებთ. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. ხელსაწყოები სრული კომფორტისთვის ზედგამოჭრილია. გარდა ამისა, ზოგჯერ გამოყენება აუცილებელიც კია. როგორც წესი, კომპლექტაციაში ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი, საჭრისები და საცვლელი პირები შედის. ყველაფერი ერთად არცერთ პერფორატორს არ მოყვება, მაგრამ საჭიროებების მიხედვითაა გადანაწილებული. მაგალითად, კედლის ჩამონგრევას შეიძლება, საცვლელი პირები სჭირდებოდეს და ნივთები სწორედ მძლავრ ხელსაწყოს მოყევბა. დეტალური ინფორმაცია მახასიათებლებში წერია. აქ უფრო ნათლად გაიგებთ თუ რომელ ხელსაწყოს რა ნივთი მოყვება.

რა დაგხვდებათ Holst.ge - ზე  ?

ონლაინ ჰიპერმარკეტში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ. პირველ რიგში, თვალს მრავალფეროვანი ხელსაწყოები მოგჭრით. განსხვავებას როგორც ბრენდებში, ასევე მახასიათებლებშიც გადააწყდებით. არ დაგავიწყდეთ რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ასე კი თავიდან ბევრ უსიამოვნებას ირიდებთ. ხელსაწყოებს იწერთ და საკურიერო სერვისით სარგებლობთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო მიტანა ვრცელდება. ამჯერად კი ოთხ განსხვავებულ ბრენდს წარმოგიდგენთ. ესენია: Stanley, Crown, Dewalt  და Tolsen. ხარისხიანი მასალისგან დამზადებული პერფერატორები, ულევი სამუშაო რესურსით ხასიათდება. თითოეულს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის აღმოჩენისს კი კარგი გამოსავალია.

STANLEY STHM10K-RU ელ. სანგრევი ჩაქუჩი SDS-MAX 10kg 1600W

Stanley - ის სანგრევი ჩაქუჩი ყველანაირად იდეალურია. ეს შეფასება კი გადაჭარბებული მართლა არ არის. დასაწყიში ნახსენები სიტყვები ზუსტად შეეფერება. კედლის ჩამოსაშლელად ამაზე ნაკლები ხელსაწყო არ უნდა შეიძინოთ. სიმძლავრე 1600 W- ია. ეს  კი იმას ნიშნავს რომ ძლიერი და საქმის პროოფესიონალია. გარდა ამისა, სხვა მახასიათებლებიც მაღალი აქვს. მაგალითად, დარტყმის სისწრაფე და ძალა. ასევე, კვების წყარო. კომპლექტაციაში ქეისი მოყვება. როგორც უკვე ვთქვით, ნივთები საჭიროების მიხედვით ნაწილდება. ამ კონკრეტულს კი სხვა ხელსაწყოები არაფერში გამოადგება. Stanley - ის პერფორატორს მხოლოდ დარტყმის ფუნქცია აქვს. რადგანაც მძლავრია, კედლის გასახვრეტად ვერ გამოიყენებთ. მისი შესაძლებლობები უფრო შორს მიდის. შესაბამისად, სანგრევად გამოიყენება და დარტყმის გარდა სხვა ფუნქცია არაფერში სჭირდება.

STANLEY perforatori

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 14.3         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ფუნქციები - დარტყმა         
  • დარტყმის ძალა - 5-25J       
  • დარტყმის სისრაფე - 900-1890min

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი  

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გარანტია
  • სიმძლავრე
  • სიჩქარე

Dewalt - D25143K-KS ელ. პერფერატორი 900W;28mm

თქვენს წინაშე პირველისგან რადიკალურად განსხვავებული პერფერატორია. ბრენდიც სხვაა და ამჯერად Dewalt - ის ხარისხიან პროდუქტს წარმოგიდგენთ. ხელსაწყო მრავალფეროვანი ფუნქციებით გამოირჩევა. კონკრეტულად, დარტყმის, დარტყმისას ბურღვის და ცალკე ბურღვის შესაძლებლობა აქვს. ინსტრუმენტი კედლის გასახვრეტადაც გამოიყენება და ჩამოსანგრევადაც. თუმცა, პირველი უფრო უკეთ გამოსდის. რთულ საქმეს არ თაკილობს და დეტალებს ყურადღებას აქცევს. კომპლექტაციაში ქეისი და დამატებითი სახელური მოყვება. ამ უკანასკნელის მეშვეობით მუშაობა ბევრად სასიამოვნო იქნება.

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 900W   
  • ელემენტი - 3.2J         
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 4.596       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1450min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა                   
  • დარტყმის სისრაფე - 0-5350min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური

უპირატესობები:

  • ბურღვის სიღრმე
  • სიჩქარე
  • ფუნქციები
  • კომპლექტაცია

CROWN CT18114-ელექტრო პნევმატური დრელი 850W

შემდეგი ბრენდი Crown - ია. გამძლე პერფერატოორი დიდხანს მუშაობს. უარყოფითი თვისებების გამოძებნა რთულია, რადგან საუკეთესო მოდელია. საშუალო სიმძლავრის ხელსაწყო, ასეთივე სირთულის საქმეს კარგად ასრულებს. კომპლექტაციაში ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და საჭრისები მოყვება. დამატებით ნივთებს ბევრ რამეში გამოიყენებთ. ხელსაწყო ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. ყველაზე მეტად ხეს ბურღავს, ნაკლებად კი მეტალს. ინსტრუმენტი კომპაქტურია, რადგან მსუბუქია და ზომაც ხელს უწყობს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 850W   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 4.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-800min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დარტყმის ძალა - 4.2J
  • დარტყმის სისრაფე - 0-3400min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/40mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • საჭრისები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • სიმსუბუქე
  • გარანტია
  • დარტყმის სისწრაფე

 TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800W*26MM*3.0J

ბოლოს კი Tolsen - ის პერფორატორის ჯერია. სიმძლავრით ვერ ლიდერობს, მაგრამ კარგი ფუნქციები აქვს. კერძოდ, დარტყმის, დარტყმისას ბურღვის და მხოლოდ ბურღვის. გამოდის რომ ხელსაწყო კედელს ხვრეტს და ანგრევს კიდეც. ბურღვა მეტად ეხერხება, მაგრამ დანგრევაც შეულია. კომპლეტაციაში ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და ხუთი საცვლელი პირი მოყვება. ინსტრუმენტი ხეს, მეტალსა და ბეტონს ამუშავებას. ხელსაწყო კომპაქტური, მარტივად გამოსაყენებელია. ასევე, ფასის მხრივაც ხელმისაწვდომია. პერფერატორი ყველანაირად გამართული და გამძლეა. მისი ნდომა თამამად შეიძლება.

Tols enperforatori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 5   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დარტყმის ძალა - 3J 
  • დარტყმის სისრაფე - 0-4000min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm 

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • 5 საცვლელი პირი     

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება