როგორ უნდა განსაზღვროთ, რომელი გენერატორი გჭირდებათ

ეს იყო პეტერბურგში... ან შესაძლოა, პრაღაში, ბუდაპეშტში ან გნებავთ, ხაშურში - დაინახეთ და მიხვდით, რომ ის ის იყო და თქვენ თქვენ იყავით. მოკლედ, როგორღაც ისე მოხდა, რომ დადგა საჭიროება, გენერატორი შეგეძინათ და სადღაც დანახულმა თქვენი ყურადღება გაასმაგებით მიიქცია.

რაღა თქმა უნდა, არაფრით შეიძლება, გენერატორი მხოლოდ ვიზუალურად შეირჩეს - ის რომ ის არის და თქვენ რომ თქვენ, ეგ ამბავი სხვა მიმართულებით მუშაობს, რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორიც გენერატორები გახლავთ, აქ გაცილებით მეტი დაფიქრება, ჩაფიქრება და სჯა-ბაასია საჭირო.

ჰოდა, როდის ყოფილა, რომ Holst.ge-ს საჭირო და გამოსადეგ რჩევებზე უარი ეთქვა? დიახ - არასოდეს! მაშ, მივყვეთ და გავიგოთ, როგორ უნდა განსაზღვროთ, რომელი გენერატორი გჭირდებათ.

საკითხი N1 - რისთვის არის საჭირო გენერატორი?

მოდით, ჯერ ის ამბავი დავაზუსტოთ, რისთვის, რა დანიშნულებით შეიძლება, რომ გენერატორები გამოიყენოთ.

  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები

გენერატორი გამოიყენება სამშენებლო ობიექტებსა და იმ ადგილებში, სადაც ელექტროგადამცემ ხაზებთან კავშირი არ არსებობს.

გენერატორის მშენებლობისთვის არჩევისას გათვალისწინებულია სიმძლავრე, ზომები და გარკვეულ პირობებში მუშაობის უნარი.

ბენზინის გენერატორები გამოსადეგია ობიექტებზე მინუს ტემპერატურის პირობებში, ხე-ტყის ჭრას.

ასევე, გენერატორი გამოიყენება როგორც ელექტროენერგიის სარეზერვო წყარო უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად: სახელოსნოებში, ავტოსერვისებში და ასე შემდეგ.

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უწყვეტი ელექტრომომარაგება

გენერატორი, როგორც ენერგიის წყარო, გამოიყენება ოფისებში, სადაც კომპიუტერული მონაცემების დაკარგვას სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია გენერატორის გამოყენება კლინიკებში, საავადმყოფოებში, საბანკო და ფინანსურ დაწესებულებებში.

  • აგარაკი

ბენზინის გენერატორი, როგორც ელექტროენერგიის დამატებითი ან სარეზერვო წყარო, გამოიყენება  ელექტრო ინსტრუმენტების, სატუმბი სადგურების მუშაობისთვის. ასევე, ელექტროენერგიით მარაგდება სახელოსნო, ავტოფარეხის, აგარაკი, სათბური და ასე შემდეგ.

  • ტურიზმი და თევზაობა

დაბალი სიმძლავრის და კომპაქტური გენერატორები საშუალებას იძლევა, მთელი რიგი ამოცანები სახლიდან მოშორებითაც კი გადაიჭრას. გენერატორს დაუკავშირებთ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკას (მათ შორის მანქანის მაცივარს), ასევე, ნავის მოტორს.

ასეთი პრაქტიკულობის გამო, მწარმოებლები გენერატორებს მუდმივად აუმჯობესებენ, ახალ მოდელებს გვთავაზობენ.

სიმძლავრე და მისი მნიშვნელობა

გენერატორებს ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი აქვს: ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე:

  • ნომინალური - ეს არის გენერატორის რეალური (სამუშაო) სიმძლავრე. ნომინალური სიმძლავრის ფარგლებში, დანადგარს საკმაოდ დიდხანს მუშაობა შეუძლია, თუ დავაზუსტებთ, იქამდე, სანამ ავზში საწვავი არ გათავდება;
  • მაქსიმალური - მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობას სხვადასხვა მოდელის შემთხვევაში სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს: მუშაობს რამდენიმე წამიდან 20-30 წუთამდე. შემდეგ აქტიურდება თერმული დაცვა და გენერატორი ითიშება.

რამდენი საათი მუშაობს გენერატორი შეუჩერებლად

ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ეს იმით აიხსნება, რომ ბაზარზე ერთმანეთისგან განსხვავებული უამრავი დანადგარია წარმოდგენილი, რომელთაც განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები აქვთ, რაც პირდაპირ მოქმედებს ექსპლუატაციის ეფექტიანობასა და მუშაობის მაქსიმალურ დროზე.

პირველ რიგში, შესვენების გარეშე მუშაობის ხანგრძლივობა დატვირთვაზეა დამოკიდებული, ასევე, გაგრილების სისტემაზე. როგორც წესი, ეს ინფორმაცია ყველა მოდელის ინსტრუქციას ახლავს თან, მაგრამ კანონზომიერება ყველას შემთხვევაში ერთია: რაც მეტია დატვირთვა, მით ნაკლებია მუშაობის ხანგრძლივობა.

ყველაზე მარტივ მოდელს შეუძლია დაახლოებით 10 საათიანი შეუჩერებელი მუშაობა. მძლავრი მოდელების შემთხვევაში, საუბარია მინიმუმ ორჯერ მეტ დროზე.

გენერატორის დაქოქვის მეთოდები

დაქოქვის მეთოდებს შორის შემდეგია აღსანიშნავი:

  • ხელის სტარტერი;
  • ელექტრო სტარტერი;
  • ავტომატური ჩართვა.

ხელით ჩართვისთვის სტარტერის ტროსის მოქაჩვაა საჭირო. ამ მეთოდმა, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეუქმნას დიზელის გენერატორს დაბალი ტემპერატურის პირობებში. ასევე, გარკვეული ძალისხმევაც სჭირდება, თუმცა, თანამედროვე მოდელები საკმაოდ მარტივად იქოქება.

ელექტრო სტარტერი პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, ვინაიდან გენერატორი დენის მუხტით ირთვება. ასეთი მოდელი შედარებით ძვირი ღირს.

მოდელები ავტომატური ჩართვით ყველაზე ძვირადღირებულია. გამოიყენება იქ, სადაც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში აუცილებელია სისტემის ავტომატური ჩართვა. ეს ფუნქცია საჭირო და სასარგებლოა სავაჭრო ცენტრებში, ოფისებში, საწარმოებსა და კლინიკებში.

ახლა, როცა საკმაოდ დიდი ინფორმაცია გაქვთ გენერატორის შესახებ, წესით, ძალიანაც მარტივად მიიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი გენერატორი გჭირდებათ, თუმცა, თუ რამე, Holst.ge დამატებითი კითხვებისთვის ყოველთვის მზად არის!..

Schpindel გენერატორი ბენზინზე 5.5 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022156623
  • წონა (კგ) - 86
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 389cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 6.5 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 6.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022002883
  • წონა (კგ) - 90
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 420cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 7.7 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869002019948
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება