როგორ უნდა მოახდინოთ შთაბეჭდილება თანამედროვე ადამიანებზე... ონკანის მეშვეობით

ალბათ, ერთხელ მაინც იოცნებებდით, შუა საუკუნეებში მცხოვრები ადამიანის რეაქციები გენახათ, როცა თანამედროვეობის მიღწევებს ნახავდნენ. მაგალითად, რა რეაქცია ექნებოდათ იმაზე, ონკანს ერთ მხარეზე რომ მოატრიალებ და ცივი წყალი წამოვა, მეორე მხარეს მოატრიალებ - ცხელი წყალი.

პრინციპში, წინა საუკუნეების ადამიანი ნებისმიერი გამოგონებით გადაირეოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ონკანი იმიტომ ვახსენეთ, რომ სწორედ მის შესახებ ვაპირებთ საუბარს.

და მოდით, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ კარგი ონკანი თანამედროვე ადამიანებზეც ჩინებულ შთაბეჭდილებას ახდენს.

ჰოდა, თუკი გსურთ, რომ ყველაზე „სვეცკი“ და „პერო“ ნაცნობებიც კი კმაყოფილები დარჩნენ თქვენს სახლებში დამონტაჟებული ონკანებით, ყური დაგვიგდეთ.

ონკანები - კლასიფიკაცია

1. თითბერი (ლატუნი) - ყველაზე გავრცელებული მასალა. ამ მასალისგან შექმნილი სანტექნიკის ნაწარმი გახლავთ მსუბუქი, ხელმისაწვდომი ღირებულების თვალსაზრისით, არ აშინებს კოროზია.

2. ანალოგიური თვისებები გამოარჩევს უჟანგავი ფოლადის ნაწარმსაც, თუმცა შედარებით მძიმე წონა ნამდვილად აქვს.

3. სპილენძი და ბრინჯაო, როგორც წესი, უფრო ძვირადღირებული მოდელების წარმოებისთვის გამოიყენება.

4. იაფფასიანი სექტორისთვის სილუმინი გამოიყენება, რომელიც თუთიის, ალუმინისა და სპილენძის ნაზავია. ეს მასალა არც ისე გამძლეა, ექსპლუატაციის ვადა - არც ისე შთამბეჭდავი.

5. პლასტიკი ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობებისთვის გამოიყენება. ნაწარმის თავისებურება დაბალი ხარისხი და არაპრეზენტაბელური ექსტერიერია.

6. ქვისგან (ხელოვნურისა თუ ნატურალურისგან) პრემიუმ კლასის ნაწარმი მზადდება. ამავე კატეგორიას განეკუთვნება კერამიკული ონკანები.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

  • როგორც წესი, სამზარეულოსთვის იყენებენ მაღალყელიან ონკანს, რომელიც ბევრად მოსახერხებელია ჭურჭლის, ხილისა თუ ბოსტნეულის რეცხვისთვის.
  • პირსაბანისთვის უმჯობესია უფრო კომპაქტური ზომები და როგორც წესი, მას არჩევენ თავად პირსაბანის ზომების გათვალისწინებით.
  • აბაზანისა და შხაპის მოდელებს ჰორიზონტალურად ამონტაჟებენ. მათ შორის ის სხვაობაა, რომ შხაპის ონკანს გრძელი წყალსადინარი მილი არ აქვს - წყალი მხოლოდ შხაპის შლანგში მიედინება.

კონსტრუქცია და ტიპები

კონკრეტულ მოდელებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ყველა ონკანს საერთო კონსტრუქციული ელემენტები აქვს:

  • ლითონის კორპუსი ორი შემავალი მილყელით ცხელი და ცივი წყლისთვის;
  • რეგულირების ელემენტი, რომლის დახმარებითაც ხდება წყლის ჭავლისა და ტემპერატურის რეგულირება, ან მისი სრულად გადაკეტვა;

კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ონკანები იყოფა, მათი მონტაჟის სქემაა. ამის გათვალისწინებით ხდება ონკანის მონტაჟი:

  • კედელზე - ასეთ შემთხვევაში, ონკანის გამავალი მილყელი პირდაპირ ან ექსცენტრიკის გავლით უკავშირდება ცხელი ან ცივი წყლის მილს, რაც უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას;
  • სანტექნიკაზე - ასეთი სქემისას, ონკანის კორპუსი მონტაჟდება წინასწარ გამზადებულ ნიჟარაზე, აბაზანაში, კარადაზე და ფიქსირდება ხრახნით;

როგორი ონკანები არსებობს?

ონკანები არაერთი ნიშნით კლასიფიცირდება: მონტაჟის ადგილი (სააბაზანო, სამზარეულო), გამოყენების ტიპი (აბაზანისთვის, ნიჟარისთვის, სამზარეულოსთვის, ბიდესთვის). ასევე, კლასიფიკაციისას გამოიყენება მართვის მექანიზმების განსაზღვრაც: სენსორული, მექანიკური, თერმოსტატიკური.

  • სენსორული - ეს არის შემრევი ონკანი, რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, იმართება ან ქსელის, ან ელემენტების დახმარებით. სენსორი აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას, აწვდის სიგნალს კონტროლერს, რომელიც თავის მხრივ, წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს;
  • მექანიკური - ეს არის ონკანი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ადამიანს საშუალებას აძლევს, ტემპერატურა და ნაკადი უშუალოდ წყლის გამოყენებისას დაარეგულიროს;
  • თერმოსტატიკური - ასეთი ონკანი ადამიანს აწვდის წყალს იმ ტემპერატურით, რომლის მითითება წინასწარ ხდება.

სამზარეულოსა და აბაზანის ონკანების თავისებურებები

  • სანამ ონკანს შეარჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი ფუნქციები მოიცავს არა მხოლოდ ჭურჭლის, არამედ ხილის, ბოსტნეულისა და სხვა საკვები პროდუქტების რეცხვას, ამდენად, ონკანის ზომაც შესაბამისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ნიჟარაში დიდი ზომის ჭურჭელი ან საკვები მოათავსოთ;
  • დღესდღეობით, დიდი პოპულარობით სარგებლობს სამზარეულოს ონკანები გამოსაწევ-შესაწევი შლანგითა და ზამბარის საკიდებით. მნიშვნელოვანია, რომ ონკანისა და ნიჟარის ზომები ერთმანეთს შეესაბამებოდეს;
  • სამზარეულოს ონკანი აბაზანის ონკანისგან ფორმითა და ჭავლის ზომებით განსხვავდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამზარეულოს ონკანის ჭავლი აუცილებლად ნიჟარის ცენტრისკენ უნდა იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭურჭლის რეცხვა ძალიან რთული იქნება. თუ აირჩევთ ზედმეტად მაღალ ონკანს, შხეფები შეგაწუხებთ, დაბალი ონკანი კი დიდი ქვაბების რეცხვას გაართულებს;

დასასრულისკენ ის ვთქვათ, რომ სანამ სხვას მოვაწონებთ თავს, პირველ რიგში, საკუთარი კომფორტისთვის უნდა ვიზრუნოთ, რასაც Holst.ge-ზე წარმოდგენილი ონკანების მეშვეობით აუცილებლად შეძლებთ.

KETTLER-21956 KT-2740C-4 ხელსაბანის შემრევი Hildi

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313800021956
  • წონა (კგ) - 0.92
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია - Hildi
  • მოდელი - KT-2740C-4

KETTLER-15992 KT-0410B-6 სამზარეულოს შემრევი Yulia

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8300156915992
  • წონა (კგ) - 0.76
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 40cm მოქნილი მილი
  • სერია - Yulia
  • მოდელი - KT-0410B-6

Kettler -23021 KT-3640C-6 აბაზანის შემრევი Azel

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313444523021
  • წონა (კგ) - 1.03
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • სერია - Azel
  • მოდელი - KT-3640C-6
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება