როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი არ გსურთ, რომ ონკანი 2-3 წელიწადში გაგიხდეთ შესაცვლელი? |
როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი არ გსურთ, რომ ონკანი 2-3 წელიწადში გაგიხდეთ შესაცვლელი? |
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რემონტის პროცესი არა თუ ღლის, პირიქით, ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ერთი მხრივ, გასაგებიცაა - რემონტი ხომ განახლებასა და გალამაზებას გულისხმობს, თუნდაც, უბრალო ე.წ. კოსმეტიკურ რემონტს ეხებოდეს საქმე. მეორე მხრივ, პროცესი უმეტესობისთვის იმდენად დამღლელია, ამ სიტყვის გაგონებაც აღარ უნდათ ხოლმე. შესაბამისად, სახლის, ბინის, აგარაკის განახლება-გალამაზებისთვის ისეთი მასალა თუ ტექნიკა-აღჭურვილობა უნდა გამოვიყენოთ, 2-3 წელიწადში რომ არ გაგვიხდეს შესაცვლელი.
და როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი არ გსურთ, რომ ონკანის მალ-მალე შეცვლა მოგიწიოთ?
პრინციპში, პასუხი მარტივია: Holst.ge-ზე წარმოდგენილი აღჭურვილობა უნდა შეიძინოთ და ამ შემთხვევაში, მთავარი სასაუბრო ონკანები გახლავთ.
შეიძლება ითქვას, სრულად უნივერსალური მოწყობილობები გამოგონილი არ არის. ონკანის ერთი სახეობა კარგია, მაგალითად, ჭურჭლის რეცხვისთვის, მეორე კი აბაზანის პროცედურებისთვის არის მისწრება. შესაბამისად, დასაწყისში ის ამბავი დავაზუსტოთ, რას გვთავაზობენ თანამედროვე მწარმოებლები და როგორი ონკანი შეიძლება, შეგვხვდეს.
სამზარეულოში რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალი იხარჯება, დაგვეთანხმებით - დიასახლისისთვის მოუხერხებელია, წყალი ყოველ წამს დაკეტოს - ხელები დაკავებული აქვს და დაკეტე-გააღე, დაკეტე-გააღე, რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სანტექნიკის მოწყობილობები კომფორტულად სამართავი უნდა იყოს. ალბათ, უფრო მოსახერხებელი ერთი ბერკეტის მქონე ონკანია, მთლად უკეთესი - თანამედროვე სენსორული ონკანი გახლავთ. სამზარეულოში ასევე მოსახერხებელია მაღალი მოწყობილობა.
ამ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება უმჯობესია ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ონკანზე - ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით. კომფორტული ტემპერატურის დაყენება კლასიკური ორ ბერკეტიანი მოწყობილობით, თუმცა, ერთ ბერკეტიანსაც ხშირად იყენებენ - ბევრი მას უფრო კომფორტულად მიიჩნევს. თუკი საფასო კატეგორია არ შეგაშფოთებთ, გაცილებით კომფორტული თერმოსტატის გამოყენებაა. მთავარი მაინც ის არის, რომ წყალი ნიჟარის კიდეებს არ სცილდებოდეს ნებისმიერი კუთხით მიბრუნებისას.
სააბაზანო, ალბათ, ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს მაქსიმალური კომფორტი სჭირდება - სამსახურიდან გადამწვარი რომ ბრუნდები და ერთი სული გაქვს, შხაპი მიიღო, აბაზანაში კომფორტი თუ არ გაქვს, უარესად გადაირევი და რაღა აზრი აქვს მერე წყლის ტემპერატურას?!
მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ სააბაზანოს ონკანს უნდა ჰქონდეს ნაკადის გადამრთველი ვენტილი. სხვა მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნები მის მიმართ არ არსებობს. ესთეტებს შეუძლიათ, თავს კასკადის უფლება მისცენ, ხოლო ვინც კომფორტსა და უსაფრთხოებას ირჩევს, არჩევანი თერმოსტატზე უნდა შეაჩეროს.
ცალკე ვთქვათ შხაპის ონკანზე - ერთ ან ორ ბერკეტიანი, სენსორული თუ მექანიკური, მხოლოდ მომხმარებლის გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.