| როგორ უნდა შეარჩიო ელექტრო პულივიზატორი? |
| როგორ უნდა შეარჩიო ელექტრო პულივიზატორი? |
პულივიზატორი სამღებრო სამუშაოებში დახელოვნებული ინსტრუმენტია და თუ კი საქმეს მიანდობთ, საუკეთესო შედეგს მიიღებთ. სასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ ხელსაწყო ცხოვრებას გაგიმარტივებთ, თქვენს დროს დაზოგავს და ყველაფერს სწრაფად შეასრულებს. პულივიზატორს ჩვენი საიტიდან თვალის დახამხამებაში შეიძენთ, თუმცა, მანამდე მცირედი ინფორმაციის გათვალისწინებაა საჭირო, რათა ზუსტად ისეთი ინსტრუმენტი შეარჩიოთ, როგორიც გჭირდებათ.
როგორც უკვე ვთქვით, ხელსაწყოს სწორად შერჩევისთვის, გარკვეულ წესებს უნდა გაეცნოთ. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ამიტომ, ბოლომდე წაკითხვა ბევრ დროს არ წაიღებს.
ამ ძალიან საყურადღებო მახასიათებლით დავიწყოთ. ყველაფერი სიმძლავრეზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით ხელსაწყოები სამ კატეგორიად იყოფა. პირველში ის ინსტრუმენტები ერთიანდება, რომლებიც ძალიან მძლავრია და რთულ საქმეზე გამოიყენება. მაგალითად, თუ ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა და დიდი პროექტები გაქვთ ჩაბარებული, მაღალი სიმძლავრის ელექტრო პულივიზატორი დაგჭირდებათ. საშუალო ძალის ხელასწყოები, ასეთივე დონის სამუშაოებისთვის გამოგადგებათ. მესამე კატეგორიაში კი დაბალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტები ერთიანდება. ამ ტიპის პულივიზატორებს სიმარტივე უყვარს. კარგი იქნება თუ არ გადატვირთავთ და შედარებით მსუბუქ საქმეს მიანდობთ. მთავარია, ეს წესი გაითვალისწინოთ, თორემ სხვა მხრივ, დაბალი სიმძლავრის პულივიზატორი იდეალურად მუშაობს.
მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი ავზის მოცულობაა. სწორედ ამიტომ, უყურადღებოდ არც ეს კონკრეტული მახასიათებელი დაგრჩეთ. სიმძლავრის მსგავსად, პულივიზატორები აქაც სამ კატეგორიად იყოფა. ხელსაწყოების ნაწილს ტევადი ავზი აქვს და შესაბამისად, ბევრ საღებავს იტევს. წამდაუწუმ ჩამატება არ დაგჭირდებათ. მითუმეტეს კარგია, თუ მაღალი შენობა გაქვთ შესაღები, რადგან ჰაერში მყოფს საღებავის ხშირად ჩამატება გაგიჭირდებათ. სრულიად არაკომფორტულია და ამიტომ, ასეთი საქმისთვის დიდი ავზის მქონე პულივიზატორს გირჩევთ. თუმცა, ყოველთვის ასეთი ინსტრუმენტი არ გამოგადგებათ. შედარებით მცირე საქმეს საშუალო ან დაბალი ტევადობის ხელსაწყო კარგად ერგება. როცა სამუშაო ცოტაა, ბევრი საღებავი არ გჭირდებათ, შესაბამისად, არც ისეთი ინსტრუმენტი, რომელსაც დიდი ავზი აქვს. მოკლედ, ამ მარტივი წესების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ, რომ ზუსტად საქმეზე მორგებული ხელსაწყო შეიძინოთ და კომფორტულად იმუშაოთ.
გიოცნებიათ თუ არა იმაზე, რომ ხელსაწყოების შესაძენად სახლიდან გასვლა საჭირო არ იყოს? ერთხელ მაინც ყველას გვინატრია, სიტუაციიდან მარტივად გამოძვრომა და ოთახიდან გაუსვლელად მძიმე ხელსაწყოების მიღება. Holst.ge სწორედ ამ პირობებს გთავაზობთ. ნივთებს ჩვენს საიტზე უკვეთავთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანის სერვისი უფასოა. შეძენილ ხელსაწყოებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგიტანთ. ჩვენი კურიერები ყველგანმავლები არინ. ნივთების მოწოდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეუძლიათ. Holst.ge-ის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, საუკეთესო ბრენდებია. საიტზე განთავსებული თითოეული ხელსაწყო ხარისხიანია და ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. თითოეულ ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასე რომ, Holst-ს ბევრი უპირატესობა აქვს და პერიოდულად, თავადაც კიდევ მეტს აღმოაჩენთ.
Crown-ის ელექტრო პულივიზატორი ყველანაირად აღჭურვილია. მაღალი სიმძლავრე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რთულ საქმეებს არ უშინდება და ეფექტურად მუშაობს. ინსტრუმენტს ტევადი ავზი აქვს, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ბევრ საღებავს იტევს. თამამად შეგიძლიათ ინსტრუმენტი დიდი პროეტქებისთვის გამოიყენოთ. ისეთ დროს დაიხმაროთ, როცა ბევრი საქმე და ცოტა დროა.

უპირატესობები:
Crown- ის მეორე პულივიზატორი საშუალო მონაცემებს ფლობს. სიმძლავრის, ავზის მოცულობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უმჯობესია შედარებით მსუბუქ საქმეზე დაიხმაროთ. ინსტრუმენტს რეგულირებადი ცხვირი აქვს, რაც მუშაობას გაგიმარტივებთ.

უპირატესობები:
ამჯერად, შედარებით დაბალი სიმძლავრისა და ფუნქიცების მქონე პულივიზატორს წარმოგიდგენთ. ხელსაწყო უფრო მსუბუქი საქმისთვისაა განკუთნილი. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, პრობლემას მარტივად გადაჭრით.

უპირატესობები: