როგორ უნდა შეარჩიოთ ფანარი - მარტივი კითხვის მარტივი პასუხები

რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ფანარი ზეცისკენ რომ მიმართოთ, მისი სინათლე სამყაროში სამუდამოდ დარჩება... ერთი ეგ არის, ვინ დაინახავს ჩვენი ფანრის სინათლეს რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ამ ურთულეს კითხვაზე პასუხს ვერაფრით გაგცემთ. სამაგიეროდ, მარტივ კითხვაზე - როგორ უნდა შეარჩიოთ ფანარი, მარტივი პასუხებით მოგამარაგებთ.

ფანრების სახეობები

ფანრები - ერთი შეხედვით ძალიან მარტივი მოწყობილობა, რომელიც პრაქტიკულად, ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს გამოადგება.

განვიხილოთ, როგორი ფანრები არსებობს, როდის რომელია საჭირო და არჩევანის გაკეთებაც გაცილებით მარტივი გახდება:

  • უნივერსალური ფანარი

ეს არის კლასიკური ხელის ფანარი, წაგრძელებული ფორმით. მოგეხსენებათ, იგი ერთ ხელში უნდა გეჭიროთ, რაც გარკვეული შეზღუდვების მიზეზი ხდება ხოლმე. თუმცა თუკი ორივე ხელის თავისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, მისი შეძენა ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სასურველ მოდელს იოლად შეარჩევთ.

  • შუბლის ფანარი

იდეალური მოდელი ღამით თევზაობისთვის, ველოსიპედით გადაადგილებისას და ნებისმიერი შემთხვევისთვის, როცა ორივე ხელის თავისუფლებაა აუცილებელი.

როცა შუბლის ფანრის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებთ, პირველ რიგში იმას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რამდენად მოსახერხებელია მისი დამაგრება - თუკი სამაგრი უხარისხო იქნა, მუდმივად თვალებზე ჩამოგეფხატებათ, რაც განსაკუთრებით ველოსიპედით გადაადგილებისას, შესაძლოა, ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.

  • კემპინგის ფანარი

ე.წ. ტურისტულ ფანარს აქვს სახელური, რომლის საშუალებითაც მას კარავზე, ხეზე ან კემპინგის ნებისმიერ სასურველ ადგილას დაკიდებთ.

ასეთ ფანარს გაფანტული ნათება აქვს, რაც საშუალებას იძლევა, საკმაოდ დიდი ფართობი განათდეს.

  • ველოსიპედის ფანარი

აქვს სპეციალური სამაგრი, რომელიც საშუალებას იძლევა, ფანარი საჭეზე საიმედოდ დაამაგროთ.

  • ჯიბის ფანარი

დასახელებიდანაც ჩანს, რომ საუბარია მცირე ზომის ფანარზე, რომელიც ჯიბეში კომფორტულად თავსდება.

როგორც წესი, ჯიბის ფანარს ისეთივე კორპუსი აქვს, როგორც კლასიკურ მოდელს, უბრალოდ, ის გაცილებით მცირე ზომის გახლავთ.

  • ფანარი ბრელოკი

მართალია, სიმძლავრით ასეთი ფანარი ვერ დაიკვეხნის, თუმცა ხშირად, დიზაინი იმდენად საინტერესო აქვს, შესაძლოა, ვინმეს ჯიბის ფანართან ერთად, ბრელოკი ფანარიც ჰქონდეს, მით უმეტეს, თუ უცნაური ნივთების კოლექციონერია.

  • სამძებრო ფანარი

ასეთ ფანარს დიდი ზომის კორპუსი და სახელური აქვს. სამძებრო ფანრების მთავარი პლუსი სიმძლავრეა.

აქვს გაფანტული ნათება და შეუძლია, უზარმაზარი ტერიტორია გაანათოს.

LEDEX-87223 ფანარი 1W LED 4hrs Solar

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:65.7lm სუსტი ნათება:24.6lm
  • ნათების მანძილი - 50m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • ელემენტი - 4V 400mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ51X175mm
  • მასალა - პლასტმასი
  • დამატებითი მახასიათებლები - მზის ენერგიაზე დატენვის ფუნქცია
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869151487223
  • წონა (კგ) - 0.15
  • სიმძლავრე (W) - 1
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX-22142 ფანარი თავზე დასამაგრებელი 3W LED 6hrs

LEDEX tavze dasamagrebeli fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:197lm სუსტი ნათება:73lm
  • ნათების მანძილი - 150m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1.5 სთ სუსტი ნათებით:6 სთ
  • ელემენტი - 4V900mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ80X95mm
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869141422142
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX-ფანარი 5W LED, 4hrs

LEDEX LED fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:43.7lm სუსტი ნათება:13.3lm
  • ნათების მანძილი - 250m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869152501256
  • წონა (კგ) - 0.3575
  • სიმძლავრე (W) - 5

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება