როგორ უნდა შეარჩიოთ სარწყავი შლანგი სწორად

შლანგი კომფორტული და სწრაფი სარწყავი საშუალებაა. როგორც დიდი, ასევე პატარა ტერიტორიისთვისაც გამოგადგებათ. ხელსაწყოს გარეშე კი საქმე გაცილებით რთულია. ერთი ადგილიდან მეორეზ წყლის გადატანა, ხელით მოგიწევთ. ეს კი დისკომფორტს ქმნის. თუ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი, მაშინ მით უფრო გამორიცხულია. სხვადასხვა სახის პლანტაციებს მორწყვა მუდმივად ესაჭიროება. დატენიანებული მიწა კი კარგ პროდუქტს ზრდის. სწორედ ამიტომ, მსგავს სიტუაციებში სარწყავი შლანგი აუცილებელია. გარდა ამისა, პატარა ბაღსაც სჭირდება. დიდი რაოდენობის მცენარეებს სწრაფად რწყავს და დროს ფუჭად აღარ კარგავთ. რაც მთავარია, პრაქტიკული გამოსაყენებელია და არანაირ დისკომფორტს არ ქმნის.  

რა განსხვავებაა შლანგებს შორის ?

სარწყავი შლანგები ერთმანეთისგან მრავალი მახასიათებლით განსხვავდება. პირველ რიგში, ყურადღებას ინსტრუმენტის სიგრძე იქცევს. თუ დიდი ტერიტორიისთვის გჭირდებათ, მაშინ მაქსიმალური სიგრძისას შეიძენთ. ასეთი შლანგი თითოეულ კუთხეს კარგად წვდება და დიდი ტერიტორია პრობლემა აღარაა. მცირე სივრცისთვის კი ნაკლები სიგრძის ხელსაწყოც საკმარისია. განსხვავება მასალაშიც გვხვდება. Holst.ge - ზე წარმოდგენილი ხელსაწყოები გამძლე მასალისგანაა დამზადებული. ამიტომ, ზედმეტი ძალისხმევა მარტივად ვერ დააზიანებს. გასათვალისწინებელია შრეების რაოდენობა. არსებობს სამ და ხუთშრიანი შლანგები. ასევე, მნიშვნელოვანია სამუშაო წნევა. რაც უფრო მაღალია, წყალი მით უფრო მძლავრად მოედინება. ცხადია, თითოეულის წონაც განსხვავებულია. შედარებით მძიმე და მსუბუქი სარწყავი შლანგებია წარმოდგენილი.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ამჯერად, საუკეთესო ბრენდის, Lux Garden - ის შლანგებს გთავაზობთ. პროდუქტზე საკმაოდ ფართო არჩევანია. თუ კი ჩამოთვლილი ხელსაწყოები თქვენს საჭიროებაში ვერ ჩაჯდება, მაშინ საიტს უნდა  ეწვიოთ. Holst.ge - ზე შლანგთან დაკავშირებულ ყველა წვრილმან ხელსაწყოს იხილავთ. ონლაინ მაღაზიაში შეძენა, მხოლოდ გამოწერითაა შესაძლებელი. წესები უმარტივესია: საიტზე სასურველ ხელსაწყოს არჩევთ, საყიდლების კალათში ათავსებთ და შემდეგ ინსტრუქციას მიყვებით.

Lux Garden PR5020A სარწყავი შლანგი 1/2 50m (კოჭა+აქსესუარები)

Lux Garden -ის შლანგი დიდი ტერიტორიის ათვისების ოსტატია. სიგრძიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის სივრცეს გასწვდება. შლანგი საკმაოდ დიდია, ამიტომ ეს წონაზეც აისახება. ხელსაწყო 13.5 კილოგრამია. თუმცა, ეს არანაირ დისკომფორტს არ ქმნის. ინსტრუმენტს სპეციალური დამხმარე საშუალება მოყვება, რომელსაც პატარა საბურავები აქვს. შლანგი მასზე ეხვევა და შესაბამისად, გადაადგილება მარტივდება.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 50m
  • მასალა - PVC + PP                 
  • წონა (კგ) - 13.5

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიგრძე
  • კომპაქტურობა

Lux Garden LGH-032 სარწყავი შლანგი Flexible 1x25m

მეორე სარწყავი შლანგი ნაკლები სიგრძისაა. ამიტომ, საშუალო ტერიტორიას კარგად წვდება, მაგრამ დიდი სივრცისკენ გული არ მიუწევს. სამუშაო წნევა მაღალია, მასალა კი ხარისხიანი. სამ შრიანი ხელსაწყო გამძლეობითაც გამორჩეულია. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

LuxGarden shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1''       
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC             
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 8 bar
  • წონა (კგ) - 9.05          

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხიანი მასალა
  • წნევა
  • შრეების რაოდენობა

Lux Garden LGH-001 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 1/2x15m

ეს კონკრეტული შლანგი თქვენი ეზოსთვის საუკეთესო არჩევანია. სიგრძით პატარაა, ამიტომ ფართო მასშტაბს ვერ წვდება. პატარა ბაღისთვის კი კომპაქტური გამოსაყენებელია. ხელსაწყო ხუთ შრიანია და საკმარისი წნევა აქვს. წონით კი ძალიან მსუბუქი და მარტივად გადასაადგილებელია.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC             
  • შრეების რაოდენობა - 5 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 10 bar
  • წონა (კგ) - 2.21          

უპიარტესობები:

  • სიმსუბუქე
  • შრეების რაოდენობა
  • წნევა
  • ზომა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება