როგორ ვიმუშაოთ კუთხსახეხით და - აუჩქარებლად, უსაფრთხოების წესების დაცვით და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს |
როგორ ვიმუშაოთ კუთხსახეხით და - აუჩქარებლად, უსაფრთხოების წესების დაცვით და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს |
ისეთი ტუნტყლი დაგროვდება ხოლმე, როცა კუთხსახეხი მუშაობს, ქლურცვა მოგინდება ადამიანს, მაგრამ სამაგიეროდ, საბოლოო შედეგია ისეთი, ვინც დაიწუნებს, ტაჯგენაგი არ ასცდება!..
სხვათა შორის, ბევრი სიტყვა გვაქვს, რომლებიც მიზეზთა გამო დავივიწყეთ, თუმცა, აგერ, რამდენიმეს ჩვენ შეგახსენებთ, ზოგი თავად მოიძიეთ, მეგობრებსა და თანამშრომლებსაც ეცოდინებათ, მათაც ჰკითხეთ - კარგ ხასიათზე ხომ დადგებით და ლექსიკონსაც გაიმრავალფეროვნებთ.
ესე იგი, რა იგულისხმება პირველ წინადადებაში:
ისეთი ჭუჭყი დაგროვდება ხოლმე, როცა ბალგარკა მუშაობს, ჩუმად ტირილი მოგინდება ადამიანს, მაგრამ სამაგიეროდ, საბოლოო შედეგია ისეთი, ვინც დაიწუნებს, მათრახი არ ასცდება...
ასეა, კაცო, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია - შესაძლოა, კუთხსახეხი კორიანტელს აყენებს მუშაობისას, მაგრამ შედეგი ნამდვილად ის აქვს, რაც გვჭირდება.
სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, ესეც ვთქვათ ბარემ: რა ლამაზი სიტყვაა კუთხსახეხი, მაგრამ უფრო ცნობადი, სამწუხაროდ, არის როგორც ბარგალკა.
ნუ, რას ვიზამთ, იყოს გნებავთ ბარგალკა, გნებავთ - ბალგარკა. როგორც თავად მოისურვებთ, ისე მოიხსენიეთ, ჩვენ კუთხსახეხი გვირჩევნია.
კუთხსახეხის დახმარებით შესაძლებელია, სასურველი ფორმისა თუ ზომის მიხედვით დაჭრათ მაგალითად, ლითონი, აგური, ბეტონი, ტროტუარის ფილა, მარმარილო, გაასუფთაოთ, გააპრიალოთ პრაქტიკულად, ნებისმიერი სირთულისა თუ დაზიანების მქონე სხვადასხვა ზედაპირი და ასე შემდეგ.
სხვათა შორის, ერთ-ერთი პლუსი ისიც გახლავთ, რომ შედუღების აპარატისგან განსხვავებით, კუთხსახეხი დამუშავებულ მასალაზე კვალს არ ტოვებს.
კუთხსახეხის კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია. მის მთავარ ელემენტებს განეკუთვნება:
ბარგალკა შეიძლება იყოს: ქსელური, ანუ ხელსაწყო, რომელიც მუშაობს დენის წყაროსთან მიერთებით, ბენზინის, აკუმულატორიანი, პნევმატიკური.
მართალია, სულაც არ არის სავალდებულო, კუთხსახეხი ყველა ოჯახს ჰქონდეს, კომფორტული ხელსაწყო ნამდვილად გახლავთ და სხვადასხვა მასალის დამუშავების პროცესს მნიშვნელვნად ამარტივებს.
სიმძლავრე მისი პროდუქტიული მუშაობის საფუძველია. სანამ შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რა სახის სამუშაოებისთვის გჭირდებათ, რამდენად რთულ მისიებს დააკისრებთ და რა სიხშირით გამოიყენებთ. უკეთ გასაგები რომ იყოს, მაგალითსაც მოგიყვანთ: თუკი ბალგარკა მცირე სამუშაოებისთვის გჭირდებათ, ვთქვათ, რამე უნდა გაჭრათ ან გააპრიალოთ, საკმარისია 1000W სიმძლავრეც. აი, იმ შემთხვევაში, თუკი კუთხსახეხი თქვენი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია, მუშაობთ ლითონთან ან ქვასთან, უმჯობესია, არჩევანი 1500-დან 2600-მდე სიმძლავრეზე შეაჩეროთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: სქელ ლითონზე მუშაობისას, არ არის საჭირო, კუთხსახეხს დააწვეთ, რომ უფრო სწრაფად გაჭრას, უმჯობესია, ხელსაწყო მხოლოდ საკუთარი წონის ქვეშ მუშაობდეს.
სანამ მუშაობის დაწყებაზე ვიტყვით, იმით დავიწყებთ, რომ კუთხსახეხთან ურთიერთობა გარკვეულ უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ ამტანობას მოითხოვს. ვიდრე გამოყენებამდე მიხვალთ, ინსტრუმენტი ექსპლუატაციისთვის სწორად უნდა შეამზადოთ. ერთ-ერთი საკვანძო მომენტი შესაბამისი საცმის შერჩევაა. იმისთვის, რომ არ შეცდეთ, ყურადღება შემდეგ ნიუანსებს უნდა დაუთმოთ:
უსაფრთხოება კუთხსახეხთან და პრინციპში, არა მხოლოდ ამ ხელსაწყოსთან, მუშაობის პროცესში ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. ამ მიზეზით, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია, რაც ინსტრუმენტთან უფრო პროფესიონალურად მუშაობაში დაგეხმარებათ:
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალა, რომელსაც კუთხსახეხით ამუშავებენ, ლითონია. და როგორ უნდა გაჭრათ ლითონი? ეს კითხვა ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება, რომელსაც ხელსაწყოსთან შეხება ჯერ არ ჰქონია. დავიწყოთ იმით, რომ საცმი იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, რა სისქის ლითონთან მოგიწევთ მუშაობა. შპინდელი ოპტიმალური სიჩქარით უნდა მოძრაობდეს, რათა ფრაგმენტი სწორად, ზუსტად ისე მოიჭრას, როგორც მონიშნულია.
პროფნასტილის ჭრა ნებისმიერი მხრიდან არის დასაშვები. საჭიროების შემთხვევაში, პირველი კვეთის გაკეთება ფურცლის შუაში შეიძლება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფურცლის მეორე მხარის კიდე ყოველთვის გახეხილი იქნება და დამუშავება დასჭირდება.
მილის ჭრაც ისე უნდა მოხდეს, როგორც ჩვეულებრივი ფურცლის ან პროფნასტილის. სხვაობა მხოლოდ მასალის განსხვავებულ პროფილშია.
მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, როგორ უნდა იმუშაოთ ლითონთან, საჭიროა იმის გაგებაც, რა თავისებურებები ახლავს თან ისეთ მასალასთან მუშაობას, როგორიც არის, მაგალითად, ფილები, კერამიკა, გრანიტი, კაფელი. თითოეულ ამ მასალას საკუთარი მახასიათებლები აქვს, რომლებიც გასათვალისწინებელია წარმატებული დამუშავებისთვის. მაგალითად, კერამიკასთან და კაფელთან მუშაობისას დიდი რაოდენობით მტვერი ჩნდება. მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, მაგრამ შემცირება - შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა მასალის წყლით დასველება. შედეგად, მისი საწყისი ტემპერატურა შემცირდება, რაც სტრუქტურის შესაძლებლობის საშუალებას იძლევა. ასევე, დასველებულ მასალაზე უფრო ადვილია ხვრელების გაკეთება. გარკვეულწილად რთული იქნება კერამოგრანიტთან მუშაობა მისი მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლების გამო. სამუშაოსთან გამკლავება შესაძლებელი იქნება ქვის ჭრისთვის განკუთვნილი საცმის გამოყენებით.
შემდეგი საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის ის, როგორ უნდა დაიჭრას ხე, ფანერა, მერქანბურბუშელას ფილა, იგივე დეესპე? კუთხსახეხი ასეთი სამუშაოსთვისაც შესაფერისია, თუ სპეციალურ საცმს გამოიყენებთ.
ორგმინის დამუშავება მაქსიმალურად მარტივია. ამ მასალასთან მუშაობისთვის საკმარისია საცმი, რომელიც კერამიკის ჭრისთვის გამოიყენება. ორგმინა ბოლომდე არ უნდა გაიჭრას, უმჯობესია, სამუშაო მასალაზე ფიზიკური ზეწოლით დაასრულოთ.