როგორი მაგიდის სანათებია Holst.ge - ზე?

მაგიდის სანათები კარგად გამოსაყენებელია და ვფიქრობთ, ბევრ საქმეს გაგიმარტივებთ. ძირითადად, ისეთ სამუშაოებში დაგეხმარებათ, რომელსაც დეტალებზე ორიენტირება სჭირდება. მაგალითად, აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ საღამოს საათებში კითხვა გიყვართ. ასეთ შემთხვევაში მკვეთრი განათებაა საჭირო. ჩვეულებრივი ნათურა კი ხშირად ამ მოვალეობას ვერ ასრულებს. შედეგად, თვალები ზიანდება. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი მაგიდის სანათია. ყველა მსგავსი საქმიანობის დროს, ხელსაწყო გულითადად დაგეხმარებათ. ინსტრუმენტის შესახებ მეტ დეტალს, თანდათან გაიგებთ.

მთავარი განსხვავება მაგიდის სანათებს შორის

მტკნარი სიცრუე იქნება, თუ გეტყვით, რომ სანათებს შორის განსხვავება არ არსებობს. რა თქმა უნდა, ასე არ არის და ხელსაწყოებს ერთმანეთისგან ბევრი თვისება განასხვავებს. მარტივით დავიწყოთ. პირველი თვალშისაცემი განსხვავება, ცხადია, ვიზუალს ეხება. სხვადასხვანაირი მაგიდის სანათი არსებობს, როგორც ფორმით, ასევე, ფერის მიხედვითაც. აქ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. სხვა მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, სანათის სიხშირე და ტიპი. აქ მონაცემები მკვეთრად იცვლება და ყურადღება გვმართებს. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი მახასიათებლების მქონე მაგიდის სანათი. თუ ძლიერი განათება გჭირდებათ, მაშინ მონაცემებიც მაღალი უნდა იყოს. მსუბუქი ნათებისთვის კი დაბალი ძალაც სრულიად საკმარისია. ასევე, მნიშვნელოვანია მასალა. ძირითადად, მეტალისა და პლასტმასის ნაერთისგან მზადდება. ასეთი ხელსაწყოები საკმაოდ გამძლეა. ჩამოთვლილი მახასიათებლები მნიშვნელოვანია, ამიტომ, შეძენამდე აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ.

რა დროს შეიძლება დაგჭირდეთ განვადება ?

Holst.ge -ზე შეძენილ ხელსაწყოებს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. გამონაკლისი არც მაგიდის სანათებია და ეს უკანასკნელი ყველას ახლავს. საგარანტიო ტალონს დიდი სარგებელი აქვს. შეიძლება არც კი დაგჭირდეთ და ამას რა სჯობს ?! თუმცა, დიდი პრობლემა არც მოვლენების საწინააღმდეგო მიმართულებით განვითარებაა. ინსტრუმენტებს ზოგჯერ ქარხნული წუნი აქვს. დეფექტის წინასწარ განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. ის უშუალოდ მუშაობის დროს ვლინდება. მართალია, სასიამოვნო ფაქტი სულაც არ არის, მაგრამ როცა საგარანტიო ტალონი გაქვთ, პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. ასეთ დროს ინსტრუმენტი სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, სადაც პროფესიონალთა გუნდი მიხედავს. ხელსაწყოს შეაკეთებენ, პირვანდელ იერსახეს დაუბრუნებენ და თუ ეს არ ხერხდება, მაშინ ახლით ჩაგინაცვლებენ.

Holst.ge - ის უპირატესობები

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს იმაში გამოიხატება, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საიტიდან პირდაპირ თქვენს კართან მოდის. როგორ ? ძალიან მარტივად. მოკლედ, თქვენ ნივთებს არჩევთ, შემდეგ კი მეორე ეტაპზე გადადიხართ. პროდუქტს საყიდლების კალათში აგდებთ და თანხას იხდით. გზა და გზა თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ჩვენს ოპერატორებს დაუკავშირდეთ. შემდეგი თქვენი ნაბიჯი კი ლოდინია. Holst.ge -ის კურიერები ნივთებს მაქსიმალურად სწრაფად არიგებენ. მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო სერვისი უფასოა. გარდა ამისა, ჩვენთან ხარისხიანი ხელსაწყოები დაგხვდებათ. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, მართლა ასეა და როცა გამოცდით, თავადაც დარწმუნდებით. მანამდე კი მაგიდის სანათებს მივუბრუნდეთ და რამდენიმე მათგანი დეტალურად განვიხილოთ. 

LEDEX-70992 მაგიდის სანათი Robotop ვერცხლისფერი

Ledex- ის მაგიდის სანათი გამართულად მუშაობს და ამასთანავე, დახვეწილი ვიზუალი აქვს. მაღალი სამუშაო რესურსები დიდი უპირატესობაა. ამ უკანასკნელის მეშვეობით, ინსტრუმენტი დიდხანს ძლებს. ხელსაწყო მსუბუქი და კომპაქტურია. გადაადგილება მუდამ მარტივია, ამიტომ, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ წაიღოთ. მაგიდის სანათი ვერცხლისფერია და ინტერიერს განსაკუთრებულ ეშხს სძენს.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX             
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V       
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ტიპი - E27         
  • კორპუსის ფერი - ვერცხლისფერი     
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი             
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.6

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • გამძლე მასალა

LEDEX-72163 მაგიდის სანათი Swan ლურჯი

Ledex- ი მხოლოდ ერთ სანათზე არ შეჩერებულა და შემოთავაზებებს განაგრძობს. მეორე ინსტრუმენტი ლურჯია და თუ ეს ფერი გიყვართ, წესით და რიგით, კონკრეტული სანათი მოგეწონებათ.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX             
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V       
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ტიპი - E27         
  • კორპუსის ფერი - ლურჯი       
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი             
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 0.55

უპირატესობები:

  • კომფორტულობა
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე

LEDEX-72131 მაგიდის სანათი Moard შავი

კიდევ ერთი სანათი უნდა წარმოგიდგინოთ, ამჯერად შავი. კონკრეტული მოდელი განსაკუთრებულად დახვეწილია და ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, როგორც დანარჩენ ინსტრუმენტებს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX             
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V       
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ტიპი - E27         
  • კორპუსის ფერი - შავი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი             
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 0.55

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • ფუნქციები
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება