როგორი უნდა იყოს ბეწვა ხერხი |
როგორი უნდა იყოს ბეწვა ხერხი |
ხისა და ბეტონის დასამუშავებლად სპეციალური ხელსაწყოა საჭირო. სხვა შემთხვევაში საქმე ნაკლები ხარისხით კეთდება. ამ მასალებთან სამუშაოდ, მხოლოდ ხარისხიანი და პროფესიონალი ინსტრუმენტები გამოგადგებათ. ბეწვა ხერხი კი ნამდვილად შესაფერისია. ხელსაწყო არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ სიღრმეზეც კარგად მუშაობს.
ონლაინ ჰიპერმარკეტში იმაზე გაცილებით ფართო არჩევანია, ვიდრე აქ წარმოდგენილი ინსტრუმენტები. ამჯერად Dewalt, Bosch- სა და BLack and Decker- ის ლობზიკს გთავაზობთ. სამივე ბრენდი თავისი სპეციფიკითა და მახასიათებლებით გამოირჩევა. განსხვავებების მიუხედავად, მაინც ახერხებენ საერთო თანაკვეთების პოვნას. ეს კი ხარისხსა და კომპაქტურობაში გამოიხატება.
Dewalt- ის ბეწვა ხერხს 650W სიმძლავრე აქვს. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ლობზიკით დიდ პროექტებსა და რთულ მასალაზე იმუშავებთ. კომპლექტაციაში მტვრისგან დამცავი მოყვება. ინსტრუმენტი ხეს, ფერად ლითონსა და მეტალს ამუშავებს. მასალებთან საქმიანობის სიღრმე განსხვავებულია. ყველაზე მეტად ხეს უმკლავდება, ნაკლებად კი მეტალს. ხელსაწყო მსუბუქია და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი Bosch ძლიერ ლობზიკს გთავაზობთ. ინსტრუმენტს უწყვეტი სამუშაო რესურსი და ძლიერი კვების წყარო აქვს. ასევე, ბრუნვის მაღალ სიჩქარეს ავითარებს. ხელსაწყო მსუბუქი და საშუალო ზომისაა.
უპირატესობები:
Black and Decker ბეწვა ხერხს კომპლექტაციაში სიჩქარის მარეგულირებელი მოყვება. ეს დამატებითი ფუნქცია ყველაფერს, თქვენზე მორგებულს გახდის. სიმძლავრე შედარებით ნაკლები აქვს, ამიტომ, მცირე საქმეს მეტად მოერგება. ინსტრუმენტი ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. ლობზიკი გამძლეობით გამოირჩევა. ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ლობზიკებს განსხვავებული სიმძლავრე, ზომა, მუშაობის სიღრმე, წონა, ბრუნვის სიჩქარე და ფუნქციები აქვს. ზოგიერთს კომპლექტაცია მოყვება, ზოგს კი არა. შერჩევისას საქმის სირთულე გაითვალისწინეთ. თუ ხელსაწყოს დატვირთვა მოუწევს, მაშინ მძლავრი დაგჭირდებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუშაობის სიღრმის მაჩვენებელი. ლობზიკი ძირითადად ხეზე, ფერად ლოთონსა და მეტალზე მუშაობს. თითოეულ მასალას განსხვავებული სიღრმით ამუშავებს. ამიტომ, რომლისთვისაც გჭრდებათ, იმის მიხედვით შეარჩიეთ. ყველაზე უკეთ ხესთან მეგობრობს.
Holst.ge თქვენთვის საჭირო ხელსწყოებს აერთიანებს. ბეწვა ხერხის მხრივაც, ფართო არჩევანია. სასურველ ინსტრუმენტს სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ და უფასო მიტანით ისარგებლებთ.