როგორი უნდა იყოს იდეალური პერფერატორი? |
როგორი უნდა იყოს იდეალური პერფერატორი? |
რომელ ხელსაწყოს ვუწევთ რეკომენდაციას სანგრევ-სახვრეტი საქმისთვის? ეს ინსტრუმენტი პერფერატორია. სწორედ მას შეუძლია კედლის როგორც უბრალოდ გახვრეტა, ასევე ჩამოშლა. თუ კი ამ საქმესთან შეხება არასდროს გქონიათ, იფიქრებთ, რომ საკმაოდ მარტივი სამუშაო. აშენებაა რთული, თორემ დანგრევას რა უნდაო, ხომ გაგიგიათ?! თუმცა, ასე სულაც არ არის და ეს საქმეც პროფესიალურ ინსტრუმენტს მოითხოვს. ასეთი კი პერფერატორია. ხელსაწყო იდეალურად მუშაობს და თავს თქვენც კომფორტულად იგრძნობთ. საბოლოოდ, საქმე მარტივად და კარგად შესრულდება.თუმცა, პერფორატორის შეძენამდე, მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ. სასურველია თითოეულს თვალი გადაავლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთინსტრუმენტი. მანამდე კი ხელსაწყოზე მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით.
ინსტრუმენტის გამოყენების არეალი სრულიად თავისუფალია. სადაც დაგჭირდებათ იქ უხმეთ და მაშინვე გამოგიწვდით დახმარების ხელს. და მაინც სად შეიძლება ხელსაწყო გამოიყენოთ? პერფორატორი საკმაოდ მარტივად ასათვისებელია, ამიტომ, დამწყები თუ კი ხართ, შეგიძლიათ სახლში სცადოთ მისი მოხმარება. თუ უკვე პროფესიონალი ბრძანდებით, მაშინ პერფერატორი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება. შეიძლება დაგჭირდეთ, დიდ პროექტებზე, სხვადასხვა მშენებლობებსა და ყველა იმ საქმიანობისას, სადაც კედლის გახვრეტა/ჩამოშლაა მთავარი მიზანი.
ძველი დრო, სადაც უზარმაზარი ხელსაწყოები არსებობდა და საკმაოდ არაკომფორტული იყო, წარსულს ჩაბარდა. ახლა ბევრად კომპაქტური და შედარებით მსუბუქი ხელსაწყოები იკავებს ადგილს. ზუსტად ასეთია პერფერატორი. ინსტრუმენტი საშუალო სიმძიმისაა, გააჩნია მოდელსაც, რადგან მონაცემები თითოეულის შემთხვევაში სხვადასხვაა. თუმცა, საბოლოოდ, ძალიან მძიმე მაინც არცერთი არ არის. ფორმის მხრივაც კომფორტულია, რადგან მარტივად დაიმორჩილებთ და მაქსიმალურად მოირგებთ.
სიმძლავრე ის მახასიათებელია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, ამიტომ, კარგად გადახედეთ. პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ ძირითადად, სამი სახის პერფორატორი არსებობს, კერძოდ, მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე. თითოეულს თავისი სამუშაო არეალი აქვს. მაგალითად, თუ ინსტრუმენტი რთული საქმისთვის გჭირდებათ და გადატვირთული გრაფიკით უნდა იმუშაოს, მაშინ უფრო მძლავრი ხელსაწყო გამოგადგებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტი შედარებით მსუბუქი საქმისთვის გჭირდებათ, დაბალი სიმძლავრრ სრულიად საკმარისია.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სავსეა საუკეთესო შემოთავაზებებით. იმით დავიწყოთ, რომ აქ მხოლოდ ხარისხიან ინსტრუმენტებს შეხვდებით. თითოეული ბრენდის ხელსაწყო მაღალი სამუშაო რესურსით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს რომ დიდხანს მუშაობს. მეორე უპირატესობა განვადების შესაძლებლობაა. წარმოიდგინეთ, ნივთი რომ სასწრაფოდ გჭირდებათ, მაგრამ ერთიანი თანხა არ გაქვთ, რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? სწორედ ასეთ სიტუაციაში შეგიძლიათ განვადებით სარგებლობა. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად იხდით. იმ თემას დავუბრუნდეთ, რომ Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია, შესაბამისად, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
Stanley-ის მაღალი ხარისხის პერფორატორი ყველა სირთულეს უმკლავდება. ინსტრუმენტს მაღალი სამუშაო რესურსი, სიმძლავრე, დარტყმის სისწრაფე, და ძალა აქვს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ინსტრუმენტი რთულ საქმესაც თავისუფლად ასრულებს. ხელსაწყოს თან ახლავს ქეისი და ასევე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown-ის პერფერატორი საშუალო სიმძლავრისაა და ორი ფუნქცია აქვს, კერძოდ, დარტყმისა და ბურღვის დროს დარტყმის. თან ახლავს კომპლექტაცია, რომელშიც ქეისი, დამატებითი სახელური და საჭრისები შედის. ხელსაწყო სამი სახის მასალაზე, ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Tolsen-ის შედარებით დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტით დავასრულოთ. ეს კონკრეტული მოდელი უფრო მსუბუქი საქმეებისთვის გამოიყენება. ხელსაწყოს ქეისი, სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და 5 საცვლელი პირი მოყვება.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები: