როგორი უნდა იყოს იდეალური პულივიზატორი?

კედლის შეღებვა ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილი? ორჭოფობთ, რადგან არ იცით, რომელი ინსტრუმენტი გაგიმაგრებთ ზურგს? ელექტრო პულივიზატორი ზუსტად ის არის, რასაც ეძებთ. ყველაზე კარგი კი ის გახლავთ, რომ ხელსაწყოს გამოყენება საკმაოდ მარტივია. განსაკუთრებულ უნარებს სულაც არ მოითხოვს. ფუნქციებსა და წესებში უპრობლემოდ გაერკვევით და საქმეს სწრაფად შეუდგებით. პულივიზატორთან ერთად მუშაობა სახალისოა, ასე მხიარულად საქმიანობას კი რა სჯობს?! ამა თუ იმ ინსტრუმენტის შესახებ გარკვეული საკითხების ცოდნა, ურიგო ნამდვილად არასდროსაა. ამიტომ, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ.

  • წესი N1

ნებისმიერი ინსტრუმენტის შერჩევისას ერთი ოქროს წესი არსებობს. მისი გათვალისწინება ბევრად წინ წაგწევთ და ხელსაწყოს სწორად შეგარჩევინებთ. ელექტრო პულივიზატორის შემთხვევაშიც ზუსტად ასეა და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ. პირველ რიგში, ყოველთვის საქმის სპეციფიკა და დონე უნდა გაითვალისწინოთ. როგორი სამუშაოსთვის გჭირდებათ პულივიზატორი? რთული თუ შედარებით მარტივი? მთელი დღე უნდა იმუშაოს, თუ მხოლოდ დროის გარკვეული მონაკვეთი? როცა პასუხი ყველა ამ კითხვაზე გაქვთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ ინსტრუმენტი შეარჩიოთ. უკვე კარგად გეცოდინებათ, რა ტიპის ხელსაწყო დაგჭირდებათ. თუ საქმე შრომატევადია და პულივიზატორს გადატვირთული მუშაობა უწევს, რაც შეიძლება მაღალი მონაცემები უნდა ჰქონდეს. ასე საქმეს ბევრად ხარისხიანად შეასრულებთ.

რომელი მონაცემები უნდა გაითვალისწინოთ პულივიზატორის შერჩევისას?

საბოლოოდ, სჯობს ყველა მახასიათებელს გადაავლოთ თვალი და შეძლებისდაგვარად, თითოეული გაითვალისწინოთ, მაგრამ მათ შორის არსებობს უფრო მეტად საყურადღებოები. მათ რიცხვს მიეკუთვნება სიმძლავრე და ავზის მოცულობა. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რამდენიმე სახის ინსტრუმენტი არსებობს, კერძოდ, მაღალი, საშუალო ან დაბალი სიმძლავრის მქონე. ასეა მოცულობის შემთხვევაშიც. ვაწყდებით როგორც ტევად, ასევე ნაკლები მოცულობის პულივიზატორს. პრინციპი კი აქაც მარტივია. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტი რთული საქმისთვისაა განკუთვნილი, რაც შეიძლება მძლავრი და ტევადი უნდა იყოს. საშუალო ან დაბალი დონის სამუშაოებისთვის კი ნაკლები ძალებიც საკმარისია. მოკლედ, ყველაფერი საქმიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოთ.

ორიოდე სიტყვა სხვა მახასიათებლებზე

სიმძლავრისა და მოცულობის გარდა, პულივიზატორს ბევრი სხვა მახასიათებელი აქვს. გირჩევთ, ყიდვამდე გადახედოთ შესაფრქვევი ლულის ზომას, წნევას, წარმადობას, სიბლანტის მაჩვენებელსა და ცხვირის ტიპს. რაც შეეხება წონას, პულივიზატორების უმეტესობა საკმაოდ მსუბუქია. წონის მაჩვენებელი მონაცემების მიხედვით იცვლება, თუმცა ძალიან მძიმე მაინც არცერთი არ არის. მოკლედ, ხელსაწყოსთან ერთად კომფრტულად იმუშავებთ, ეს ზუსტად ვიცით.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ის?

Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ორმაგად სასიამოვნო კი ის არის, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად ხართ, მთასა თუ ბარში, გამოწერილ ნივთებს ყველგან მოგაწვდით და თან რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა, Holst-ის უპირატესობები აქ არ სრულდება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. კონკრეტულად ამ ყველაფერს რა უპირატესობა აქვს? ის, რომ დროს ზოგავთ. თავიდან ბევრ უსიამოვნო საკითხს ირიდებთ, მაგალითად, მაღაზიის რიგში დგომას, მანამდე მისასვლელ საცობს და ისეთ მოცემულობებს, რომლებიც ადამიანებზე არც ისე კარგად მოქმედებს. თანაც რატომ უნდა გაირთულო საქმე მაშინ, როცა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთო და მშვიდად დაელოდო?!

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

მაღალი ხარისხისა და სიმძლავრის ელექტრო პულივიზატორს თუ ეძებთ, Crown-ის ეს კონკრეტული მოდელი იდეალურია. რთულ საქმეს თავს არაჩვეულებრივად ართმევს, რადგან ტევადი ავზი და მაღალი მონაცემები აქვს.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml   
  • წარმადობა - 1100 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm     
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ტევადი ავზი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • შესაფრქვევი ლულის ზომა
  • რეგულირებადი ცხვირი
  • სიბლანტის მაჩვენებელი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი

CROWN CT31010-ელ. პულივიზატორი 700W

საშუალო დონის საქმისთვის, Crown-ის ამ მოდელს გირჩევთ. ინსტრუმენტი კომფორტული და გამძლეა, ამიტომ, მასთან ერთად იდეალურად იმუშავებთ.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 700W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 800 ml   
  • წარმადობა - 1000 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ავზის მოცულობა
  • რეგულირებადი ცხვირი
  • მაღალი წნევა
  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ფუნქციები

CROWN CT31004-ელ. პულივიზატორი 500W

ბოლოს კი შედარებით დაბალი სიმძლავრის პულივიზატორი უნდა წარმოგიდგინოთ. მსუბუქი საქმისთვის კარგი კანდიდატია და თქვენც თუ ასეთი სამუშაო გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 500W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.67         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.2bar       
  • ავზის მოცულობა - 1000 ml
  • წარმადობა - 1000m l/min     
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • წარმადობა
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება