როგორი უნდა იყოს კარგი ჰაერის კომპრესორი |
როგორი უნდა იყოს კარგი ჰაერის კომპრესორი |
რაც უფრო რთულია საქმე, მეტად არ გვინდა შესრულება. ამიტომ, გადადება გვიყვარს და შემდეგ ფრაზასაც ვაყოლებთ: „ორშაბათიდან, ოღონდ მართლა. ‘’ ეს კი არა და არ სრულდება. კვირეები გადის და მაინც. ახლა კი თქვენს წინაშე ისეთი ხელსაწყოა, რომელიც საქმის გადადებას დაგავიწყებთ. მასთან ერთად მუშაობა კომფორტულია და იმიტომ. საუბარი ჰაერის კომპრესორზეა. სანამ ვიტყვით თუ რისთვისაა, მანამდე ყურადღება სიმარტივეზე გავამახვილოთ. ერთი შეხედვით ხელსაწყო დიდი და მოუხერხებელი ჩანს, მაგრამ სინამდვილე სხვაა. ინსტრუმენტი მარტივი აგებულებისაა და ზუსტად ასევე მუშაობს. საქმე არ დაგეზარებათ, რადგან ყველაფერი წამებში ხდება. ამიტომ, სიტყვები „რთული“ და „ორშაბათიდან“ წარსულს ჩააბარეთ. ამაში ჰაერის კომპრესორი დაგეხმარებათ.
მარტივად რომ ვთქვათ, ხელსაწყო ჰაერის საბადოა. ამ ენერგიას კი სხვა ინსტრუმენტებს უნაწილებს. სწორედ ესაა მისი მოვალეობა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჰაერის კომპრესორი დამატებით ხელსაწყოებს იმაგრებს და ჰერის წნევით ამარაგებს. ამით კი დამაგრებული ინსტრუმენტები მუშავდება და თავიანთ საქმეს ასრულებს. შეიძლება რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ყველაფერი მარტივადაა. ჰაერის კომპრესორი საქმეს თავს კარგად ართმევს.
ერთი კონკრეტული დაწესებულება, სადაც ხელსაწყოს გამოიყენებთ არ არსებობს. ინსტრუმენტი ერთდროულად რამდენიმე ადგილისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, ავეჯის საამქროებსა თუ სხვა საწარმოებში. ასევე, ავტოსახელოსნობსა და მსგავს დაწესებულებებშიც გამოიყენება. გაფუჭებულ საბურავს სწორედ კომპრესორი შველის. რაც მთავარია, სწრაფად და მარტივად. მას საჭირო რაოდენობის ჰაერს აწვდის და რამდენიმე წუთში ყველაფერი გენიალურადაა.
ხელსაწყოებს შორის დიდი განსხვავებებია. ჰაერის კომპრესორის შემთვევაშიც ასეა. ამიტომ, მნიშვნელოვანია თუ რისთვის გჭირდებათ. ავტოსახელოსნო ავეჯის საამქროსგან მკვეთრად განსხვავდება. საქმეც სხვაა და სპეციფიკური ხელსაწყოებია საჭირო. მაგალითად, დიდ საწარმოებში მაღალი სიმძლავრის ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. თუმცა, ავტოსახელოსნოში საშუალო მონაცემებიც საკმარისია. ასევე, საყურადღებოა სხვა მახასიათებლებიც. შეძენისას ადგილზე უნდა დააზუსტოთ, რომ შერჩეული კომპრესორი ავტოსახელოსნოსთვის გამოდგება.
მახასიათებლები საყურადღებო საკითია. ნებისმიერი ხელსაწყოს შეძენისას თვისებების გაცნობა აუცილებელია. ასე უკეთ მიხვდებით, გამოგადგებათ თუ არა კონკრეტული მოდელი. ჰაერის კომპრესორის შემთვევაში კი რამდენიმე მახასიათებელი მეტად მნიშვნელოვანია. მოცულობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც უფრო ტევადია, მეტ ხელსაწყოს იმაგრებს და სწრაფადაც მუშაობს. ამიტომ, შერჩევისას მოცულობა გაითვალისწინეთ. ასევე, ყურადღება მისაქცევია სიმძლავრეც. როგორც სხვა ხელსაწყოების, ასევე ჰაერის კომპრესორის შემთვევაშიც ძალა უმთავრესია. მოცულობასა ეხმარება და საქმე მარტივად სრულდება. რაც უფრო მაღალი აქვს მაჩვენებელი, მით უკეთესია. თუმცა, მცირე სამუშაოზე საშუალო და დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტებიც გამოგადგებათ.
როგორც უკვე ვახსენეთ, ეს მოცულობასა და სიმძლავრეზეა დამოკიდებული. თუ კი კომპრესორი ფუნქციურად გამართული და ძლიერია, მაშინ რამდენიმე ხელსაწყოს აამუშავებს. მისთვის ეს პრობლემა არაა. მონაცემები საშუალებას აძლევს, რომ რამდენიმე ინსტრუმენტთან იმუშაოს. თუმცა, საშუალო ან დაბალი სიმძლავრის კომპრესორები მხოლოდ ერთ ხელსაწყოს იმაგრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში რესურსი არ ჰყოფნის და ვერ მუშაობს. თუ პატარა საწარმო გაქვთ, მაშინ ასეთი ინსტრუმენტი გამოგადგებათ. ყველა საქმეს მაღალი მახასიათებლების მქონე ხელსაწყო არ სჭირდება.
ამჯერად Schpindel - ს წარმოგიდგენთ. ჩამოთვლილი ოთხი კომპრესორიდან ყველა ამ ბრენდს ეკუთვნის. მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია. თუ შეფასების თქვენეულ კრიტერიუმში პირველი ვერ ჩაჯდება, მეორეს გაეცნობით და ა.შ. ახლა კი 200 ლიტრიან კომპრესორს წარმოგიდგენთ. ხელსაწყოს საუკეთესო მოცულობა აქვს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამას კი სიმძლავრეც ემატება და კარგ მოცემულობას ვიღებთ. ხელსაწყო ბევრი საქმისთვის ზედგამოჭრილია. ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. სწორედ ამიტომ, დიდ საწარმოებში თავისუფლად გამოიყენებთ. ზუსტად ასეთი დაწესებულებებისთვისაა განკუთვნილი. ამასთანავე, მაღალი წნევა და ბრუნვის სიჩქარე აქვს. ინსტრუმენტი მძიმეა, კერძოდ, 115 კგ- ია. თუმცა, ეს ბარიერს არ ქმნის. ხშირად გადაადგილება არ მოგიწევთ.
უპირატესობები:
სიმძლავრე მეორე კომპრესორსაც მაღალი აქვს. თუმცა, მოცულობა ოდნავ იკლებს. 100 ლიტრი საშუალო მაჩვენებელია. ვერ ვიტყოდით რომ ბევრია ან ცოტა. ამის მიუხედავად, საქმეს არასდროს თაკილობს. საუბარია შედარებით რთულ სამუშაოზეც. ინსტრუმენტი მარჯვეა და თავს ყველაფერს კარგად ართმევს. Schpindel - ის კომპრესორების მთავარი უპირატესობა გამძლეობაა. ხელსაწყოები ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული. თითოეული მექანიზმი ზუსტადაა გათვლილი. შესაბამისად, მაღალი სამუშოა რესურსი აქვს. ჰაერის კომპრესორი ზუსტად ასეთი უნდა იყოს. კონკრეტულ მოდელს სწრაფად ბრუნვის ფუნქცია აქვს. საქმის შესასრულებლად დიდი დრო არ სჭირდება. სხვა ხელსაწყოებს ჰაერს მარტივად აწოდებს და პრობლემა იშვიათად ექმნება. კომპრესორს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. არა მხოლოდ ამას, არამედ ნებისმიერ ინსტრუმენტს. საგარანტიო ტალონი იმ შემთვევაში გამოგადგებათ, თუ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს.
უპირატესობები
შემდეგი ხელსაწყოს სიმძლავრე და მოცულობა შედარებით დაბალია. თავიდანვე გეტყვით, რომ ბევრ საქმეს დანარჩენებივით სწრაფად ვერ ერევა. თუმცა, საშუალო სირთულის საქმისთვის ზედგამოჭრილია. მოცულობით 50 ლიტრია. ამ ძალით კი ერთ ხელსაწყოს იმაგრებს. წნევა ისევ იმავე აქვს, ამიტომ, ჰაერის მასას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. ამაში მთელ ენერგიას არ დებს, რადგან არ სჭირდება. მცირე საქმეებზე თავისთავად კარგად მუშაობს. ხელსაწყოს კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია.
უპირატესობები:
ბოლო ჰაერის კომპრესორს პატარა ავზი აქვს. 24 ლიტრი მცირე მოცულობაა. ამიტომ, ვერ დაგპირდებათ რომ მთებს გადადგამს. ფართო მასშტაბის საქმეს ვერ ეჭიდება, მაგრამ სხვა შემთხვევაში იდეალურად მუშაობს. ხელსწყო შედარებით მსუბუქია. მისი ხელში ჭერა არ გიწევთ და დისკომფროტს არც სიმძიმე ქმნის, მაგრამ კონკრეტული მოდელი მაინც უფრო კომფორტულია. ფასიც ხელმისაწვდომია. მოკლედ, ბევრი უპირატესობა აქვს. ამავდროულად, Holst.ge - დან მარტივად შეიძენთ.
უპირატესობები: