როგორი უნდა იყოს კარგი მანქანის კარგი მტვერსასრუტი?

ცუდი მანქანა არ არსებობს, არსებობს მძღოლი, რომელიც თავის „რკინის რაშს“ სათანადოდ არ უვლის. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, ვიღაცას ენა მოუბრუნდეს და ავტომობილზე თქვას აუგი. დიახ, ყველა მანქანა კარგია და ახლა ისიც ვთქვათ, როგორ შევარჩიოთ კარგი მტვერსასრუტი, რომ ჩანასახშივე აღვკვეთოთ უარყოფითი შეფასებები და ჩვენი ავტომობილების სისუფთავე საარაკო გავხადოთ.

როგორ დავადგინოთ, რომ მოდელი ხარისხიანი და საიმედოა?

პირველ რიგში, ყურადღებით შეათვალიერეთ მოწყობილობის გარეგნობა. კორპუსზე არ უნდა იყოს ნაჩხაპნები, დაზიანებები, ყველა ელემენტი თავის ადგილზე უნდა იჯდეს - მჭიდროდ და საფუძვლიანად. ნარჩენების შესაგროვებელი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული კორპუსზე, არ უნდა ჰქონდეს ღია სივრცე, საიდანაც მტვერი მარტივად გამოაღწევს და დასუფთავების მთელი პროცესი წყალში ჩაიყრება. ამასთან, ჰერმეტულობის დარღვევა შესრუტვის ძალას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუკი სადენიან მტვერსასრუტს ყიდულობთ, ყურადღებით უნდა შეათვალიეროთ სადენიც, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებები, არ უნდა იყოს დარღვეული იზოლირება. თუკი მტვერსასრუტს დამატებითი დეტალები მოჰყვება, დარწმუნდით, რომ ყველა მათგანი საჭირო ადგილას საიმედოდ მაგრდება.

ზუსტად რაში გამოგადგებათ მანქანის მტვერსასრუტი?

დავიწყოთ იმით, რომ მანქანის მტვერსასრუტი საკმაოდ კომპაქტურია, რაც იმის საშუალებას იძლევა, საბარგულში ისე შეინახოთ, რომ დიდი ადგილი არ წაგართვათ, ასევე, გამოიყენოთ სივიწროვეშიც და მოკლედ, ზედმეტი სირთულეების გარეშე განაგრძოთ ყოველდღიური ცხოვრება.

მანქანის მტვერსასრუტის მოდელების უმეტესობა უზრუნველყოფს სალონის მშრალ დასუფთავებას, ანუ შესაძლებელია, მოაშოროთ ქვიშა, ნამცეცები და სხვა წვრილ-წვრილი ნარჩენები. უმეტეს სიტუაციებში ეს აბსოლუტურად საკმარისია. ზოგიერთი მტვერსასრუტი სითხისგან თავის დაღწევის საშუალებასაც იძლევა. ასეთი მოდელი იმ მძღოლს გამოადგება, ვის სალონშიც ხშირად ხვდება გაზიანი სასმელები, ყავა, ჩაი და ასე შემდეგ.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სველი დასუფთავების მტვერსასრუტი მნიშვნელოვნად იშვიათად გვხვდება.

უმეტეს შემთხვევაში, მანქანის მტვერსასრუტში კონტეინერი თავსდება. ასეთი მოდელის პლუსები გახლავთ:

  • მარტივია მისი დაცლა;
  • არის მრავალჯერადი და არ საჭიროებს შეცვლას;
  • კონტეინერში მარტივად შეიძლება დაკარგული საგნის პოვნა;

ასევე, არსებობს მტვერსასრუტი პატარა ტომსიკით, რომელიც საკმაოდ კომფორტულია. მინუსად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ტომსიკა კონტეინერზე ბევრად პატარა ზომის არის და დაცლაც ხშირად სჭირდება.

როგორ შეარჩიოთ მტვერსასრუტი სიმძლავრის მიხედვით?

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სახის ნარჩენებთან მოგიწევთ გამკლავება. თუკი სალონში ბევრი ნაგავი არ გროვდება და წმენდა იშვიათად მოგიწევთ მხოლოდ მტვრის მოსაშორებლად, მძლავრი მოდელი საჭირო ნამდვილად არ არის. სხვა საქმეა, თუკი ცხოველის ბეწვისა თუ სხვა სახის ნარჩენების მოგროვება ყოველდღეა საჭირო. ასეთ შემთხვევაში, მტვერსასრუტი მინიმუმ 75 ვატიანი უნდა იყოს. აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მძლავრია მოდელი, მით მეტი ენერგია სჭირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუკი მტვერსასრუტის კვების წყაროდ მანქანის სანთებელას ბუდე უნდა გამოიყენოთ - ხშირი და ხანგრძლივი მუშაობა, ბუნებრივია, მანქანის აკუმულატორზე გავლენას იქონიებს.

როგორ ნარჩენებს არ უნდა გააკაროთ მანქანის მტვერსასრუტი?

მანქანის მტვერსასრუტი არ არის გათვლილი იოლად აალებადი, ფეთქებადსაშიში ნივთიერებების შეგროვებისთვის. შესაბამისად, აკრძალულია, მაგალითად, ზეთის, გაღვივებული ფერფლისა თუ სიგარეტის შეწოვა. ასეთი დაბინძურებისთვის სპეციალური პროფესიონალური მტვერსასრუტებია განკუთვნილი, რომელთაც ფილტრაციის რთული სისტემა აქვთ მიღებული. ასევე, თუკი მტვერსასრუტი დანიშნულია მხოლოდ მშრალი ნარჩენებისთვის, არ შეიძლება სითხის შეგროვება.

მანქანის მტვერსასრუტი და მისი გამოყენების მარტივი წესები

რეკომენდებულია, მანქანის მტვერსასრუტით სალონის დალაგების პროცესი მაქსიმუმ 30 წუთს გაგრძელდეს, რათა აკუმულატორი ზედმეტად არ დატვირთოთ.

როცა საქმეს მოითავებთ, სადენი ენერგიის წყაროდან უხეშად არ გამოქაჩოთ, რათა შეერთების ადგილი არ დააზიანოთ.

სადენი მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას, ზეთებს. არ მოათავსოთ მძიმე ნივთების ქვეშ, ან გამოყენებისას არ მოაყოლოთ მანქანის კარებში.

მანქანის მტვერსასრუტის პლუსები

- ნამცეცებისა და მცირე ნარჩენების მოგროვება ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებში;

- კომპაქტური ზომები და მცირე წონა - ყოველთვის შეიძლება, თან გქონდეთ, შორეულ მგზავრობაში, ნადირობა-თევზაობის დროს, პიკნიკზე, ექსკურსიაზე და ასე შემდეგ;

- მაქსიმალური სიმარტოვე ექსპლუატაციისას - ბავშვიც კი პრაქტიკულად, უპრობლემოდ გაუმკლავდება;

- ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას - სულაც არ არის საჭირო, სადმე წასვლა, დალაგება-დასუფთავება ნებისმიერ ხელსაყრელ დროს შეიძლება;

B&D ADV1200-XK - მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048486856
  • წონა (კგ) - 1.29
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.61 l
  • წარმადობა - 1053 l/min

B&D PV1200AV-XJ - მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048617625
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.44 l
  • წარმადობა - 1060 l/min

B&D PD1200AV-XG - მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048617632
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.56 l
  • წარმადობა - 0.4 l/min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება