როგორი უნდა იყოს შედუღების აპარატი, დიდხანს რომ გემსახუროთ?

ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე ძალიანაც მარტივი პასუხი გვაქვს - როგორი უნდა იყოს და... ხარისხიანი.

ლოგიკურად ახლა მორიგი კითხვის ჯერია - სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი შედუღების აპარატი?

ამ შემთხვევაშიც პასუხი ძალიან მარტივია - სად უნდა შეიძინოთ და Holst.ge-ზე.

სწორედ Holst.ge გთავაზობთ სამშენებლო იარაღების, განათების, საბაღე ინვენტარის, მცენარეთა მოვლისა და დაცვის, სანტექნიკისა და გათბობის მიმართულებით ყველაზე ფართო არჩევანს საქართველოში და რა თქმა უნდა, აქვე შეგიძლიათ, შეიძინოთ, თანაც, ძალიან მარტივად - შედუღების აპარატები.

როგორ ხდება შედუღება?

რამდენადაც საჭირო ინსტრუმენტია ეს ჩვენი სვარკის აპარატი, იმდენად სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, რადგან შედუღება საკმაოდ თავისებური და არც თუ იოლი პროცესია და მოდით, ამაზე საუბრით დავიწყოთ:

შედუღების დროს ლითონის დნობა შესაძლებელია ელექტრული რკალის მაღალი ტემპერატურის ხარჯზე. რკალი შედუღების ელექტროდსა და შესადუღებელ ლითონს შორის წარმოიქმნება. ამისთვის მათ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს უერთებენ. თუკი ელექტროდი მიერთებულია მინუსთან, ხოლო დეტალი - პლუსთან, ასეთ შეერთებას პირდაპირს უწოდებენ, ხოლო თუკი ეს ყველაფერი პირიქით ხდება, სახელწოდებაც შესაბამისი აქვს - საპირისპიროს. ორივე ვარიანტი შეიძლება გამოიყენებოდეს სხვადასხვა სისქის ლითონების შედუღებისას.

შედუღების ელექტროდი ლითონის ბირთვისა და საფარისგან შედგება, რომელიც შედუღების ადგილს ჟანგბადის ზემოქმედებისგან იცავს. ლითონთან ელექტროდის ბირთვის კონტაქტის შედეგად ელექტრული რკალი წარმოიქმნება, საფარი კი წვას იწყებს. საფარის გამდნარი ნაწილი ლითონს დამცავი ფენით ფარავს, რომელიც მალევე მყარდება და წიდად იქცევა.

ელექტრული რკალი ძალიან დიდ სითბოს წარმოქმნის - 7000 °C-მდე. შედუღების დროს ტემპერატურის მატებასთან ერთად ჩნდება ძლიერი ნათება, მათ შორის თვალისთვის უხილავ ულტრაიისფერ დიაპაზონში. ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება თვალების დამწვრობა გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვა შედუღების პროცესში აუცილებელია. უფრო მეტიც, ნათების მავნე მოქმედება დამოკიდებულია არა მხოლოდ  ხანგრძლივობაზე, არამედ სიკაშკაშის ინტენსივობასა და მასთან სიახლოვეზე. ამიტომ მშობლები აბსოლუტურად გამართლებულად უკრძალავენ ბავშვებს შედუღების პროცესის ყურებას, ყველა შემდუღებელი კი სპეციალურ სათვალეებს იყენებს.

როგორი შედუღების აპარატები არსებობს

ბაზარზე შედუღების აპარატების უამრავი სახეობა არსებობს. ამასთან, საჭიროა, შესაბამისი ელექტროდები, შემდუღებლის ნიღაბი, ხელთათმანები და ასე შემდეგ.

დავიწყოთ იმით, რომ შედუღებისთვის ელექტროენერგიის პარამეტრები არ გამოდგება. იმისთვის, რომ საჭირო დენი მივიღოთ, სწორედ შედუღების აპარატები გამოიყენება. დანადგარი ძაბვას საჭირო ნიშნულამდე ამცირებს, რაც დენის ძალის გაძლიერებას უზრუნველყოფს. მოწყობილობა რამდენიმე სახეობად იყოფა:

  • ტრანსფორმატორი;
  • გამმართველი;
  • ინვენტორი;
  • ნახევრად ავტომატური.

როგორ უნდა შეარჩიოთ აპარატი

შედუღების აპარატის არჩევისას აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორიცაა:

  • - დენის ძალა - რაც მაღალია ამპერი, მით სქელი მასალის დამუშავება არის შესაძლებელი;
  • - ძაბვა - აუცილებელია, რომ ქსელიდან გამომავალი ძაბვა შეესაბამებოდეს მოწყობილობის სიმძლავრეს, რათა დანადგარს პრობლემები არ შეექმნას;
  • - დანადგარის მუშაობის დრო - რაც მეტხანს შეძლებს აპარატი, ჩართული იყოს, მით მაღალია წარმადობა;
  • - მუდმივი ან ცვლადი დენი - პირველ შემთხვევაში, შეიძლება, ნებისმიერი მასალის შედუღება, მათ შორის, ფერადი ლითონისაც კი, მეორე ვარიანტი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ უფერო ლითონებისთვის;
  • - შესადუღებელი მასალის ტიპი - თუკი ცნობილი არ არის, რასთან მოგიწევთ მუშაობა, უმჯობესია, უნივერსალური აგრეგატის შეძენაზე იფიქროთ.

დანადგარის შერჩევისას არ უნდა დაივიწყოთ და უფრო მეტიც, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შედუღების აპარატის ბრენდიც. იმისთვის, რომ აგრეგატი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია საიმედო და წლების მანძილზე გამოცდილი მწარმოებელი და როგორც გითხარით, ასეთის შეძენას სწორედ Holst.ge-ზე შეძლებთ.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MMA-180

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 180A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6594119543120
  • წონა (კგ) - 6.5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.4M+200A დამიწების კაბელი + 1.6M+200A ელექტროდის დამჭერი + ნიღაბი + ჯაგრისი
  • ფუნქციები - IGBT technology, anti-stick, hot start, arc force
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - H
  • მუშაობის ციკლი - 0.6

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MMA-200

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6594119543236
  • წონა (კგ) - 6.5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.4M+200A დამიწების კაბელი + 1.6M+200A ელექტროდის დამჭერი + ნიღაბი + ჯაგრისი
  • ფუნქციები - IGBT technology, anti-stick, hot start, arc force
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - H
  • მუშაობის ციკლი - 0.6

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MMA-250

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 250A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6594119544448
  • წონა (კგ) - 6.5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.4M+200A დამიწების კაბელი + 1.6M+200A ელექტროდის დამჭერი + ნიღაბი + ჯაგრისი
  • ფუნქციები - IGBT technology, anti-stick, hot start, arc force
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - H
  • მუშაობის ციკლი - 0.6

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება