| როგორი უნდა იყოს შლანგი? |
| როგორი უნდა იყოს შლანგი? |
წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი და ოჯახის შვილი დიმიტრი იყო გელოვანი, კი გემახსოვრებათ ეს ამბავი და შესაბამისად, წყნარი, პატიოსანი და თერაპევტი შლანგი ვერაფრით იქნება, ოჯახის შვილი - მით უმეტეს. ვერც განათლებასა და შემწყნარებლობას მოვთხოვთ, რასაკვირველია, სამჭკუაშვილია, კაცო, შლანგია, რა...
მაინც როგორი უნდა იყოს სარწყავი შლანგი, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რა უნდა გავითვალისწინოთ შერჩევისას? ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ.
დავიწყოთ იმით, რომ სარწყავი შლანგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თუნდაც ყველაზე მცირე ზომის ყვავილნარს უვლის. შლანგი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, განსხვავდებოდეს დანიშნულებითა თუ მასალით, რომლისგანაც მას მწარმოებელი ამზადებს.
პირველ რიგში, როცა შლანგის შერჩევის ეტაპი დგება, ყურადღება მის პარამეტრებს უნდა მიექცეს. ასეთი პარამეტრებია, მაგალითად, ტემპერატურა, წნევა, ექსპლუატაციის პირობები და ასე შემდეგ.
მასალის მიხედვით, შლანგების შემდეგი ტიპების გამორჩევა შეიძლება:
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუკი ვიტყვით, რომ ყველაზე პოპულარული რეზინის შლანგია. მასალა ხასიათდება მაღალი გამძლეობით, ელასტიკურობით, ულტრაიისფერი სხივებისა და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ მდგრადობით. ასევე, უმკლავდება ქიმიურ რეაგენტებს, დეფორმაციას და ღირებულებაც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია. გათვლილია წნევისთვის 1-დან 10 ატმოსფეროს დიაპაზონში.
რაც უფრო რბილია რეზინი, რომლითაც შლანგი მზადდება, მით ხანგრძლივია მისი ექსპლუატაციის ვადა.
საკადრის ყურადღებას იმსახურებს ნეილონის შლანგი. რეზინისგან განსხვავებით, მისი წონა მნიშვნელოვნად მცირეა, რაც დაგვეთანხმებით, ძალიან დიდი პლუსია. ასევე, ნეილონის შლანგი გამოირჩევა მოქნილობითა და სიმტკიცით, რაც მისი სტრუქტურის მთლიანობის დარღვევის გარეშე დახვევის საშუალებას იძლევა. ერთი კია, ტემპერატურისა და წნევის ცვალებადობას ისე წარმატებით ვერ უმკლავდება, როგორც ამას მისი „რეზინის ბიძაშვილი“ ახერხებს.
ყველაზე უფრო გამძლე მასალა თერმოპლასტია, რომლის გამოყენება წლის განმავლობაში ნებისმიერი მასშტაბის დატვირთვას გაუძლებს.
შედარებით ყველაზე ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ვარიანტია ე.წ. პევეხასგან დამზადებული შლანგი, რომლის შერჩევისას, რეკომენდებულია, ყურადღება მიაქციოთ შრეების რაოდენობას, რაც გავლენას ახდენს მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე. ერთ შრიანი შლანგი დეფორმაციას მალევე ნებდება და ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 1 წელია. რაც შეეხება 3 და მეტ შრეს, ასეთი შლანგი გამოირჩევა გამძლეობით და წნევისა და ტემპერატურის ცვალებადობასაც იოლად უმკლავდება.
სარწყავი შლანგი ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, როგორიც არის, მაგალითად, წნევა, ტემპერატურა და მიწის ნაკვეთის თავისებურებები. სანამ შლანგს შეიძენთ, ჯერ კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ. კერძოდ, შლანგის სიგრძე განისაზღვრება იმის მიხედვით, რა მანძილიდან მოხდება წყლის გადაქაჩვა. რაც უფრო შორია მანძილი, მით მეტი უნდა იყოს შლანგის დიამეტრი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ონკანის ზომაც, რომლიდანაც წყლის მიწოდება ხდება. ყველაზე უფრო პოპულარულ ზომად მიიჩნევა ½ დიუმის დიამეტრი. ასევე, არსებობს სარწყავი შლანგი 1 დიუმი და ¾, რისთვისაც, ჩვეულებრივ, გადამყვანები გამოიყენება. ½ დიუმიანი შლანგის სიგრძე 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს, ვინაიდან, შესაძლოა, წყლის სიჩქარე შემცირდეს.
სასარგებლო რჩევა - არ ღირს იმაზე დიდი დიამეტრის მქონე შლანგი შეიძინოთ, ვიდრე გჭირდებათ. ერთი, რომ ეს კარგ წნევას ვერ უზრუნველყოფს და მეორე, სუსტი სისტემის ქონის შემთხვევაში, წყლის მიწოდება კიდევ უფრო გართულდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ტემპერატურა, რომლის პირობებშიც შლანგის ექსპლუატაცია მოხდება. ყველაზე უფრო გამძლედ მიიჩნევა რეზინის შლანგი, რომელიც ცელსიუსით -30-დან 60 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს ისე.
- გარეგნული გაფორმება. შლანგი რომ საგულდაგულოდ შეისწავლოთ, უმჯობესია, გაშალოთ და მთელ სიგრძეზე შეამოწმოთ;
- შეძენამდე გაეცანით ტექნიკურ მახასიათებლებს;
- გაცილებით უსაფრთხოა, შეიძინოთ ცნობილი მწარმოებლების პროდუქცია, რომლის ექსპლუატაციის გარანტირებული ვადა მინიმუმ 10 წელია;
- მისასალმებელია, თუკი პროდუქტს აქვს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი არმირებული ფენა;
- აუცილებლად დარწმუნდით, რომ შლანგს არ აქვს მკვეთრი, არასასიამოვნო სუნი;


