როგორი უნდა იყოს წყლის ტუმბო

ჩვენს ყოველდღიურობაში წყალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩაუნაცვლებელი საშუალებაა და მის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. თუმცა, ჭიდან ამოზიდვა და სახლში გადანაწილება ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო. ოღონდ მთავარია რომ წარსულს ჩაბარდა. როცა საქმეში წყლის ტუმბო ერთვება, ორმაგი შრომა საჭირო არ არის. ხელსაწყოს მიენდეთ და საქმეს პირნათლად შეასრულებს.

რა ფუნქცია აკისრია წყლის ტუმბოს ?

წყლის ტუმბო გადამზიდის როლს ასრულებს. ინსტრუმენტს წყალი ზედაპირზე ამოაქვს ან უკვე ამოტანილს ანაწილებს. შედეგად კი სახლის სხვადასხვა წერტილში თანაბარი რაოდენობით ვიღებთ. თქვენ კი უბრალოდ ხელსაწყოს მუშაობას აკვირდებით და პრობლემის შემთხვევაში ეხმარებით. თუმცა, მეორე იშვიათია. ინსტრუმენტი მეტად კომფრტული აგარაკებისა და მსგავსი ადგილებისთვისაა. წყლის ტუმბოები კარგ საქმეს ასრულებს და შრომას გვიმსუბუქებს. ამიტომ, ასეთი კომფორტი ყველამ უნდა გამოსცადოს.

რა ტიპის წყლის ტუმბოები არსებობს ?

ძირითადად ორი სახის წყლის პომპა არსებობს: ჩასაძირი და ზედაპირის. ფუნქციები ორივე მათგანს გადანაწილებული აქვს. მაგალითად, ჩასაძირი წყლის ტუმბო აუცილებლად ჭის სიღრმეში უნდა დამონტაჟდეს. მისი მოვალეობა წყლის ზედაპირზე ამოტანაა. ზედაპირის პომპა კი პირიქით, ზემოთ მონტაჟდება და მთავარ ფუნქციად ამოტანილი წყლის გადანაწილება აბარია.

LEO - წყლის ტუმბო APm37

წყლის ტუმბოს შერჩევისას რამდენიმე მახასიათებელი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რაც უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, მით უკეთესი. Leo - ს წყლის პომპა მაღალი სიმძლავრისაა და წარმადობისაა. ამოტუმბვის სიღრმე 8 მეტრია. ეს მისი მაქსიმუმია. მეტს ფიზიკურად ვერ შეასრულებს. ხელსწყო ზედაპირზე მონტაჟდება და ტერიტორიას წყლით ამარაგებს.

LEO wylis tumbo

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 5.8
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 40   
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • გამძლეობა
  • გარანტია

Gidrox - წყლის ტუმბო FPm37

ამჯერად მხოლოდ ზედაპირის ტუმბოებს წარმოგიდგენთ. ასე რომ, მეორე პომპაც ასეთივეა. ბრენდ Gidrox - ის ხელსაწყო მძლავრია. მაღალი მაჩვენებელი აქვს შემომსვლელსა და გამომსვლელში. ამოტუმბვის სიღრმე 8 მეტრია. ამ მახასიათებლით პირველ მოდელს უტოლდება. ფასი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხშირად სწორედ ეს ხდება უარის მიზეზი. Gidrox - ის წყლის ტუმბოს კი ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ამავდროულად, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Gidrox wylis tumbo

  • ბრენდი - GIDROX   
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 4.88         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 2m3/h     
  • სიმაღლე (Max) - 40   
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გარანტია
  • სიმძლავრე

Schpindel - WDP-400 მინი ტუმბო

Schpindel განსხვავებულ პომპას გთავაზობთ. ცნობილია როგორც მინი ტუმბო. ასე კი ზომისა და მონაცემებიდან გამომდინარე შეარქვეს. ხელსაწყოს დაბალი სიმძლავრისაა. წონით კი ძალიან მსუბუქია. სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ დამატებით თვისებას ფლობს. კონკრეტულად, ელექტრო დრელთან თავსებადია. საშუალო ბრუნვის სიჩქარე აქვს და კომპაქტური გამოსაყენებელია. ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი ფასისაა და მარტივადაც შეიძენთ. ამისთვის Holst.ge - ის უნდა ეწვიოთ.

Schpindel mini tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • დამატებითი მახასიათებლები - თავსებადია ელექტრო დრელთან (მაქს. ბრუნვის სიჩქარე: 1800min)         
  • წონა (კგ) - 0.75         
  • წარმადობა (Max) - 400l/h     
  • შემსვლელი - 19mm(3/4'')     
  • გამომსვლელი - 19mm(3/4'') 

უპირატესობები:

  • ელექტრო დრელთან თავსებადობა
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება