როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ბარგალკა |
როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ბარგალკა |
გარკვეული საქმეები გაფიქრებისთანავე დისკომფორტს იწვევს. შესრულება კი მით უმეტეს. თავისთავად მსგავსი მიდგომა შესაცვლელია. თუმცა, საიდან უნდა დავიწყოთ ? როგორ უნდა ვუშველოთ უარყოფით განწყობას ? შესაძლოა ასეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, როცა საქმე მეტალის დამუშავებას ეხება. სინამდვილეში ფრაზა: რთულია და არაფერი გამოვა, უნდა დაივიწყოთ. იმდენად რომ ზედაპირზე აღარასდროს ამოვიდეს. საქმის გამარტივებისთვის კი სპეციალური ხელსაწყო არსებობს. გამართული ბარგალკა სამუშაო მოტივაციას ამაღლებს. პარალელურად, ცუდ ფიქრებს კარგი ანაცვლებს, საქმიანობა კი სასიამოვნოა.
სწრაფად მუშაობა და დროის დაზოგვა ყოველთვის მომგებიანია. ამიტომ, ვჩქარობთ და მოკლე პერიოდში ყველაფრის მოსწრება გვინდა. რაც უნდა მოვინდომოთ, სუსტი ხელსაწყოთი მცდელობები ამაოა. თუ კი ინსტრუმენტმა გასაქანი არ მოგვცა, რთული იქნება. ამიტომ, მაღალი ბრუნვის მქონე ბალგალკა დაგჭირდებათ. ამასთანავე, მძლავრი. ორი მნიშვნელოვან მახასიათებელს სათანადო ყურადღება უნდა დეუთმოთ. მაღალი მონაცემების ხელსაწყო კი მარტივად მუშაობს, რთულ საქმეს უმკლავდება და დაბრკოლებები წარსულში რჩება.
როცა საქმე ხარისხს ეხება, ერთი ბრენდის გამოყოფა რთულია. სტატიაში ოთხ ბარგალკას განვიხილავთ. საქმე იმაშია თუ რა ტიპის ხელსაწყო გჭირდებათ, მაღალი თუ დაბალი სიმძლავრის. ჩამოთვლილი ბრენდების ნდობა კი თამამად შეიძლება. რაც მთავარია, თითოეულს მაღალი სამუშაო რესუსრი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს რომ გამძლეა. მარტივად არ ფუჭდება და დიდხანს ძლებს. კითხვაზე პასუხიც ნაპოვნია. სწორედ ასეთი ხელსაწყოების მქონე ბრენდებია საუკეთესო.
Dewalt კუთხლივ სახეხი ხელსაწყო მძლავრია. 2600W გამართულად სამუშაოდ სრულიად საკმარისია. ბალგარკის გამოყენება ყველგან შეიძლება. პირველ რიგში კი ფართო მასშტაბის საქმეებში დაგეხმარებათ. ინსტრუმენტს სწრაფად მუშაობის უნარი აქვს. შეუძლებელი კი მისთვის არაფერია. რთულად დასამუშავებელ მეტალსაც უპრობლემოდ უმკლავდება. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. ფორმით გრძელ ტარიანია. ეს უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ როგორი გირჩევნიათ. თუმცა, ასეთი ფორმა ბევრად კომპაქტურია. კუთხსახეხს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ზომისა და წონის მაჩვენებელიც ფორმაშია. ხელსაწყო მუსბუქია, ეს კი კომფორტულობას მატებს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Bosch - ის კუთხსახეხი თავს იწონებს და მძლავრ ხელსწყოებს უტოლდება. ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. ბრენდის ტექნიკა ბევრი თვისებით გამოირჩევა. ერთ- ერთი სწორედ გამძლეობაა. როცა ჯერი ბარგალკაზე მიდგა, აუცილებლად კომპაქტური და მძლავრი უნდა ყოფილიყო. ჩანაფიქრი გამოვიდა კიდეც. კუთხსახეხი გრძელ ტარიანია და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, Restart protection - ის ფუნქცია აქვს. ამ დროს კი ხელსაწყო იტვირთება და სპეციალური რეჟიმი ირთვება. საჭირო დროს იდეალურია. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. ნივთების მეშვეობით მეტალთან ურთიერთობა მარტივდება. დამცავი კი სავარაუდო საფრთხისგან გიცავთ. 5 კგ არც ისე მძიმე წონაა. რადგანაც სწრაფად მუშაობს, საქმესაც მალე ასრულებს და დიდხანს ხელში ჭერა არ მოგიწევთ. ერთ წლიანი გარანტია და ხელმისაწვდომი ფასიც აუცილებლად უნცა ვახსენოთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
საშუალო სიმძლავრის კუთხსახეხი მარტივად გამოსაყენებელია. ამავდრულად, საქმე Stanley - თან გვაქვს. ბრენდი რავალფეროვანი ბარგალკებითაა დატვირთული. მართალია სტატიაში ერთია წარმოდგენილი, თუმცა Holst.ge - ზე დანარჩენებსაც იპოვით. კომპლექტაციაში დამატებიითი სახელური მოყვება. ხელსაწყოს მოსახერხებელი ზომა და წონა აქვს. კუთხსახეხი მეტალის ზედაპირს სრულყოფილად ამუშავებს. არც ხარვეზებს ტოვებს და იგივე ადგილზე გადატარებას არ საჭიროებს. საშუალო სიმძავრისაა, მაგრამ დიდ საქმეებსაც წარმატებულად ეჭიდება. შესაძლოა მუშაობის პროცესში თავი ქარხნულმა დეფექტმა იჩინოს, თუმცა ამან არ შეგაშინოთ. გარანტია სწორედ ამ პრობლემას აგვარებს. კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ის ბარგალკა ყველაზე ნაკლები სიმძლავრისაა. ზოგადად კიდევ უფრო დაბალი მონაცემებისაც არსებობს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ჩამოთვლილებზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, წვრილმანი საქმისთვის ზედგამოჭრილია. მცირე პროექტებზე, საწარმოებსა თუ სახლში მოხერხებულად გამოიყენებთ. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. სათანადო აღჭურვილობით მუშაობა ბევრად უკეთესია. დამცავი კი აუცილებელია. ფორმით გრძელტარიანი, წონით კი მსუბუქია. ხელსაწყოს ძლიერი კვების წყარო და საშუალო ბრუნვის სიჩქარე აქვს. დაბრკოლება არცერთ მახასიათებელში აქვს. მცირე საქმეებისთვის საკმარის სიმძლავრეს გამოიმუშავებს და მაქსიმალურად ეფექტურია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ბარგალკა მეტალის საჭრელად და დასამუშავებლად გამოიყენება. მასალას ზედმიწევნით ამუშავებს და ბევჯერ გადატარებს არ საჭიროებს. ასეთ ხელსაწყოსთან მუშაობა სპეციფიკურია და სათანადო ცოდნა სჭირდება. პირველ რიგში, უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია. გარდა იმისა, რომ ფრთხილად იმუშაოთ , სპეციალური დამცავი არსებობს. კომპლექტაციაში კი დამატებით სახელურთან ერთად მოყვება. შედეგად კუთხსახეხი უკეთ მუშაობს და თავსაც უსაფრთხოდ გრძნობთ.
ალტერნატივის ძებნა უშედეგოა, რადგან მეტალს ბარგალკის მსგავსად, ვერაფერი ამუშავებს. კუთხსახეხის მუშაობა სხვანაირია. თავად მასალა რთულად მისადგომია. მეტალის დაჭრა მარტივი როდია. კარგი გზა მხოლოდ სწორად შერჩეული ინსტრუმენტია. სხვა შემთხვევაში რა შედეგს მივიღებთ ? რთული მოცემულობის წინაშე აღმოვჩნდებით. ჯერ ის რომ მეტალს დავაზიანებთ. შეუფერებელი ხელსაწყოთ საქმე კარგად ვერ წარიმართება. რომელიმე ნაწილი არასწორად გაიჭრება, ან მანამდეც ვერ მიხვალთ. არადა პროცესი ისეთია, ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრაა რომ სჭირდება. მეორე ცუდი მხარე კი საკუთარი ჯანმრთელობაა. სხვა ხელსაწყომ შესაძლოა საფრთხე შეგიქმნათ. რადგანაც მეტალის დამუშავება სპეციფიკურია, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ, დამცავი და სათანადო აღჭურვილობა აუცილებელია.
მგონი ერთხმად ვთანხმდებით, რომ მაღაზიაში წასვლისას სიზარმაცე იღვიძებს. თავიდან ასარიდებლად კი რას აღარ ვიგონებთ. მაგალითად, სხვისთვის დაბარება და ა.შ. Holst.ge - ის მეშვეობით მსგავსი მეთოდები თაროზე ლაგდება. არსად წასვლა და დაბარება არ გჭირდებათ. ონლაინ ჰიპერმარკეტში ხელსაწყოების მთელი სპექტრი დაგხვდებათ. სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაიგებთ. გამოწერილი ინსტრუმენტი კი რამდენიმე დღეში თქვენთან იქნება.