| როგორი უნდა იყოს, საუკეთესო ხელსაწყოების ნაკრები? |
| როგორი უნდა იყოს, საუკეთესო ხელსაწყოების ნაკრები? |
ხელსაწყოების ნაკრები ერთი ჯადოსნური ყუთია, რომელშიც ძალიან საჭირო ინსტრუმენტებია მოთავსებული. თითოეულ მათგანი როგორც ყოველდღიურობაში, ასევე კონკრეტული სამუშაოების დროს შეიძლება დაგჭირდეთ. ინსტრუმენტების ნაკრები არასდროსაა ზედმეტი, ამიტომ, მისთვის ადგილი ყველგან უნდა მოიძებნებოდეს. რატომაა ასე და რა უპირატესობები აქვს ხელსაწყოებს, ამაზე ქვემოთ გიამბობთ.
პირველ რიგში, ხელსაწყოების კომპლექტი სახლში გამოგადგებათ. მათ ყველა წვრილმან თუ შედარებით დიდ საქმეზე გამოიყენებთ. ძირითადად, ნაკრებში ისეთი ინსტრუმენტებია თავმოყრილი, რომელიც ონკანის, კარის თუ სხვა მსგავსი ნივთების შესაკეთებლად გჭირდებათ. ასეთი ხელსაწყოები კი პირველ რიგში, სახლშია გამოსადეგი. შეიძლება სრულიად უეცრად გაიჭედოს კარი, ან ონკანი იყოს შესაკეთებელი. ხელსაწყოების გარეშე, შეუიარაღებელი ხელებით, საქმის შესრულება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ინსტრუმენტები უნდა დაიხმაროთ. თუ პროფესიონალი სანტექნიკოსი ბრძანდებით, მაშინ აღნიშნული კომპლექტი ყოველ მიზეზ გარეშე დაგჭირდებათ.
ეს სწორედ ის საკითხია, რომლის მიმართაც ყურადღება გვმართებს. ცხადია, ბევრნაირი ინსტრუმენტების ნაკრები არსებობს და ყველა ერთნაირი არ არის. პირიქით, ზოგიერთი მათგანი რადიკალურად განსხვავებულია, ამიტომ, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ასებობს სტანდარტული სახის მოდელები, რომლებიც ერთნაირ ინსტრუმენტებს მოიცავს. უბრალოდ ზოგ კომპლექტში უფრო ნაკლებია, ზოგში კი ბევრად მეტი, ფართო არჩევანია. ასევე, არსებობს ქანჩის გასაღების ნაკრები, რომელსაც ჩვენს საიტზე გადააწყდებით. მასში შემავალი ხელსაწყოები სხვანაირია და უფრო სპეციფიკური საქმისთვისაა განკუთვნილი. მოცემული ინფორმაცია აუცილებლად გაითვალისწინეთ და ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეიძინეთ. ამ მეთოდით ზუსტად თქვენი საქმისთვის შესაფერის ინსტრუმენტების ნაკრებს შეარჩევთ და საქმესაც კარგად მოარგებთ. მთავარი კი ეს არის.
როგორც ყოველთვის, Holst-ზე ამ კუთხითაც ფართო არჩევანია. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ყველანაირი სახისა და რაოდენობის ინსტრუმენტების ნაკრებს გადააწყდებით. არსებობს 175 ცალიანი კომპლექტი, რომელშიც მრავალი ტიპის ხელსაწყო ერთიანდება. ასეთი მოდელი ნამდვილი პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი, რადგან ყველაფერია, რაც მათ შეიძლება დასჭირდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას შეიძლება გამოადგეს. ასევე, საიტზე განთავსებულია 95, 89 და უფრო მცირე რაოდენობის ინსტრუმენტების ნაკრები. ასეთი მოდელები იდეალურია სახლისთვის. თუ კი დაგჭირდებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უხმოთ.
კომპლექტში გაერთიანებულ ინსტრუმენტებს, ერთი დიდი პლიუსი აქვს, უფრო ზუსტად კი ის, რომ არასდროს აგებნევათ ადგილმდებარეობა. გამოყენების შემდეგ, თუ ნივთებს ისევ ყუთში, თავის ადგილას დააბრუნებთ, საიმედოდ იქნება და ძებნას არასდროს დაუწყებთ. როცა დაგჭირდებათ, გეცოდინებათ, სად უნდა მიაკითხოთ და ადგილზეც დაგხვდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგვის შანსი დიდია, რადგან ზოგიერთი ინსტრუმენტი საკმაოდ პატარაა და შეიძლება მარტივად ვეღარ იპოვოთ ან უბრალოდ ვერ გაიხსენოთ სად წაიღეთ. სპეციალური ყუთის მეშვეობით კი ეს პრობლემა ქრება. გარდა ამისა, კომპლექტის გადაადგილება რთული ნამდვილად არ არის. სიმძიმეც არ შეგიშლით ხელს. მოკლედ, ყველაფერი ზუსტადაა გათვლილი და შესაბამისად, ინსტრუმენტების ნაკრები ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია.
Tolsen-ი ზუსტად ის ბრენდია, რომელსაც თვალხაჭული ენდობიან, რადგან მომხმარებლებს მუდამ ხარისხიანი პროდუქტებით ანებივრებს. ზუსტად ასეთ ქებას იმსახურებს ყველანაირი სახის ხელსაწყოების ნაკრები, რაც კი ბრენდს გააჩნია. ინსტრუმენტები გამძლე მასალისგანაა აგებული, ეს კი დიდხანს და ეფექტურად მუშაობის გარანტიაა.
იცით თუ არა, რომ ინსტრუმენტების ნაკრებს სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ? დიახ, Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და ჩვენი კურიერები ყველაფერს კარის ზღურბლთან მოგაწვდიან. ასე კი ძალიან მნიშვნელოვანს, დროს დაზოგავთ. გარდა ამისა, თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორებიცაა: მაღაზიამდე მისასვლელი საცობი, სალაროს რიგი და სხვა მსგავსი უსიამოვნებები. Holst-ის ბენეფიტი მხოლოდ ეს არ არის. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო მომსახურება უფასოა. ნივთებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. სადაც არ უნდა იყოთ, ჩვენი ყველგან სწრაფმავალი კურიერები ხელსაწყოებს მალე ჩაგაბარებენ.
Tolsen-ის 175 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები იდეალურია. კომპლექტში ყველა საჭირო ინსტრუმენტია და რაც მთავარია, თითოელი მაღალი ხარისხისაა. თუ ხელოსანი ბრძანდებით, მაშინ ეს კონკრეტული მოდელი ზუსტად შესაფერისია.

უპირატესობები:
მეორე ინსტრუმენტების ნაკრები 95 ცალიანია და ყველა ამ საქმისთვის საჭირო ნივთს აერთიანებს. კომპლექტი კომპაქტურია და ერთი ადგილიდან მეორეზე მარტივად გადაიტანთ.

უპირატესობები:
ბოლოსკენ Tolsen-ის 89 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები შემოვიტოვეთ. საშუალო რაოდენობის კომპლექტში ხარისხიანი და გამოსადეგი ინსტრუმენტებია თავმოყრილი. ეს მოდელი კი, სიმსუბუქესთან ერთად, ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა.

უპირატესობები: