| როგორია ტოპ 3 ელექტრო შალაშინი? |
| როგორია ტოპ 3 ელექტრო შალაშინი? |
ხესა და ბეტონის მასალაზე თუ მუშაობთ, შალაშინის შესახებ უკვე გეცოდინებათ, თუ არადა არც ეგ არის პრობლემა, ყველაფერს ახლავე გეტყვით. თქვენს წინაშე ისეთი ინსტრუმენტია, რომელიც ამ ორ მასალაზე საქმიანობისას, აუცილებლად თან უნდა გქონდეთ, რათა საქმე ბოლომე მიიყვანოთ. უფრო ზუსტად რას აკეთებს შალაშინი? ხელსაწყო საბოლოო შტრიხებს ავლებს, მასალას ხვეწს და სრულყოფილ იერსახეს აძლევს. ამ ყველაფრის გარეშე, წარმოიდგინეთ რომ საქმე სანახევროდაა შესრულებული. სწორედ ამიტომ, ელექტრო შალაშინი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. თუ ხესა და ბეტონზე მუშაობა თქვენი ყოველდღიურობა, ინსტრუმენტი აუცილებლად დაგჭირდებათ.
ყველა ინსტრუმენტს თავისი სპეციფიკა აქვს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება. რაც შეეხება ელექტრო შალაშინს, სხვაობები აქაც საყურადღებოა. სიმძლავრით დაიწყეთ. პირველ რიგში, ყურადღება ამ მახასიათებელზე გაამახვილეთ. ინსტრუმეტები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. პირველში ისეთი ხელსაწყოები შედის, რომლებიც ძალიან მძლავრია და შედარებით რთული საქმისთვის გამოიყენება. თუ ზუსტად ასეთი ტიპის სამუშაოები გაქვთ წინ, მაშინ მაღალი სიმძლავროს ელექტრო შალაშინს გირჩევთ. მეორე კატეგორიაში საშუალო ძალის ინსტრუმენტები ერთიანდება, ხოლო მესამეში შედარებით დაბალი. ასეთი შალაშინი უფრო მსუბუქ საქმეებზე უნდა გამოიყენოთ. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ ბრუნვის სიჩქარის, მუშაობის სიღრმისა და სხვა მსგავსი სახის მახასიათებლების შემთხვევაში. ამ მეთოდით ინსტრუმენტს თქვენს საქმეს ზუსტად მოარგებთ და ხელსაწყო კარგად იმუშავებს.
იცით თუ არა, რომ ინსტრუმენტების ნაწილს დამატებითი ნივთები მოყვება? ელექტრო შალაშინს შეიძლება ახლდეს ორმხრივ საჭრელ პირიანი დანა, პარალელური მიმართველი, მტვერსასრუტის გადამყვანი, მტვრის ყუთი და სამი ცალი სახეხი ქაღალდი. ერთ ხელსაწყოს ყველა ნივთი შეიძლება არ ახლდეს, მაგრამ უმეტესობა მოყვება. დამატებითი ხელსაწყოები კი მუშაობას გაგიმარტივებთ და სხვადასხვა საქმეში დაგეხმარებათ.
Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, რომელიც კომფორტულ მომსახურებას გთავაზობთ. თუ ეს უკანასკნელი ძალიან გიყვართ და კომფორტი ვის არ უყვარს?! მაშინ აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ჩვენი პლატფორმა. Holst.ge-ზე ყველაფერს ონლაინ იძენთ და საკურიერო მომსახურებას ელოდებით. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მომსახურება უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ვრცელდება. რაც შეეხება დროს, გამოწერილი ნივთები თქვენამდე მაქსიმალურად სწრაფად მოვა. ეს დამატებითი უპირატესობაა. ასევე, ერთიანი თანხის არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ განვადებითაც ისარგებლოთ. ამისთვის საჭიროა კარგი საკრედიტო ისტორია. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად იხდით, სულ ეს არის.
ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში მხოლოდ საუკეთესო ბრენდები იყრის თავს. აქ უმაღლესი ხარისხის ინსტრუმენტებს გადააწყდებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში ასეა. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ არც ელექტრო შალაშინია გამონაკლისი. Holst.ge-ზე შეხვდებით ისეთ ბრენდეს, როგორებიცაა: Dewalt, Crown, Tolsen და სხვა მრავალი. თითოეული მათგანი მაღალი სამუშაო რესურსებითა და ფუნქციებით გამოირჩევა.
რა შეიძლება ბრენდ Dewalt-ზე ვთქვათ? პირველ რიგში, იმით დავიწყოთ, რომ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებს გვთავაზობს და ზუსტად ასეთია კონკრეტული ელექტრო შალაშინი. ხელსაწყოს საკმაოდ ღრმად მუშაობს და ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, ორმხრივ საჭრელ პირიანი დანა, პარალელური მიმართველი და მტვერსასრუტის გადამყვანი.

კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown-ის შალაშინი საშუალო სიმძლავრისაა და გამძლეობით გამოირჩევა. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია, რასაც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში კარგად გამოიყენებთ. ინსტრუმენტი საკმაოდ მსუბუქი და შესაბამისად, კომპაქტურია.

უპირატესობები:
Tolsen-ის ელექტრო შალაშინი შედარებით მსუბუქ საქმეზე დაიხმარეთ. ინსტრუმენტს მტვრის ყუთი და სამი ცალი სახეხი ქაღალდი მოყვება. დამატებითი ნივთების მეშვეობით მუშაობა გაგიმარტივდებათ. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია და ასევე ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

კომპლექტაცია:
უპირატესობები: