| რომელ ბრენდს აქვს საუკეთესო ფანრები? |
| რომელ ბრენდს აქვს საუკეთესო ფანრები? |
ფანარზე კომპაქტური ხელსაწყო, ცოტა თუ არსებობს. ინსტრუმენტი მსუბუქი და მარტივად გამოსაყენებელია. გარდა ამისა, საჭიროა და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგვადგეს. ნათქვამია, ერთი ფანარი ყველას უნდა ჰქონდესო და ჩვენც ვეთანხმებით. განსაკუთრებით კი მაშინ დაგჭირდებათ, თუ ლაშქრობების მოყვარული ბრძანდებით. ასეთ სიტუაციებში აუცილებლად თან უნდა გქონდეთ. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, სახლშიც მოსახერხებელია. მოდით, ხელსაწყოზე უფრო მეტი დეტალი გავიგოთ.
აუცილებელი პირობაა, რომ ფანარი კარგად ანათებდეს და უხარვეზოდ მუშაობდეს. სიმართლე ითქვას, ყველა ფანარს ერთნაირი ნათება არ აქვს და ეს ბუნებრივია. ინსტრუმენტები ერთმანეთისგან სწორედ ამ მახასიათებლით განსხვავდება. ძირითადად, ხელსაწყოებს ორგვარი ნათება აქვს, ძლიერი და სუსტი. შეიძლება ამ ორიდან, მხოლოდ ერთი ჰქონდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნათების მანძილიც. ამ მახასიათებლით, უკეთ განსაზღვრავთ, თუ რა მასშტაბს მისწვდება ფანრის სხივები. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ფართო არჩევანია. სწორედ ამიტომ, როგორიც არ უნდა გჭირდებოდეთ, Holst.ge -ზე აუცილებლად იპოვით.
მაჩვენებელი აქაც სხვადასხვაა, ამიტომ, ზუსტად ვერ ვიტყვით. ფანრების უმეტესობას, დაახლოებით, დასამუხტად 12 – 15 სთ სჭირდება. ამ დროის განმავლობაში, ხელსაწყო ძალებს იღდგენს და ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ინსტრუმენტი ენერგიას დიდხანს ინარჩუნებს და ხანგრძლივად მუშაობს. ჩვენთან არსებულ ხელსაწყოებს, როგორც წესი, ხარვეზები არ ახასიათებს და მუდამ გამართულია.
ფანრები პლასტმასისგან მზადდება. ეს კი ძალიან კარგია, რადგან ინსტრუმენტი მსუბუქი და კომპაქტურია. სწორედ ამიტომაა მისი გადაადგილება უპრობლემო. ჯიბეშიც კი თავისუფლად შეგიძლიათ გქონდეთ, პირობას ვდებთ, რომ არ შეგაწუხებთ.
გიფიქრიათ თუ არა, რა კარგი იქნებოდა, ხელსაწყოების სახლიდან გაუსვლელად შეძენა ?! ეს აზრი ჩვენც მოგვწონს და სწორედ ამიტომ, მსგავს პლატფორმას გთავაზობთ. Holst- ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი მიტანა უფასოა.
Ledex - ი საუკეთესო ფანრებითაა ცნობილი. კონკრეტული მოდელიც ზუსტად ასეთია. ინსტრუმენტს ორგვარი ნათება აქვს: ძლიერი და სუსტი. ხელსაწყო საკმაოდ შორ მანძილზე ანათებს, ამ მხრივაც გამორჩეულია. ასევე, გამძლე ელემენტი აქვს. დასამუხტად 12-15 სთ სჭირდება და აკრეფილ ენერგიას დიდხანს ინარჩუნებს.

უპირატესობები:
ამ ბლოგში სულ Ledex – ის ფანრებს განვიხილავთ, რადგან ბრენდი ფართო არჩევანს გვთავაზობს. ამ კონკრეტულ ხელსაწყოს, ძლიერი და სუსტი ნათება, ერთ წლიანი გარანტია და კიდევ ბევრი დადებითი თვისება აქვს. მთავარი უპირატესობა კი მაინც თავზე დამაგრების ფუნქციაა.

უპირატესობები:
ბოლოსკენ შემოტოვებულ ფანარს საშუალო მონაცემები აქვს. ზუსტად ისეთი მოდელია, სახლში, სათადარიგოდ რომ უნდა გქონდეთ. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

უპირატესობები: