რომელ ელექტრო სახრახნისს უნდა ენდო?

ბევრი ელექტრო სახრახნისი არსებობს და ხშირად ისმის კითხვა - რომელია საუკეთესო? ბლოგში პასუხს ამ და სხვა კიდევ ბევრ კითხვაზე გაიგებთ. სწორედ ამიტომ, თუ ხელსაწყოს შესახებ ყველაფერი გაინტერესებთ, გირჩევთ დეტალურად გაეცნოთ აქ მოცემულ ინფორმაციას. ბოლოს კი რამდენიმე ინსტრუმენტს დეტალურადაც განვიხილავთ. 

რომელი მახასიათებლით უნდა დაიწყოთ შერჩევა?

ელექტრო სახრახნისის შერჩევა საკმაოდ მარტივია მაშინ, როცა ყველა მახასიათებელი კარგად გაქვთ შესწავლილი და იცით, თუ როგორი სახის ხელსაწყო გესაჭიროებათ. ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებლებია სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე და მუშაობის სიღრმე. წინ რთული საქმე გელით? მაშინ საჭიროა, რომ მაქსიმალურად მაღალი მონაცემების მქონე სახრახნისი შეიძინოთ. ასეთი ტიპის ხელსაწყო საქმეს სრულყოფილად შეასრულებს და თქვენც კმაყოფილი იქნებით. თუმცა, ყოველთვის მაქსიმალური მონაცემები აუცილებელი არ არის. თუ შედარებით მსუბუქი სამუშაო გაქვთ, მაშინ უფრო ნაკლებ მახასიათებლიანი ინსტრუმენტი გამოგადგებათ.

რა უპირატესობები აქვს ჰოლსტს?

ფიზიკური შოპინგი არ გიყვართ და ონლაინ ნივთების შეძენა გირჩევნიათ? მაშინ ჩვენი ჰიპერმარკეტი დაგეხმარებათ. აქ მაღალი ხარისხის ხელსაწყოებსა და სრულ კომფორტს იპოვით. შერჩეულ ინსტრუმენტებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გამოწერილი ნივთები კი თქვენთან საკმაოდ სწრაფად იქნება. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, არც ეს არის გადაუჭრელი პრობლემა. ასეთ დროს შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ამისთვის აუცილებელია კარგი საკრედიტო ისტორია. დამტკიცების შემთხვევაში კი შეძლებთ გადასახდელი თანხა სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილოთ და ეტაპობრივად დაფაროთ.

TOLSEN TOL2304-79041 ელექტრო სახრახნისი 12V

Tolsen ბუმბერაზი ბრენდია, რომელიც საუკეთესო ელექტრო სახრახნისს გვთავაზობს. თუ ხელსაწყოს მსუბუქი საქმისთვის ეძებთ, მაშინ ეს მოდელი არაჩვეულებრივია, რადგან საშუალო სიმძლავრისაა. კონკრეტული სახრახნისი გამძლე ელემენტით გამოირჩევა. ამასთანავე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. თუ მუშაობის დროს თავს ქარხნული დეფექტი იჩენს, საგარანტიო ტალონის მეშვეობით პრობლემას მარტივად გადაჭრით.

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v       
  • ელემენტი - 1.5Ah   
  • დატენვის ხანგრძლივობა - 2hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528799429         
  • წონა (კგ) - 1.32         
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500     
  • ბრუნვის მომენტი - 28Nm   
  • ვაზნის დიამეტრი - 10mm   

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • სწრაფი დამუხტვის უნარი
  • გამძლე ელემენტი
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე და მომენტი
  • ვაზნის დიამეტრი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა

CROWN CT21055L-ელექტრო სახრახნისი 14,4v

Crown-ის ელექტრო სახრახნისი წინა მოდელთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად მძლავრია. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი. ინსტრუმენტი ხესა და მეტალს ბურღავს და ამავდროულად, აქვს რევერსის ფუნქცია. კონკრეტული სახრახნისი ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა.

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 14.4V   
  • ელემენტი - 1.5Ah   
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420022         
  • წონა (კგ) - 1.02         
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 19/30Nm         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 28mm/10mm 
  • ფუნქციები - რევერსი         
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დამატებითი ნივთები
  • ბურღვის სიღრმე
  • სწრაფი დატენვის უნარი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • რევერსის ფუნქცია
  • ხარისხიანი ელემენტი
  • გამძლეობა

Schpindel SPP-35260B 20V სახრახნისი ელემენტზე 60N.m 2x2Ah BL

Schpindel-ის სახრახნისი ნამდვილად შეუდარებელია. ხელსაწყო საკმაოდ მძლავრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი სახის საქმეს ასრულებს. ინსტრუმნტს თან ახლავს, ორი ელემენტი, დამტენი, სახრახნისისა და საბურღი თავაკი, ასევე მათი დაჭერი. ჩამოთვლილი ხელსაწყოები კი სამუშაო პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.

Schpindel eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 20V     
  • ელემენტი - 2x2Ah   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1621129198158         
  • წონა (კგ) - 4.5
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-450 / 0-1900min         
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 60Nm   
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2x ელემენტი + დამტენი + 6x25mm სახრახნისის თავაკი + 6x საბურღი თავაკი + თავაკების დამჭერი 
  • დამატებითი ინფორმაცია - ბრუნვის მომენტის რეგულირების საფეხურები: 23+1   

უპირატესობები:

  • უნახშირო მოტორი
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლე ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე და მომენტი
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება