რომელ ჯაჭვურ ხერხებს ვუწევთ რეკომენდაციას?

კომფორტი გიყვართ? მაშინ ჯაჭვური ხერხიც გეყვარებათ, რადგან ხელსაწყო მარტივი ცხოვრებისთვისაა შექმნილი. ინსტრუმენტი შრომატევად საქმეს ეფექტურად ასრულებს და სტანდარტულ ხელსაწყოსთან შედარებით, ამისთვის ბევრად ნაკლები დრო სჭირდება. ინსტრუმენტს კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს, რომელსაც გზა და გზა გაგაცნობთ. ბოლოს კი სამ გამორჩეულ ჯაჭვურ ხერხს დეტალურად განვიხილავთ. ასე რომ, წინ საინტერესო საკითხავი გელით.

ჯაჭვური ხერხის უპირატესობები

დასაწყისში ზოგიერთი უპირატესობა უკვე ვახსენეთ, თუმცა ყველაფერი არა. ჯაჭვური ხერხი უნიკალურია და შესაბამისად, ბევრი დადებითი თვისება აქვს. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შეგიძლიათ ხელსაწყო მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ყოველგვარი დახმარების გარეშე გამოიყენოს. უფრო ზუსტად რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას, რომ სტანდარტული ხერხი მინიმუმ ორ ადამიანს მოითხოვს, რათა საქმე შესრულდეს. ერთი ადამიანის ძალა, ძირითადად, არ ჰყოფნის. ამავდროულად, პროცესი დროში იწელება და საბოლოო ვერსიამდე დიდი ხანი სჭირდება. ჯაჭვური ხერხი კი ყველაფერს უფრო მარტივად და სწრაფად ასრულებს. მართალია, ხელსაწყო საკმაოდ დიდი ზომისაა, მაგრამ მაინც საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია.

რომელი მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ?

დასაწყისშივე ვიტყვით რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, ამიტომ ყურადღება თითოეულ მახასიათებელს უნდა მიაქციოთ. თუმცა, არსებობს უფრო საყურადღებო მონაცემებიც. ერთ-ერთი ასეთია სიმძლავრე. ამ უკანასკნელზეა ყველაფერი დამოკიდებული. მთავარი რჩევა კი მაინც ის არის, რომ საქმიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ, თუ რა სიმძლავრის ხელსაწყო გჭირდებათ. წინ რთული სამუშაოებია? მაშინ რაც შეიძლება მძლავრი ხერხი უნდა შეიძინოთ, რათა საქმე მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდეს. თუმცა, ყოველთვის ასეთი ინსტრუმენტი არ გჭიდებათ. იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ან უფრო მარტივი საქმე გაქვთ შესასრულებელი, დაბალი სიმძლავრეც სრულიად საკმარისია. ეს წესი სხვა მახასიათებლებზეც იგივენაირად ვრცელდება. ზუსტად ეს მეთოდი უნდა გაითვალისწინოთ ბრუნვის სიჩქარის, ავზისა და ძრავის მოცულობის, მოტორისა და სხვა მონაცემების შემთხვევაშიც.

რატომ Holst.ge?

დასაწყისში კომფორტი ვახსენეთ და ამ თემას კიდევ ერთხელ შევეხებით. Holst.ge ზუსტად ასეთი მოსახერხებელი პლატფორმაა, ონლაინ ჰიპერმარკეტი, რომელიც სრულ კომფორტს გთავზობთ. ხელსაწყოების შესაძენად ადგილზე მისვლა არ გჭირდებათ. ნივთებს საიტზე არჩევთ. მახასიათებლები ყველა მათგანს აწერია. ინსტრუმენტებს სახლიდან გაუსვლელად ყიდულობთ და მთავარს - დროს ზოგავთ. არც რიგში დგომა გიწევთ და არც საცობში. მოკლედ, ყველაფერი მოგვარებულია. საკურიერო მომსახურება მთელი საქართელოს მასშტაბით ვრცელდება და თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. შეძენილი ნივთები თქვენამდე რაც შეიძლება სწრაფად მოვა. თბილისში უფრო ადრე მოგაწვდით, ვიდრე რეგიონებში, მაგრამ აქაც არ ვაგვიანებთ და შეთანხმებულ დროს ხელსაწყოები უკვე თქვენთან იქნება.

CROWN - CT29006HX ჯაჭვური ხერხი ელემენტის გარეშე 254MM

Crown-ის ბენზო ხერხი საუკეთესო თვისებებითაა აღჭურვილი. ხელსაწყო საკმაოდ მძლავრია და რთულ საქმესაც არაჩვეულებრივად ასრულებს. მთავარი კვების წყარო ელემენტია, რომელიც მაღალი ხარისხისაა და დიდხანს მუშაობს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. თუ მუშაობის პროცესში ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი პრობლემას თვალის დახამხამებაში გადაჭრის.

Crown jachvuri xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე 
  • სიმძლავრე - 20V       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.05         
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • ღერძის სიგრძე - 10″(254mm)

უპირატესობები:

  • ძლიერი ელემენტი
  • მაღალი ხარისხი
  • ღერძის სიგრძე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სიმძლავრე

Lux-Garden ბენზოხერხი 20

Lux Garden-ის ბენზო ხერხი ბევრი უპირატესობით გამოირჩევა, მაგრამ მთავარი სიმძლავრეა. ხელსაწყო ნებისმიერი სახის საქმისთვის მზადაა. ასევე, ტევადი ავზი, მძლავრი ძრავი და ორ ტაქტიანი მოტორი აქვს. საკმაოდ მაღალია ბრუნვის სიჩქარეც. მოკლედ, თამამად შეგიძლიათ რთულ საქმეებზე დაიხმაროთ.

Lux-Garden jachvuri xerxi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე       
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 20''     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 7.44         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 50cc     
  • ავზის მოცულობა - 0.5 l       
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი           
  • ღერძის სიგრძე - 20''

უპირატესობები:

  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ძლიერი ძრავა
  • მაღალი სიმძლავრე
  • ორ ტაქტიანი მოტორი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ტევადი აზვი
  • ხარისხი

TOLSEN TOL2230-87362 ელ.ჯაჭვური ხერხი 400W 250MM ელემენტის გარეშე MP20V

Tolsen-ის ხერხი საკმაოდ დაბალი სიმძლავრისაა. რთულ საქმეებს ნუ გადააბარებთ. საშუალო და შედარებით მარტივ სამუშაოებს კი თავს იდეალურად ართმევს. ინსტრუმენტი კომპაქტურია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. მაღალი სამუშაო რესურსები კი იმაში ეხმარება, რომ დიდხანს და ეფექტურად იმუშაოს.

Tolsen jachvuri xerxi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე 
  • სიმძლავრე - 400W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.5
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • ბრუნვის სიჩქარე - 6m/s       
  • ღერძის სიგრძე - 10″(250mm)

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • ძლიერი კვების წყარო

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება