რომელ ლაზერულ თარაზოს გირჩევენ პროფესიონალები?

ერთხელ მაინც თუ გქონიათ ლაზერულ თარაზოსთან შეხება, გეცოდინებათ, რომ მასზე უფრო კომფორტული ინსტრუმენტი რთულად მოიძებნება. ხელსაწყოსთან ერთად გარანტირებული გაქვთ ჰარმონიულად მუშაობა და რაც მთავარია, საქმის კარგად შესრულება. ლაზერული თარაზო მშენებლობებისა და ყველა იმ საქმიანობის დროს გამოგადგებათ, რასაც სიზუსტე და სისწორეების დაცვა სჭირდება. თარაზო ამ საქმის დიდოსტატია და დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ასრულებს. ინსტრუმენტი სისწორეებს 100%-ით იცავს, თქვენ კი საქმეს გიმარტივებთ. შეუიარაღებელი თვალი ხშირად იტყება და რომ გვგონია ყველაფერი სრული სიზუსტით შევასრულეთ, უკვე გაკეთებულ საქმეზე აღმოვაჩენთ, რომ თურმე სულაც არა. ასეთ უსიამოვნო ფაქტს რომ არ შევეჯახოთ, ლაზერული თარაზოა საჭირო.

რა უპირატესებობი აქვს Holst.ge-ს ?

პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ Holst.ge უდიდესი ონლაინ მარკეტია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას, ხელმისაწვდომ ფასებსა და მაღალხარისხიან ინსტრუმენტებს გთავაზობთ. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და კურიერს ელოდებით. სულ ეს არის. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. აღნიშნული პირობები ვრცელდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. შეკვეთილ ნივთებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგაწვდით და თან საკმაოდ მალე. რაც შეეხება ინსტრუმენტების ხარისხს, ეს ყოველთვის პრიორიტეტული იყო. ჩვენთან მხოლოდ გამძლე და მაღალი სამუშაო რესურსების მქონე ხელსაწყოებს შეხვდებით.

Dewalt - DCE089D1G18-QW ლაზერული თარაზო 18V 3X360

Dewalt-ის ლაზერული თარაზო ისაა, რაც ყველას სჭირდება. ხელსაწყო საუკეთესო ფუნქციებითაა აღჭურვილი. თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, დამტენი, საკიდი, ქეისი და ლაზერული სამიზნე. თითოეული ნივთი უკეთ მუშაობაში დაგეხმარებათ. ხელსაწყოები საქმეს მეტად სწრაფად და ხარისხიანად შეგასრულებინებთ. თარაზოს ერთ წლიანი გარანტიაც ახლავს, რაც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოგადგებათ.

Dewalt lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 30 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5054905288563         
  • წონა (კგ) - 5.44         
  • კომპლექტაცია - დამტენი + საკიდი + ქეისი + ლაზერული სამიზნე         
  • სიზუსტე - ±0.3 mm/m         
  • ლაზერი - II კლასი   
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - მწვანე

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • მაღალი დიაპაზონი
  • სრული სიზუსტე
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი
  • მეორე კლასის ლაზერი
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი

CROWN CT44048 MC-ლაზერული თარაზო 360°, 30M

Crown-ის ლაზერულ თარაზოს მაღალი დიაპაზონი, მეორე კლასის ლაზერი, სწრაფი თვითგასწორების უნარი და დიაპაზონი აქვს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს წინ საუკეთესო ხელსაწყოა. ინსტრიმენტს ლითიუმის გამძლე ელემენტი გამოარჩევს. მოყვება დამატებითი ნივთები და გარატია.

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 30 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177423139         
  • წონა (კგ) - 3   
  • კვების წყარო - 3.7V ლითიუმის ელემენტი
  • კომპლექტაცია - სამაგრი + ელემენტი + გადამყვანი           
  • ლაზერის პროექცია - 2V 1H
  • სიზუსტე - ±2 mm / 10m       
  • ლაზერი - 515Nm II კლასი   
  • შტატივის ხრახნი - 5/8''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=5 წ/± 3o
  • ლაზერის ფერი - მწვანე

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • მაღალი კლასის ლაზერი
  • სწრაფი თვითგასწორების უნარი
  • ლაზერის მაღალი პროექცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • დამატებითი ნივთები
  • სიზუსტის მაჩვენებელი

TOLSEN TOL1596-35154 ლაზერული თარაზო H&V 360°

ხელმისაწვდომ ფასიან ინსტრუმენტს თუ ეძებთ და ამვდროულად, გინდათ, რომ მაღალი ხარისხის იყოს, მაშინ Tolsen-ის ეს ლაზერული თარაზო შეიძინეთ. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და კარგი ფუნქციებითაა აღჭურვილი.

Tolsen lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 30 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528735656         
  • წონა (კგ) - 1.58         
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი       
  • კომპლექტაცია - ქეისი         
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m     
  • ლაზერი - 520 Nm Osram     
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • ლაზერის ფერი - მწვანე

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • დიაპაზონი
  • კომპლექტაცია
  • მაღალი რესურსები
  • კომპაქტურობა
  • შტატივის ხრახნი
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება