რომელ ტოპ 3 კიბეს გთავაზობთ Holst.ge?

იშვიათად ნახავთ ისეთ გამოსადეგ ხელსაწყოს, როგორიც კიბეა. ინსტრუმენტი საჭირო ნივთების სიაში საპატიო ადგილს იკავებს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ და თან სავალდებულო არ არის მაინცდამაინც ეზოზე იყოს საუბარი. კიბეები ბინაშიც საკმაოდ ფართოდ გამოყენებადია. რაში შეიძლება დაგჭირდეთ ასეთ მცირე სივრცეში? მსგავს სიტუაციაში რომელი კიბე გამოგადგებათ? მათ ხარისხზე რას ვიტყოდით? რომელი ბრენდია საუკეთესო? როგორც ხედავთ, ინსტრუმენტის ირგვლივ ბევრი შეკითხვაა და ამომწურავ პასუხებს სწორედ ამ ბლოგში იპოვით. მაშ, დავიწყოთ საინტერესო კითხვებზე დეტალური პასუხების გაცემა.

კონკრეტულად რა სიტუაციაში შეიძლება დაგჭირდეთ კიბე ოთახში?

წინასწარ გეტყვით, რომ არა ერთში, არამედ სხვადასხვა მომენტში შეიძლება კიბე გამოიყენოთ. წარმოიდგინეთ, ნათურა გადაიწვა და ახლითაა ჩასანაცვლებელი, მაგრამ საკმაოდ მაღლაა და ვერ სწვდებით. რა უნდა ქნათ ასეთ დროს? დიახ, ვიცით, პირველი რაც გაიფიქრეთ, მაგრამ ეს სანდო მეთოდი არ არის. სკამების ერთმანეთზე შედგმა, ან რაიმე საკმარისად არამყარზე ასვლა, საკმაოდ დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომაა საჭირო კიბე. ხელსაწყოს მეშვეობით ნათურას უპრობლემოდ გამოცვლით და არაფერს დაიზიანებთ. ასევე, გამოგადგებათ ფარდების შეცვლისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის დროს, რომელიც სიმაღლეს უკავშირდება. ხელსაწყოს მეშვეობით საქმეს მარტივად და კარგად შეასრულებთ. რაც მთავარია, საკუთარი თავი დაზღვეული გეყოლებათ, მართალია ყველაფერი ხდება, მაგრამ მაინც კიბის გამოყენების შემთხვევაში ბევრად უფრო დაცული იქნებით.

გარეთა სივრცეში რა დროს მოიხმართ ხელსაწყოს?

კიბე აუცილებლად დაგჭირდებათ მაშინ, თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ. ეზოსთვის იდეალური ინსტრუმენტია, რადგან ასეთ სივრცეებში კიდევ უფრო მეტი საქმეა, ვიდრე ოთახში. მაგალითად, ხელსაწყოს კარგად გამოიყენებთ თუ ყურძნის ჩამოკრეფა გსურთ, ან ხიდან რომელიმე ხილის მოწყვეტა გაქვთ გეგმაში. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა და მის გარეშე ბევრად რთული გზით მოგიწევთ ყველაფრის შესრულება. შეიძლება ვერც კი შეძლოთ ინსტრუმენტის გარეშე მსგავსი ტიპის სამუშაოებში ჩართვა. ასევე, კიბე აუცილებელია თუ მშენებლობებზე მუშაობთ და ეს თქვენი ყოველდღიურობაა.

რა განსხვავებაა კიბეებს შორის?

აი, რას უნდა მიაქციოთ დიდი ყურადღება: კიბეები, ძირითადად, ორი სახისაა: შიდა და გარე სივრცისთვის განკუთვნილი. თუ ინსტრუმენტი ოთახისთვის გსურთ, მაშინ პირველ კატეგორიაში შემავალი ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კიბეს ვერ გამოიყენებთ, რადგან გარეთა სივრცისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები საკმაოდ დიდია და ოთახისთვის არ გამოდგება. თუ ეზო გაქვთ, მაშინ მეორე კატეგორიაში შემავალი, ანუ გარეთა ტერიტორიისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები გჭირდებათ. მთავარი ზუსტად ეს განსხვავებაა და უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ.

რატომ Holst.ge?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სრულ კომფორტს გთავაზობთ. პირველ რიგში, იმით გამოირჩევა, რომ Holst.ge-ზე მხოლოდ მაღალი ხარისხის ხელსაწყოებია განთავსებული. სასურველ ინსტრუმენტებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც მოქმედებს. ჩვენთან შეგიძლიათ განვადებითაც ისარგებლოთ და დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელი თანხა სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილოთ, შემდეგ კი ეტაპობრივად დაფაროთ.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x7 საფეხური

Sarayli კიბეებში ლიდერია - ეს უკვე წლებია ასეა. ბრენდი მუდამ საუკეთესო ხელსაწყოებს გვთავაზობს, რომლებიც გამძლეობითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ეს არის ლიდერობის მიზეზი. ეს კონკრეტული კიბეც ზუსტად ასეთია. ხელსაწყოს საკმაოდ ბევრი საფეხური აქვს და ძალიან კომპაქტურია.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 1930mm სიმაღლე გაშლისას: 3010mm სიგანე: 355/410mm   
  • მასალა - ალუმინი   
  • შტრიხ-კოდი - 8695849009882         
  • წონა (კგ) - 7.2
  • პროფილი - 60x20mm           
  • საფეხურების რაოდენობა - 2x7

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის მასალა
  • საფეხურების რაოდენობა
  • კომპაქტური ზომა
  • გამძლეობა

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x7 საფეხური

მეორე კიბე ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ხარისხი, კვლავ უცვლელია. ხელსაწყო ალუმინის მასალისგანაა აგებული და სანდოა. ინსტრუმენტი იკეცება და ამიტომაც უმარტივესი გადასაადგილებელია.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 1930mm სიმაღლე გაშლისას: 3010mm სიგანე: 800mm         
  • მასალა - ალუმინი   
  • შტრიხ-კოდი - 8695849009509         
  • წონა (კგ) - 7.8
  • პროფილი - 60x20mm           
  • საფეხურების რაოდენობა - 2x7

უპირატესობები:

  • საფეხურების რაოდენობა
  • გამძლე მასალა
  • დაკეცვის ფუნქცია
  • მაღალი ხარისხი

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 1x13 საფეხური

Sarayli კიდევ ერთ კიბეს გვთავაზობს. ეს კონკრეტული მოდელი ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ინსტრუმენტი მაღალი ხარისხისაა, რაც მეტ სანდოობას ანიჭებს. საფეხურები მარტივად არ ცვდება, ეს კი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - 410x4550mm 
  • მასალა - მეტალი     
  • შტრიხ-კოდი - 8695849009936         
  • წონა (კგ) - 6.5
  • სიმაღლე - 3550MM 
  • პროფილი - 70x20mm           
  • საფეხურების რაოდენობა - 13

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლე მასალა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება