რომელ ტოპ 3 მაგიდის სანათს უნდა ენდო თვალდახუჭული?

რა სჯობს, როცა მაგიდას კარგი სანათი ამშვენებს, თქვენ კი უამრავ საქმეში გეხმარებათ?! კონკრეტული ხელსაწყო მართლაც რომ ძალიან გამოსადეგია და საქებარ სიტყვებს 100%-ით იმსახურებს. ინსტრუმენტი შეძენისთანავე თქვენი მარჯვენა ხელი გახდება და მერწმუნეთ, ბევრ რამეში გამოგადგებათ. ახლა კი მაგიდის სანათები უფრო დეტალურად განვიხილოთ.

რა განსხვავებაა სანათებს შორის?

  • ვიზუალური მხარე

ფუნქციები რომ ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ, მაგიდის სანათები ერთმანეთისგან ვიზუალურადაც განსხვავდება. ძირითადად, ყველა მათგან კომპაქტურია, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მეტად მოქნილი ინსტრუმენტები. განსხვავებას ფერშიც გადააწყდებით. თუ დიზაინი და მსგავსი დეტალები თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ყურადღება ამ ნაწილსაც მიაქციეთ.

  • ფუნქციები

რაც შეეხება მახასიათებლებს, აქ უკვე ორმაგი მობილიზება გმართებთ იმისთვის, რომ ხელსაწყო სწორად შეარჩიოთ. პირველ რიგში გირჩევთ, რომ სიმძლავრით დაიწყოთ. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ნათების მაგიდის სანათები. ყველას თავისი როლი აქვს. სივრცის კარგად განათება გსურთ? შეიძინეთ მაღალი სიმძლავრის ხელსაწყო. შედარებით დაბალი სინათლე გინდათ? მაშინ გირჩევთ, საშუალო ენერგიის მაგიდის სანათი შეარჩიოთ. სულ ეს არის, არაფერი რთული. ამ მარტივ წესებს თუ მიყვებით, ყველაფერი იდეალურად იქნება. ასევე, სასურველია გაითვალისწინოთ სხვა მახასიათებლებიც, რადგან სიმძლავრის გარდა კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია. გულისყურით გადახედეთ სიხშირეს, სანათის ტიპს და დანარჩენ მონაცემებს.

რატომ Holst.ge?

გიყვართ კომფორტი და ხელსაწყოების ონლაინ შეძენა? დიდი ალბათობით, კი, რადგან ვის არ ეყვარება სახლიდან გაუსვლელად ნივთების ყიდვა და სასიამოვნო მომსახურება? ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში კი ეს ყველაფერი დაგხვდებათ და მხოლოდ ეს არ არის, Holst.ge კიდევ ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ. შეძენილი ნივთები თქვენამდე სწრაფად და მარტივად მოვა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს მთაში ხართ თუ ბარში, ჩვენი კურიერები ნივთებს ყველგან მოგაწვდიან. მოკლედ, Holst.ge სრულ მზადყოფნაშია, იმისთვის, რომ თქვენზე მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს.

LEDEX-72112 მაგიდის სანათი Swan ვარდისფერი

Ledex-ის მაგიდის სანათს არაფერი ეშლება - არც სივრცის განათება, არც ხარისხი და საერთოდ არაფერი. ინსტრუმენტი ვარდისფერია და ულამაზესი დიზაინი აქვს. მეტალისა და პლასტმასისგან დამზადებული ხელსაწყო საოცრად გამოიყურება. ფუნქციურადაც სრულიად გამართული და მძლავრია. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ სანათს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება და სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება, საგარანტიო ტალონი მხსნელად მოგევლინებათ. ასეთ დროს მაგიდის სანათი სერვის ცენტრში უნდა წაიღოთ და აუცილებლად თან უნდა იქონიოთ გარანტიის ფურცელი. პრობლემაც მარტივად გადაიჭრება - სანათს შეაკეთებენ, ანდაც ახლით ჩაგინაცვლებენ.

Ledex magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი         
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - ვარდისფერი     
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4874221572112         
  • წონა (კგ) - 0.55

უპირატესობები:

  • გამძლე მასალა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი

LEDEX-72148 მაგიდის სანათი Moard ვერცხლისფერი

Ledex ალტერნატივასაც გთავაზობთ. თუ წინა მოდელი თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგო, იქნებ ეს კონკრეტული იყოს ზუსტად ის, რაც გჭირდებათ? ეს მაგიდის სანათი საუკეთესო ფუნქციებითაა აღჭურვილი. ინსტრუმენტი მეტალისა და პლასტმასისგანაა დამზადებული და დიდხანს მუშაობს. ხელსაწყოს მოყვება ერთ წლიანი გარანტიაც.

Ledex magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი         
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - ვერცხლისფერი 
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4834221872148         
  • წონა (კგ) - 0.55

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხის მასალა
  • სიხშირე
  • სიმსუბუქე

LEDEX-72132 მაგიდის სანათი Robotop შავი

სრული მრავალფეროვნება გვაქვს და ამის დასტურია ის, რომ Ledex-ის კიდევ ერთ მაგიდის სანათს გთავაზობთ. ბრენდი ხარისხიანი პროდუქციითა და ფართო არჩევანით გვანებივრებს. კონკრეტული მაგიდის სანათი ძალიან დახვეწილი და გამოსაყენებლად კომფორტულია. ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი ფასითაც გამორჩეულია და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ რეკომენდაცია გავუწიოთ.

Ledex magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი         
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - შავი         
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869321872132         
  • წონა (კგ) - 1.45          

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება