რომელი ბეწვა ხერხი მუშაობს იდეალურად?

რთულია თუ არა ხისა და ბეტონის დამუშავება ? დიახ, რთულია, მაგრამ მარჯვე ხელსაწყოს მეშვეობით, ყველაფერი ადვილად მიღწევადია. რომელია ის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ამ საქმეში დაგვეხმარება ? ამ კითხვაზე ერთი პასუხი გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ბეწვა ხერხია. ინსტრუმენტს კონკურენციას თითქმის ვერცერთი ხელსაწყო ვერ უწევს. მოკლედ, ხესა და ბეტონთან სამუშაოდ, ბეწვა ხერხზე უკეთ ვერაფერი დაგეხმარებათ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ინსტრუმენტის შერჩევისას ?

სიმძლავრე, ელემენტი, დატენვის ხანგრძლივობა, ზომა, წონა, ბრუნვის სიჩქარე, მოტორის ტიპი, ფუნქციები და მუშაობის სიღრმე ის მახასიათებლებია, რომლებსაც თვალი აუცილებლად უნდა გადაავლოთ. ბევრია, მაგრამ რა გაეწყობა, ხელსაწყოს სწორად მხოლოდ ასე შეარჩევთ. ამ დიდი სიიდან კი რამდენიმეს მაინც გამოვყოფთ. მოკლედ, თუ ყველაფრის დეტალურად განხილვას ვერ ახერხებთ, მთავარია უყურადღებოდ სიმძლავრე და მუშაობის სიღრმე არ დაგრჩეთ. ორივე მნიშვნელოვანი მახასიათებელია და ამ ყველაფრის დეტალურად ცოდნა, ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით. თითოეულ ბეწვა ხერხს განსხვავებული სიმძლავრე და მუშაობის სიღრმე აქვს. ზოგი ზედაპირულად მუშაობს, ზოგიც მასალას უფრო ღრმად ამუშავებს. თქვენ როგორი გჭირდებათ ? არჩევანიც სწორედ ამის მიხედვით უნდა შეაჩეროთ. ჩვენ გირჩევთ, რომ რთული საქმისთვის მძლავრი ინსტრუმენტი შეიძინოთ. მსუბუქ სამუშაოებს კი, დაბალი სიმძლავრის მქონე ბეწვა ხერხიც კარგად მოერევა.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ალბათ, უკვე გეცოდინებათ, რომ Holst- ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და მრავალფეროვანი ხელსაწყოებით გამოირჩევა. ინსტრუმენტები რომ მაღალი ხარისხისაა, ეჭვი ამაშიც არ შეგეპაროთ. საიტზე მოხვედრამდე ყველაფერი მრავალჯერ იტესტება და თუ Holst.ge -ზე ხედავთ, ანუ გამოცდა ჩაბარებულია. რაც შეეხება ბრენდებს, მხოლოდ ერთს ან ორს კი არა, ბევრად მეტს გთავზობთ. ამჯერად, სამი ბრენდის ბეწვა ხერხს წარმოგიდგნეთ, დანარჩენების სანახავად კი შეგიძლიათ საიტზე, საძიებო ველში ხელსაწყოს სახელწოდება ჩაწეროთ და მაშინვე ყველაფერს იხილავთ. თუმცა, Holst- ის უპირატესობებზე საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია. ის თუ იცით, რომ ინსტრუმენტების შესაძენად, სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ ? დიახ, ნივთებს იწერთ და კურიერს ელოდებით. სულ ეს არის. 50 ლარზე მეტი გადახდისას, უფასო მიტანით ისარგებლებთ. აღნიშნული შეთავაზება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. მოკლედ, ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ერთი რამ კი ზუსტად ვიცით: Holst.ge - ზე ნივთების შეძენას, არასდროს ინანებთ.

CROWN CT25003HX ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 20 V Max

Crown - ი ცნობილია, როგორც გამძლე და გამოსადეგი ინსტრუმენტების მწარმოებელი ბრენდი. მართლაც ასეა, რადგან ხელსაწყოები დიდხანს და არაჩვეულებრივად მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულ ბეწვა ხერხს, მძლავრი, წრაფი და კარგია. ლობზიკი ერთ საათში იტენება და ჩვეულ რიტმს მარტივად უბრუნდება. ელემენტი კი გამძლე აქვს. ინსტრუმენტი ხეს, ფერად ლითონსა და მეტალს ამუშავებს.

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 20V       
  • ელემენტი - 4Ah       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • ზომა - 26mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.8
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min     
  • მოტორი - უნახშირო
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • გამძლე ელემენტი
  • მუშაობის სიღრმე
  • მაღალი ხარისხი
  • უნახშირო მოტორი
  • სიმძლავრე

DEWALT DWE349-QS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt- ზე ცუდი ჯერ არავისგან გაგვიგია. ბრენდს ხარისხიანი ინსტრუმენტები აქვს და გამონაკლისი არც ბეწვა ხერხია. ხელსაწყო ყველაზე ღრმად ხეს ამუშავებს, შემდეგ ფერად ლითონს და მეტალს. ლობზიკი საკმაოდ სწრაფია და საქმეს ცოტა დროს ანდომებს.

Dewalt bewva xerxi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 650W   
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.25         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min     
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ხარისხი

B&D BDCJS18N-XJ-ელექტრო ხერხი, დამტენის და ელემენტის გარეშე 18V

Black and Decker- ი საშუალო ძალის მქონე ინსტრუმენტს გთავზობთ. ბეწვა ხერხი მარჯვედ მუშაობს და საქმის დიდოსტატია. ხელსაწყო მსუბუქი და კომპაქტურია. დამატებითი უპირატესობა კი ხელმისაწვდომი ფასია.

Black&Decker bewva xerxi

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე - 18V       
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.22         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • კომპლექტაცია - ელემენტის გარეშე
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2500min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 55mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 5mm

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • მუშაობის სიღრმე
  • გარანტია
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება