რომელი ბეწვა ხერხია საუკეთესო?

საქმის იდეალურად შესრულება გსურთ? ხისა და ბეტონის სრულყოფილად დამუშავება? მაშინ ბეწვა ხერხი უნდა შეიძინოთ და ყველაფერი საათივით აეწყობა. ლობზიკს ალტერნატივა არ აქვს. ხელსაწყო მსგავსი ტიპის სამუშაოებს არაჩვეულებრივად უძღვება. თუ ხისა და ბეტონის დამუშავება თქვენი ყოველდღიური საქმიანობაა, მაშინ ბეწვა ხერხი აუცილებლად უნდა გქონდეთ, რადგან სხვა ვერცერთი ინსტრუმენტი ვერ მუშაობს ამ უკანასკნელივით გამართულად. ისიც ვთქვათ, რომ თუ უპირატესობას სისწრაფეს ანიჭებთ, ამ კუთხითაც გამორჩეულია. ხელსაწყო მოქნილია, კარგად მუშაობს და საქმის შესასრულებლად ცოტა დრო სჭირდება.

რომელი მახასიათებლებია საყურადღებო? 

ის მარტივი წესი, რომ ინსტრუმენტის შეძენამდე ყველა მახასიათებელს გულდასმით უნდა გადახედოთ, ნებისმიერ ხელსაწყოზე, მათ შორის, ბეწვა ხერხზეც ვრცელდება. თუმცა, არსებობს ისეთი მონაცემებიც, რომლებსაც უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ. ამ სიაში პირველი სიმძლავრეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასევე, მნიშვნელოვანია მუშაობის სიღრმე და ფუნქციები.

რატომ არის ჩამოთვლილი მახასიათებლები მნიშვნელოვანი?

თუ ამ საკითხებს გაითვალისწინებთ, მაშინ ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ. მოკლე პასუხი ეს არის, გრძლად კი ახლავე მოგახსენებთ. სხვადასხვა დონის საქმე არსებობს. ზოგიერთი უფრო შრომატევადი, რთული და ხანგრძლივია, ზოგიც პირიქით, შედარებით მარტივი. თითოეული სამუშაოს დროს განსხვავებული ხელსაწყოები დაგჭირდებათ. თუ წინ რთული საქმე გელოდებათ, თან ცოტა დრო გაქვთ და თან ყველაფერი იდეალურად უნდა შესრულდეს, მაშინ მაღალი სიმძლავრისა და მონაცემების ლობზიკი გამოგადგებათ. მსგავს მომენტებს ეს უკანასკნელი მარჯვედ უმკლავდება. თუმცა, ყოველთვის ასეთი ხელსაწყო გჭირდებათ? ცხადია, არა. იმ შემთხვევაში, თუ შედარებით მსუბუქი ან მარტივი საქმე გაქვთ, ნაკლები მონაცემების ინსტრუმენტი უნდა დაიხმაროთ. სულ ეს არის. როგორც ხედავთ, წესები არც ისე რთულია და თუ მას მიყვებით, ზუსტად ისეთ ხელსაწყოს შეარჩევთ, როგორიც თქვენს საქმეს შეეფერება.

რატომ Holst.ge?

პასუხი ბევრია, ამიტომ რიგ-რიგობით გავყვეთ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ უფრო მეტი კომფორტი შეიგრძნოთ. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. ნებისმიერი ხელსაწყოს გამოწერის შემთხვევაში ასეა. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მომსახურება უფასოა. Holst.ge-ზე მხოლოდ ხარისხიან ინსტრუმენტებსა და სანდო ბრენდებს გადააწყდებით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხარისხი ყოველთვის გადამწყვეტია. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, მაგრამ ხელსაწყო სასწრაფოდ გჭირდებათ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად გადაიხდით.

Dewalt DCS331N-XJ ელ. ხერხი 18V ელემენტის გარეშე

მძლავრ, ფუნქციურად გამარართულ და მაღალი რესურსების მქონე ბეწვა ხერხს ეძებთ? Dewalt-ის ლობზიკი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ხელსაწყო იდეალურად მუშაობს და საქმესაც არაჩვეულებრივად ასრულებს. როცა მის შესაძლებლობებს თავადაც გამოცდით, ამაში კიდევ უფრო დარწმუნდებით. ინსტრუმენტს მაღალი ხერხვის კუთხე აქვს და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

Dewalt lobziki

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 18V       
  • ზომა - 26mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.1
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ხერხვის კუთხის მაჩვენებელი
  • გამძლე ელემენტი
  • კომპაქტური ზომა
  • ერთ წლიანი გარანტია

B&D BDCJS18N-XJ-ელექტრო ხერხი, დამტენის და ელემენტის გარეშე 18V

Black and Decker-ი ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი ბრენდია. კონკრეტული ინსტრუმენტი მაღალი რესურსებითა და ბრუნვის სიჩქარით გამოირჩევა. ბეწვა ხერხი ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. სამივე მასალას სხვადასხვა სიღრმით ამუშავებს და ყველაზე ღრმად კი ხეს. 

Black&Decker lobziki

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 18V       
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.22         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • კომპლექტაცია - ელემენტის გარეშე
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2500min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 55mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 5mm

უპირატესობები:

  • მუშაობის სიღრმე
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • ფუნქციები

TOLSEN TOL1309-79551 ელექტრო ბეწვა ხერხი 800W

საშუალო სიმძლავრის ლობზიკს თუ ეძებთ, თქვენს წინ Tolsen-ის საოცარი ხელსაწყოა. ეს ზუსტად ის არის, რაც შედარებით მსუბუქ საქმეზე გამოგადგებათ. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონს კარგად გამოიყენებთ.

Tolsen lobziki

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 800W   
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 800-3200min     
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 80mm მეტალი: 8mm

კომპლექტაცია:      

  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • პარალელური მომმართველი
  • ხეზე სამუშაო პირი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მუშაობის სიღრმის მაჩვენებელი     

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება