რომელი ბრენდების ნათურები უნდა შეიძინოთ?

ნათურა კაცობრიობის უდიდესი გამოგონებაა. სწორედ ის ნივთია, ყველგან რომ საჭიროა. აბა, წარმოიდგინეთ, ხელსაწყოს გარეშე, როგორი იქნებოდა სამყარო? ნამდვილად რთული აღსაქმელია. საბედნიეროდ, ამ რეალობაში ცხოვრება არ გვიწევს. სანამ უშუალოდ ნათურის შეძენაზე გადახვალთ, კარგი იქნება, თუ მათზე ცოტაოდენი ინფორმაცია გექნებათ. მაშ, დავიწყოთ!

როგორ უნდა შეარჩიო ხელსაწყო?

ნათურები ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. თითოეული მათგანი, ერთდროულად, ხარისხიანიც უნდა იყოს, მაღალი სამშაო რესურსებიც უნდა ჰქონდეს და გამართულად მუშაობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივად გაფუჭდება და ახლით ჩანაცვლება ხშირად მოგიწევთ. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში კი მხოლოდ ხარისხიან ნათურებს გადააწყდებით, ამიტომ, ამ საკითხზე არ იდარდოთ. ინსტრუმენტებს ბევრი სხვაობა აქვს. ახლა კი მთავარ ნაწილზე გადავიდეთ. როგორ უნდა შეარჩიოთ ხელსაწყო და რა უნდა გაითვალისწინოთ შეძენამდე ?

  • სიმძლავრე

სიმძლავრეზე ბევრი რამაა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, პირველად ამ მახასიათებელს უნდა დაუკვირდეთ. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ლედ ნათურები. თითოეულს თავისი დანიშნულება და გამოყენების არეალი აქვს. მაგალითად, თუ სივრცის კარგად განათება გსურთ, მაშინ მძლავრი ხელსაწყო უნდა შეარჩიოთ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ძლიერი ნათება თვალებს აღიზიანებს, ამიტომ, შედარებით დაბალი სიმძლავრე გვირჩევნია. ასეთი სიტუაციებისთვის, საშუალო ან დაბალი მაჩვენებლის ნათურები გამოგადგებათ. მოკლედ, არჩევანში შეზღუდული არ ხართ.

  • ფერის ტემპერატურა

ფერის ტემპერატურა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ნათურები ორ კატეგორიად იყოფა. პირველში ე.წ. თბილი ანუ ყვითელი ნათების მქონე ხელსაწყოები ერთიანდება. როგორც წესი, ასეთ ინსტრუმენტები თვალებს ამშვიდებს და სასიამოვნო ეფექტი აქვს. მეორე კატეგორიაში კი თეთრი, იგივე ცივი ნათება შედის. თუმცა, ხომ გაგიგიათ, კაცია და გუნებაო? ასე რომ, ზოგს პირველი მოსწონს და ზოგს კი მეორე კატეგორიის ლედ ნათურები.

  • განათების სიმძლავრე და სამუშაო რესურსი

ყურადღებას ეს ორი მახასიათებელიც იმსახურებს. სწორედ ამიტომ, შეძენამდე აუცილებლად გადახედეთ. მაღალი სამუშაო რესურსები და განათების სიმძლავრე, ნათურას დიდ უპირატესობას სძენს. ჩვენი რჩევაა, საბოლოოდ, თვალი ყველა ფუნქციას გადაავლოთ და ამის შემდეგ შეიძინოთ, რომელიც მეტად მოგეწონებათ.

რატომ Holst.ge ?

კომფორტი თუ გიყვართ, მაშინ სწორ ადგილას ხართ. Holst-ი ზუსტად ასეთი ონლაინ ჰიპერმარკეტია. ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გიწევთ. ყველაფერს საიტიდან იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ეს წესი კი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

OSRAM LED ნათურა სტანდარტული 5.5W/840 E27

ბრენდი Osram-ი ცნობილია, როგორც ხარისხიანი პროდუქტების მწარმოებელი. ზუსტად ასეთია ეს კონკრეტული ნათურა. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსები აქვს და ფუქნციურადაც გამართულია. ინსტრუმენტს მძლავრი ნათება აქვს და საკმაოდ შორ ტერიტორიას სწვდება. ნათურა ენერგოეფექტურია და მცირე ელექტროენეგრიას მოიხმარს, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ნათებით გამოირჩევა. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარნატია. თუ კი ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონით პრობლემას სწრაფად გადაჭრით.

Osram natura

  • ბრენდი - OSRAM     
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz    
  • ვაზნის ტიპი - E27    
  • ფერის ტემპერატურა - 4000K          
  • განათების სიმძლავრე - 470 lm        
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 5.5W=42W      
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი    
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++ 
  • წონა (კგ) - 0.05          
  • სიმძლავრე (W) - 5.5 
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • განათების სიმძლავრე
  • ენერგოეფექტურობა
  • სიმძლავრის კონვერტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა

LINUS Lin80-2957 LED ნათურა სტანდარტული 5W E27 4000K

Linus - ზე მხოლოდ კარგს თუ გაიგებთ. ხელსაწყო გამძლეა და მაღალ რესურსებს ფლობს. ინსტრუმენტი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მძლავრად ანათებს, თუმცა, ბევრ ელექტროენერგიას არ მოიხმარს. სხვა ფუნქციებიც მწყობრში აქვს. მაგალითად, ვაზნის ტიპი, სიხშირე, განათების სიმძლავრე და ა.შ.

Linus natura

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული             
  • ვოლტი - 220-240V           
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ვაზნის ტიპი - E27         
  • ფერის ტემპერატურა - 4000K     
  • განათების სიმძლავრე - 400 lm
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs   
  • გარანტია - 1 წელი         
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++           
  • წონა (კგ) - 0.1 
  • სიმძლავრე (W) – 5

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ენერგოეფექტურობა
  • სიმძლავრე
  • გარანტია
  • სამუშაო რესურსი
  • კომპაქტურობა

LEDEX LED40-8932 ნათურა სტანდარტული 12W E27 3000K CLASSIC

Ledex-ის ხარისხიანი ნათურით დავსრულოთ. ეს კონკრეტული მოდელი, ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, მაღალი რესურსები და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Ledex natura

  • ბრენდი - LEDEX
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული 
  • ვოლტი - 220-240V           
  • სიხშირე - 50-60Hz       
  • ვაზნის ტიპი - E27         
  • ფერის ტემპერატურა - 3000K     
  • განათების სიმძლავრე - 1080 lm             
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 12W=100W               
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs   
  • გარანტია - 1 წელი         
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++           
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 12       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • განათების სიმძლავრე
  • სიმძლავრის კონვერტაცია
  • სიმსუბუქე
  • მაღალი სიხშირე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება