როგორი ელექტრო დრელი უნდა შეიძინო? |
როგორი ელექტრო დრელი უნდა შეიძინო? |
დრელი ძალიან პოპულარული ხელსაწყოა და ეს იმან გამოიწვია, რომ ბევრ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. სავალდებულო არ არის, მაინცდამაინც ამ სფეროში მუშაობდეთ და ყოველდღიურად იყოთ ჩართული მსგავსი ტიპის საქმიანობაში. დრელი ისედაც შეძლება დაგჭირდეთ. ხელსაწყოს მთავარი მოვალეობა კედლის გახვრეტა ან ჩამონგრევაა. სწორედ ამიტომ, სახლშიც აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, თუ კედელზე რამის ჩამოკიდება გსურთ, დრელის მეშვეობით ამ ყველაფერს მარტივად შეძლებთ. ასევე, გამოგადგებათ მსგავსი ტიპის სხვადასხვა საქმისთვის. მოკლედ, საჭირო ინსტრუმენტია და კარგი იქნება თუ მასზე დეტალური ინფორმაცია გეცოდინებათ.
ნებისმიერი ხელსაწყოს შერჩევისას ყურადღებაა საჭირო. იმისთვის, რომ თქვენი საქმისთვის შესაფერისი დრელი შეიძინოთ, თითოეულ მონაცემს უნდა დაუკვირდეთ, ერთმანეთს შეადაროთ და ზუსტად ამ ყველაფრის შემდეგ მიხვალთ სწორ არჩევნამდე. პირველ რიგში, სიმძლავრეს უნდა დაუკვირდეთ. სხვადასხვა ძალის მქონე ინსტრუმენტები არსებობს. პირველ კატეგორიაში ადგილს მაქსიმალურად მძლავრი დრელები იკავებს. ამ ტიპის ხელსაწყოები კარგად გამოგადგებათ რთულ საქმეებზე. თუ კედლის მხოლოდ გახვრეტა კი არა, ჩამოშლაც გსურთ, მაშინ მაღალი მახასიათებლების ხელსაწყო ზედგამოჭრილია. ასეთი ინსტრუმენტები კარგად მუშაობს და საქმეს სწრაფად ასრულებს. მეორე კატეგორიაში საშუალო სიმძლავრის ელექტრო დრელი შედის. ამ ხელსაწყოებს ზუსტად ასეთივე სამუშაოებისთვის გამოიყენებთ. რაც შეეხება შედარებით დაბალი ფუნქციების დრელს, უფრო მსუბუქი საქმეებისთვისაა განკუთვნილი. თუ მხოლოდ კედლის გახვრეტა გსურთ, ინსტრუმენტი ამ მოვალეობას იდეალურად გაართმევს თავს.
სიმძლავრე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს სხვა ასევე საყურადღებო მახასიათებლებიც. კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევთ ბრუნვის სიჩქარეს, ვაზნის დიამეტრს, ფუნქციებს, მუშაობის სიღრმეს და სხვა მსგავსი ტიპის მონაცემებს. საბოლოოდ, ყველაფერს უნდა გადახედოთ, რათა ზუსტად ისეთი ხელსაწყო შეარჩიოთ, როგორიც კარგად გამოგადგებათ.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი უთვალავი უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, იმით არის განსაკუთრებული, რომ Holst.ge-ზე ყველა ხელსაწყო მაღალი ხარისხისაა. თითოეული ინსტრუმენტი საიმედოა, მაღალი სამუშაო რესურსები აქვს და დიდხანს ძლებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, შესაბამისად, მაღაზიაში მისვლა და დროის კარგვა აღარ დაგჭირდებათ. გამოწერილ ნივთებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით და თან რაც შეიძლება სწრაფად. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. რა უპირატესობა აქვს ონლაინ ყიდვას? კერძოდ ის, რომ ბევრ დროს ზოგავთ. არ გიწევთ მაღაზიის რიგში ან საცობში დგომა. ეს ყველაფერი კი გეხმარებათ, დრო ეფექტურად გამოიყენოთ.
Dewalt-ის ელექტრო დრელი მაღალი სიმძლავრით, ღრმად ბურღვის უნარით, სიჩქარით, ფუნქციებითა და ვაზნის დიამეტრით გამოირჩევა. ინსტრუმენტს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ რთულ საქმეს თავი კარგად გაართვას. ასევე, თან ახლავს კომპლექტაცია, რომელიც ქეისს მოიცავს. ხელსაწყოს ბურღვის და ბურღვის დროს დარტყმის ფუნქცია აქვს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Stanley-ის დრელი ისეთია, რომ ყველას გამოადგება, როგორც მოყვარულს, ასევე პროფესიონალს. ხელსაწყო საკმაოდ მძლავრია და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. ინსტრუმენტი სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე, ხესა და მეტალზე.
უპირატესობები:
Crown-ის ელექტო დრელი უფრო მსუბუქი საქმეებისთვისაა განკუთვნილი. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი და მხოლოდ ბურღვის ფუნქცია აქვს. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ ქარხნული წუნი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაჭრის.
უპირატესობები: