რომელი ფრეზები შედის, საუკეთესო სამეულში?

გაინტერესებთ, რა არის და როგორ მუშაობს ელექტო ფრეზი? მაშინ სწორ დროსა და სწორად ადგილას აღმოჩენილხართ. ბლოგში ამ საოცარ ხელსაწყოზე ვისაუბრებთ. ყველაფერს დეტალურად გავივლით, მუშაობის სპეციფიკიდან დაწყებული, კომპლექტაციით დასრულებული. ასე რომ, წინ საინტერესო საკითხავი გელით. მაშ, საქმეს შევუდგეთ.

რა არის ელექტრო ფრეზი?

სანამ სხვა დეტალებს გავარკვევთ, ის ვთქვათ, თუ რა არის ფრეზი. ინსტრუმენტი ხისა და ბეტონის დასამუშავებლად გამოიყენება. რომ არა ხელსაწყო, საქმეს ვერ შევასრულებდით. ელექტრო ფრეზი უმთავრეს როლს ასროლებს და ჩაუნაცვლებელი ნივთია. მოკლედ, თუ ხე ან ბეტონი გაქვთ დასამუშავებელი, კონკრეტული ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა დაიხმაროთ.

რა უპირატესობები აქვს ფრეზს?

ყველა ხელსაწყოს თავისი წილი უპირატესობები აქვს და არც ფრეზია გამონაკლისი. ხელსაწყოს დადებითი მხარე, პირველ რიგში, კომპაქტურობაში გამოიხატება. ინსტრუმენტი საკმაოდ მსუბუქი და მოქნილია. მასთან ერთად მუშაობა, დისკომფორტს არ შეგიქმნით, პირიქით. მეორე უპირატესობა კი ის არის, რომ საქმეს კარგად და სწრაფად ასრულებს. ხარისხიანი ელექტრო ფრეზი ზუსტად ასეთია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ისეთი მომენტები, როცა თავზესაყრელი სამუშაო გვაქვს და საკმაოდ ცოტა დრო. ასეთ სიტუაციაში მარჯვე ხელსაწყო გვჭირდება. ისეთი, სწრაფად და ხარისხიანად რომ საქმიანობს. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში კი, ზუსტად ასეთ ფრეზებს გადააწყდებით. თითოეული ინსტრუმენტი სრულად გამართულია და შეფერხებების გარეშე მუშაობს.

რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ელექტრო ფრეზი?

ხელსაწყოებს, მსგავსებების გარდა, განსხვავებებიც ბევრი აქვს. ასეა ელექტრო ფრეზის შემთხვევაშიც. მთავარი სხვაობა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, სიმძლავრეა. ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს. ამ მახასიათებელზეა დამოკიდებული, შეასრულებს თუ ვერა ხელსაწყო რთულ საქმეს. შრომატევადი სამუშაოებისთვის, გირჩევთ, მაღალი სიმძლავრის მქონე ფრეზი შეიძინოთ. ასე ბევრად კომფორტული იქნება. შედარებით მსუბუქი საქმისთვის კი, საშალო ან დაბალი ძალის ინსტრუმენტი გამოგადგებათ. მცირე სამუშაოებს ასეთი ხელსაწყოები კარგად უძღვება. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ბრუნვის სიჩქარე, მუშაობის სიღრმე და ა.შ. თითოეულ ინსტუმენტს მონაცემები აწერია და წესით, მარტივად იპოვით.

რა დადებითი თვისებები აქვს Holst.ge - ს?

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია. ჩვენთან კომფორტს ბევრ მომენტში იგრძნობთ. მაგალითად მაშინ, როცა ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ დაგჭირდებათ. დიახ, დაივიწყეთ საცობი, მაღაზიის რიგი, დროის ფუჭად კარგვა და სხვა უსიამოვნებები. ჩვენთან ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასოა. რაც მთავარია, ბევრი დრო არ სჭირდება და ნივთები თქვენამდე სწრაფად მოვა.

CROWN CT11002-ელექტრო ფრეზი 1400W

ზოგადი ინფორმაციიდან, კონკრეტულზე გადავიდეთ. Crown- ის ელექტრო ფრეზი ლიდერია. ამაში ხელს სიმძლავრე და მაღალი სამუშაო რესურსები უწყობს. ინსტრუმენტი ბრუნვის სიჩქარის მხრივაც გამოირჩევა. მუშაობის სიღრმე არ გამოგვრჩეს. ამ კუთხითაც ვერ დაიწუნებთ. ხელსაწყოს გადამყვანი, მიმმართველი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებელი ადაპტერი და პარალელური მისაბჯენი მოყვება.

Crown frezi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 1400W
  • ზომა - 12mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 9000-28000min 
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

კომპლექტაცია:      

  • გადამყვანი 6mm და 8mm
  • მიმმართველი
  • ადაფტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მაღალი ხარისხი
  • დამატებითი ნივთები
  • ბრუნვის სიჩქარე
  • ფუნქციები    

CROWN CT11012-ელექტრო ფრეზი 1050W

როდის იყო, Crown-ი მხოლოდ ერთ ხელსაწყოს ჯერდებოდა?! მეორე ფრეზი საშუალო მონაცემების მქონეა და უმჯობესია, ასეთივე დონის საქმეებზე გამოიყენოთ. დამატებითი ნივთები კონკრეტულ მოდელსაც ახლავს, ამიტომ, ხელსაწყოები მუშაობას გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტი კომპაქტურია და კარგად გამოიყენებთ. ასევე, უპრობლემოდ მუშაობს, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე.

Crown frezi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 1050W
  • ზომა - 8mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 12000-30000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

კომპლექტაცია:      

  • გადამყვანი 6mm
  • მიმმართველი
  • ადაფტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი     

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია

TOL2291-79539 ელ. მინი ფრეზი 650W

ბოლოს კი Tolsen-ის მინი ფრეზს წარმოგიდგენთ. ინსტრუმენტი ძალიან კომპაქტურია. მონაცემების მხრივ, საშუალო ნიშნულზეა. უმჯობესია, არ გადატვირთოთ და მხოლოდ მსუბუქი საქმეები მიანდოთ.

Tolsen frezi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 500W   
  • ზომა - 1/4″ & 6mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 33500min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება