რომელი ონკანებია ყველაზე საიმედო? |
რომელი ონკანებია ყველაზე საიმედო? |
ონკანი ნებისმიერი სამზარეულოსა და სააბაზანოს მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, თუკი კომფორტი გვსურს, ხარისხიანი მოდელის შეძენა უმჯობესია.
როგორ უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი ონკანი, რომელი ონკანებია ყველაზე საიმედო, რა უნდა გაითვალისწინოთ შეძენისას, შევეცდებით, თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხები გავცეთ.
თავადაც მოგეხსენებათ, ბაზარი მრავალნაირი ონკანით არის გაჯერებული და ამდენად, საკმაო დაფიქრება და ყურადღება გმართებთ, ხელში ისეთი მოწყობილობა არ შეგრჩეთ, რომელიც მწყობრიდან მალე გამოვა.
მაინც, რომელი ონკანებია ყველაზე უფრო საიმედო, გამძლე და კომფორტული? გამოცდილება, პრაქტიკა, გამოხმაურება - ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამ საპატიო წოდებას თითბრისა (ლატუნის) და ბრინჯაოს ონკანები იმსახურებენ. მიზეზი ის გახლავთ, რომ ასეთ ონკანებს ვერ ერევა კოროზია, ტემპერატურის ცვალებადობა. მათი ამოცნობა შეგიძლიათ არც თუ ისე მცირე წონითა და არ მთლად ყველაზე დაბალი ფასით. ჩვეულებრივ, ზედაპირზე ნიკელის ან ქრომის საფარი აქვთ - უფრო მეტი ესთეტიკისთვის.
ასევე, ბაზარზე მრავლად შეხვდებით ალუმინისა და კრემნიუმის შენადნობის ონკანებს. გარეგნულად ასეთი ონკანი ლატუნის ნაწარმისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, წონა გაცილებით მცირე აქვს, ხოლო ფასი - დაბალი.
შეხვდებით კერამიკის ონკანსაც, რომელიც საკმაოდ ლამაზია, ტემპერატურის ცვალებადობასაც უმკლავდება, თუმცა, საკმაოდ მყიფეა.
სრულად უნივერსალური მოწყობილობები გამოგონილი არ არის. ონკანის ერთი სახეობა კარგია ჭურჭლის რეცხვისთვის, მეორე კი აბაზანის პროცედურებისთვის არის მისწრება.
სამზარეულოში რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალი იხარჯება, დაგვეთანხმებით - დიასახლისისთვის მოუხერხებელია, წყალი ყოველ წამს დაკეტოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანტექნიკის მოწყობილობები კომფორტულად სამართავი უნდა იყოს. ალბათ, უფრო მოსახერხებელი ერთი ბერკეტის მქონე ონკანია, მთლად უკეთესი - თანამედროვე სენსორული ონკანი გახლავთ. სამზარეულოში ასევე მოსახერხებელია მაღალი მოწყობილობა.
ამ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება უმჯობესია ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ონკანზე - ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით. კომფორტული ტემპერატურის დაყენება კლასიკური ორბერკეტიანი მოწყობილობით, თუმცა, ერთ ბერკეტიანსაც ხშირად იყენებენ - ბევრი მას უფრო კომფორტულად მიიჩნევს. თუკი საფასო კატეგორია არ შეგაშფოთებთ, გაცილებით კომფორტული თერმოსტატის გამოყენებაა. მთავარი მაინც ის არის, რომ წყალი ნიჟარის კიდეებს არ სცილდებოდეს ნებისმიერი კუთხით მიბრუნებისას.
სააბაზანო, ალბათ, ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს მაქსიმალური კომფორტი სჭირდება - სამსახურიდან გადამწვარი რომ ბრუნდები და ერთი სული გაქვს, შხაპი მიიღო, აბაზანაში კომფორტი თუ არ გაქვს, უარესად გადაირევი და რაღა აზრი აქვს მერე წყლის ტემპერატურას?!
მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ სააბაზანოს ონკანს უნდა ჰქონდეს ნაკადის გადასართველი ვენტილი. სხვა მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნები მის მიმართ არ არსებობს. ესთეტებს შეუძლიათ, თავს კასკადის უფლება მისცენ, ხოლო ვინც კომფორტსა და უსაფრთხოებას ირჩევს, არჩევანი თერმოსტატზე უნდა შეაჩეროს.
ცალკე ვთქვათ შხაპის ონკანზე - ერთ ან ორბერკეტიანი, სენსორული თუ მექანიკური, მხოლოდ მომხმარებლის გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ეს არის შემრევი ონკანი, რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, იმართება ან ქსელის, ან ელემენტების დახმარებით. სენსორი აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას, აწვდის სიგნალს კონტრროლერს, რომელიც თავის მხრივ, წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს;
- ეს არის ონკანი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ადამიანს საშუალებას აძლევს, ტემპერატურა და ნაკადი უშუალოდ წყლის გამოყენებისას დაარეგულიროს;
- ასეთი ონკანი ადამიანს აწვდის წყალს იმ ტემპერატურით, რომლის მითითება წინასწარ ხდება.