რომელი სარწყავი შლანგი უნდა შეიძინო?

სარწყავი შლანგის გარშემო ხშირად დასმულ შეკითხვებს შორის, უდავოდ ლიდერია: რომელი ინსტრუმენტია მაღალი ხარისხის? თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, ხელსაწყოს ირგვლივ ბევრი კითხვაა და ბლოგში ყველაფერს ფარდას ავხდით. ასე, რომ წინ საინტერესო საკითხავი გელით. ისღა დაგრჩენიათ, გემრიელად მოკალათდეთ, სარწყავ შლანგზე კონცენტრირდეთ და ყველაფერი გულდასმით წაიკითხოთ. ჩვენ კი საჭირო ინფორმაციას არ მოგაკლებთ. მაშ, დავიწყოთ!

როგორია სარწყავი შლანგების წნევა?

სიმართლეს გეტყვით და ძალიან ბევრნაირი შლანგი არსებობს. ფართო არჩევანი კი ხშირად გვაბნევს. თუმცა, ხარისხიან ინსტრუმენტს ეს ყველაფერზე ეტყობა. ამაზე მოგვიანებით, ახლა კი ისევ იმ თემას მივუბრუნდეთ, თუ რა სახის სარწყავი შლანგი არსებობს. პირველ რიგში, სამუშაო წნევა ვახსენოთ. თითოეულ ხელსაწყოს განსხვავებული მაჩვენებელი აქვს. არსებობს ისეთი შლანგები, რომლებიც წყალს მაღალი წნევით უშვებს და საქმეს იდეალურად ასრულებს. თუმცა, ისეთი ინსტრუმენტებიც მოგვეპოვება, რომლებიც საშუალო ან დაბალი წნევით მუშაობს. მაგალითად, ყვავილების მოსარწყავად, ძირითადად, ამ ტიპის ხელსაწყოებს იყენებენ, რადგან მიწა ნელა და თანაბრად ტენიანდება. მაღალი წნევის შემთხვევაში კი, ხშირად მცენარეს მიწა ეშლება და მძიმე შედეგამდე მივდივართ. თუმცა, თუ შლანგი ავტომობილის გასასუფთავებლად ან სხვა მსგავსი საქმისთვის გჭირდებათ, მაშინ მაღალ წნევიან ინსტრუმენტს გირჩევთ.

რამდენი შრე აქვს ინსტრუმენტებს?

განსხვავებას ყველა მახასიათებელში იპოვით და ამიტომ, თითოეულს ყურადღება მიაქციეთ. მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა შრეების რაოდენობაში იკვეთება. არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებსაც სამი შრე აქვს. ზოგს კი უფრო მეტი, უფრო ზუსტად ხუთი. ამ უკანასკნელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ, ისეთივე ყურადღება უნდა დაუთმოთ, როგორიც წნევას.

რას ვიტყოდით სიგრძესა და ზომაზე?

ისევე როგორც წინა მახასიათებლების შემთხვევაში, აქაც ბევრ სხვაობას იპოვით. შლანგების ნაწილი მცირე ზომისაა და სიგრძეც ასეთივე აქვს, ზოგი კი პირიქით, უფრო გრძელია და დიდ ტერიტორიას სწვდება. აქ ყველაფერი თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული. რომელი გირჩევნიათ? რა ტიპის საქმე გაქვთ და კონკრეტულად რა სახის სარწყავი შლანგი გამოგადგებათ? ამ კითხვებზე პასუხით ყველაფერს ნათელი მოეფინება.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში უპირატესობებს რა გამოლევს?! დიახ, ნამდვილად ასეა და მოდით, ეტაპობრივად მივყვეთ. პირველ რიგში, ის დიდი დადებითი მხარე აქვს, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. შეძენილ ხელსაწყოებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით და უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. მოკლედ, თქვენ თავიდან აირიდებთ უთავბოლო რიგებს მაღაზიებში და კიდევ სხვა მრავალ უსიამოვნებას. ჩვენთან განვადებით სარგებლობაც შესაძლებელია. დამტკიცების შემთხვევაში თანხას ანაწილებთ სასურველი თვეების რაოდენობაზე და ეტაპობრივად ფარავთ. გამოწერილი ნივთები კი თქვენამდე რაც შეიძლება მოკლე დროში მოვა. როგორც ხედავთ, უკვე მრავალი უპირატესობა გამოიკვეთა და ეს ყველაფერი არ არის, დანარჩენს უშუალოდ ყიდვის პროცესში თავად აღმოაჩენთ.

Lux Garden LGH-007 სარწყავი შლანგი Ultra Flexible 3/4x25m

Lux garden-ი მაღალი ხარისხის სარწყავი შლანგით გამოირჩევა. ინსტრუმენტი გამძლე მასალისგანაა დამზადებული და დიდხანს მუშაობს. კონკრეტული მოდელი სამ შრიანია და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი ნამდვილი მისწრებაა.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 3/4''   
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 7.24         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევ - 8 bar

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • შრეების რაოდენობა
  • მაღალი სამუშაო წნევა
  • გამძლე მასალა
  • კომპაქტურობა

Lux Garden LGH-009 სარწყავი შლანგი Flexible 1/2x50m

ბრენდი ხარისხთან ერთად, მრავალფეროვნებასაც გთავაზობთ. მეორე სარწყავი შლანგი პირველისგან განსხვავებულია. ამ კონკრეტულ მოდელს კიდევ უფრო მაღალი სამუშაო წნევა აქვს. ხელსაწყო სამ შრიანია და საკმად გრძელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ტერიტორიას ფარავს.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 50m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 7.24         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 10 bar

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი რესურსები
  • მაღალი სამუშაო წნევა
  • სამი შრე
  • სიგრძე
  • კომპაქტური ზომა

Lux Garden LGH-002 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 3/4x15m

Lux garden-ის მესამე შლანგი ხუთ შრიანია და მაღალი სამუშაო წნევა აქვს. ასევე, ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ინსტრუმენტი კარგი ხარისხისაა, ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოები. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 3/4''   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 4.33         
  • შრეების რაოდენობა - 5 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 8 bar

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხის მასალა
  • შრეების რაოდენობა
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი სამუშაო წნევა
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება