რომელი შესაწამლი აპარატი ჯობს: ბენზინის, ელემენტებიანი, თუ ხელის?

თუკი თქვენც იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც ქორწილიდან სახლში მშიერი ბრუნდება და კარტოფილს იწვავს იმის გამო, რომ საქორწილო სუფრა ზედმეტად მრავალფეროვანი იყო და ვერ ჩამოყალიბდა, რა ეჭამა, ზუსტად იქ მოხვდით, სადაც საჭიროა. თუმცა, ქვემოთ რაზეც უნდა ვისაუბროთ, მასაც მშვენივრად გამოადგება, საქორწილო სუფრაც რომ მოსწონს და მერე არც სახლში მოლხენაზე ამბობს ხოლმე უარს.

მოკლედ, 21-ე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, რომ არჩევანი საუკეთესოს შორის გააკეთოს, შეიძინოს ზუსტად ის, რაც სჭირდება და გამოუსადეგარ ნივთებში ფული ტყუილად არ გადაყაროს. ერთი კია, პრაქტიკულად, ყველა სფეროში, არჩევანი იმდენად დიდია, შესაძლოა, არასასურველი რამ მაინც შემოგვეყიდოს...

გვინდა თუ არა, გარკვეულ სირთულეებს მაინც უკავშირდება, რომელი შესაწამლი აპარატი ჯობს ჩვენი ბაღ-ბოსტან-ვენახებისთვის: ბენზინის, ელემენტებიანი, თუ - ხელის?

ჰოდა, ამჯერად, ჩვენც სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ დეტალურ საუბარს.

თუ მზად ხართ, დავიწყოთ:

დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე რომ ნორმალური მოსავლის მიღება შეუძლებელია, ამ მოსაზრებას ნებისმიერი ადამიანი დაეთანხმება, ვინც ცოტათი მაინც ერკვევა სოფლის მეურნეობის საკითხებში. და თუკი კარტოფილის რამდენიმე რიგსა თუ ბუჩქს სათლში ამოვლებული ცოცხით მიაშხურებთ კონკრეტულ ნივთიერებებს, რა თქმა უნდა, დიდ ფართობს ასეთი უჩვეულო მეთოდით ვერაფრით გაუმკლავდებით. დიახ, აქ უკვე შესაწამლი აპარატები გამოდიან ასპარეზზე და საქმეს დიდი წარმატებითაც უმკლავდებიან.

ამ მოწყობილობის გამოყენების საჭიროება უკვე ადრე გაზაფხულზე დგება, როცა მცენარე განვითარების საწყის ეტაპებს გადის. ამ პერიოდში კულტურების უხვად დამუშავებაა საჭირო, ზაფხულში - უფრო პროფილაქტიკისთვის. ადრე შემოდგომაზე, როცა ნაყოფი უკვე მომწიფდა და წვენით გაივსო, ქიმიის მიკარება რეკომენდებული აღარ არის, რადგან მოსავალი ამით კი არ გაუმჯობესდება, პირიქით, დიდი ალბათობით, დაზიანდება კიდეც.

გამოყენების სფეროები

შესაწამლი აპარატი ფართოდ გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • ზრდის სტიმულირებისთვის, მოსავლიანობის გაზრდისთვის, ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
  • მავნებლებისგან თავის დაღწევის მიზნით. იგულისხმება: მწერები, ხოჭოები, მათი ლავრები, ბუგრები და სხვადასხვა მავნებელი მიკროორგანიზმები;
  • სიცხის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე მცენარეების სუფთა წყლით მომარაგებისთვის;
  • სხვადასხვა ზედაპირის გარეცხვა-გაწმენდისთვის: ფანჯრები, იატაკი, ავეჯი და ავტომიბილებიც კი;
  • ასე და ამგვარად, შესაწამლი აპარატები დიდი მოთხოვნითა და წარმატებით სარგებლობს გლეხებში, ფერმერებში, შესაბამისი მიმართულებით მომუშავე კომპანიებში, უბრალოდ, იმ ადამიანებში, რომელთა მიწასთან მუშაობა უყვართ.

სახეობები და შესაძლებლობები

შესაწამლი აპარატი არის მოწყობილობა, რომელიც ჭავლს მაღალი წნევით გამოყოფს. ჭავლის მიღება შეიძლება როგორც ბერკეტზე ხელის ხშირი, აქტიური ზემოქმედებით, რაც ცოტა არ იყოს, დამღლელია, ისე კვების სხვადასხვა წყაროს გამოყენებით. ეს უკვე ბევრად მოსახერხებელიც არის და საქმის უფრო სწრაფად დასრულების საშუალებასაც იძლევა - საჭიროა, უბრალოდ, ღილაკზე თითის დაჭერა და ჭავლისთვის მიმართულებიც მიცემა, დანარჩენს უკვე მოტორი და ტუმბო გაუმკლავდებიან.

შესაწამლი აპარატის ძრავი შეიძლება იყოს ბენზინის ან ელექტრო. ელექტრომოტორი მასში ჩაშენებული ელემენტებით, აკუმულატორით მუშაობს.

შესაწამლი აპარატის მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ მოტორით, მრავალფეროვნებითა და სიმძლავრეებით, არამედ სხვა ტექნიკური მახასიათებლებითაც. აპარატები განსხვავებულია კონსტრუქციით, ტუმბოს აგებულებით, ავზის მოცულობით. განსხვავებულია სამუშაო მახასიათებლებიც: ნაკადის სიშორე (1-დან 15 მეტრამდე მერყეობს), მაღალ ხეებთან მუშაობის შესაძლებლობა, წნევის ძალა, ფუნქციონალი. ყველაზე ფუნქციონალური სისტემა ელექტროსტატიკური დამუხტვის სისტემის ჩართვის საშუალებასაც იძლევა.

ახლა კი მთავარი საკითხი - რომელი შესაწამლი აპარატი ჯობს: ბენზინის, ელემენტებიანი, თუ - ხელის?

ხელის (მექანიკური) შესაწამლი აპარატი

მექანიკური შესაწამლი აპარატები კარგია პატარა ბაღებისთვის, ყვავილნარებისთვის, დაბალი ბუჩქებისთვის, ახალგაზრდა ხეებისთვის. წნევას გამოიმუშავებს თავად მომხმარებელი საკუთარი ძალის გამოყენებით. არსებობს ასეთი დანადგარის რამდენიმე სახეობა: პულივიზატორიანი, ტუმბოსებრი, ბერკეტიანი.

პლუსები:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • ექსპლოატაცია არ უკავშირდება დამატებით ხარჯებს, რადგან არ სჭირდება არც ბენზინი, არც დატენვა;
  • მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მარტივია შეკეთება;
  • მუშაობის დროს არ ხმაურობს.

მინუსები:

  • არც ისე მაღალი წარმადობა;
  • სავსე ავზიანი აპარატის ტარება, საცმის მართვა და თან მუდმივად ბერკეტის მუდმივად მოძრაობა - ამ პროცედურებისგან გადაღლა გარანტირებულია;
  • რეზერვუარის მოცულობა, როგორც წესი, არც ისე დიდია, დიდხანს არ გეყოფათ.

ბენზინის შესაწამლი აპარატი

შესაწამლი აპარატი, რომლის კვების წყაროც ბენზინი გახლავთ, გათვლილია დიდი ფართობებისთვის, საშუალოდ 30-50 მეასედისთვის, ძველი, მაღალი ბაღებისთვის, ქალაქის პარკებისთვის. უპირატესობა სიმძლავრე და წარმადობაა. რამდენიმე წუთში ეფექტიანად შეასრულებთ იმავე სამუშაოს, რასაც მექანიკურის შემთხვევაში, რამდენიმე საათი დასჭირდებოდა.

ბენზინის მოტორი საკმაოდ გამძლეა, აქვს გაუმჯობესებული რესურსი, მუშაობს სტაბილურად, დატვირთვისას არ კლებულობს ბრუნვები და ასე შემდეგ. შესხურების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვინაიდან გაფართოებულია ფუნქციონალი. აქვს წვეთოვანი ფუნქცია, სრულყოფილად მუშაობს სხვადასხვა საქშენთან და განსხვავებულ რეჟიმებში. მწარმოებლები ყოველთვის ზრუნავენ მოწყობილობის ანტივიბრაციული სისტემით აღჭურვაზეც, რათ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ადამიანს ხელების კანკალი არ დაუტოვოს.

პლუსები:

  • მძლავრი და პროდუქტიული;
  • მაღალი მარგი ქმედების კოეფეციენტი;
  • დამუშავების მაღალი სიჩქარე;
  • დიდ ფართობებზე გამოყენების შესაძლებლობა;
  • მრავალფეროვანი ფუნქციონალი;
  • ტევადობა.

მინუსები:

  • აუცილებელია სათანადოდ მოვლა, შესაბამისად, სჭირდება ცოდნა და უნარები. ასევე, სჭირდება რეგულარული ტექნიკური დათვალიერება ფილტრების, ანთების სანთლების შეცვლა;
  • მუშაობისთვის სჭირდება როგორც ბენზინი, ისე ზეთი;
  • დახურულ სივრცეში გამოყენება აკრძალულია;
  • არც ისე მცირე წონა;

ელემენტებიანი შესაწამლი აპარატი

ასეთ აპარატებს ხშირად უწოდებენ ელექტროს, რისი მიზეზიც ის არის, რომ მოქმედებაში იგი ელექტროძრავის დახმარებით მოდის, თუმცა კვებას მოტორი იღებს არა ქსელიდან, არამედ ჩაშენებული ლითიუმ-იონური ელემენტიდან. მუშაობს მშვიდად, სუფთად, გამონაბოლქცის გარეშე და საკმაოდ მძლავრადაც. ელემენტებიანის ფუნქციონალი ბენზინის ვერსიისას ნამდვილად არ ჩამორჩება.

ელემენტებიანი შესაწამლი აპარატები კარგია პატარა და საშუალო ზომის ნაკვეთებისთვის, ვინაიდან მუშაობის სტანდარტული დრო 30-40 წუთია. უფრო დიდხანს მუშაობა თუ გსურთ, საჭიროა უფრო მძლავრი ელემენტების შეძენა

პლუსები:

  • მობილურობა და ავტონომიურობა;
  • უხმაურო მუშაობა;
  • ეკოლოგიურად სუფთა;
  • იდეალურია დახურულ სივრცეებში - სათბურსა და ორანჟერეაში.

მინუსები:

  • საჭიროა ელემენტის კოტროლი. იდეალურია რამდენიმე ელემენტის ქონა, რომლებსაც ერთმანეთს შეუნაცვლებთ;
  • როგორც წესი, 2-საათიანი დატენვა 30-40 წუთიანი მუშაობას ჰყოფნის;
  • ძვირია მექანიკურთან შედარებით.

დასკვნა

მექანიკური (იაფიანი და მსუბუქი წონის) აპარატი მოსახერხებელია ყვავილნარებში, სათბურებსა და ორანჟერეებში. მარტივია მათი გამოყენება ბუჩქებთან და დაბალ ხეებთან მუშაობისას. მთავარია, ბერკეტის მოძრაობისთვის ძალა და ნებისყოფა გეყოთ.

ბენზინის შესაწამლი აპარატი შეუცვლელია დიდ ტერიტორიებზე. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით ალტერნატივა, პრაქტიკულად, არც არსებობს.

საშუალო ზომის ნაკვეთებისთვის კი მოსახერხებელია ელემენტებიანი აპარატები. რაც მთავარია, „ნასესხები“ აქვს ჩინებული შესაძლებლობები როგორც მექანიკური, ისე ბენზინის „თანამოძმეებისგან“.

 

ამჯერად სულ ეს იყო. იმედია, საჭირო ინფორმაცია მიიღეთ. ახლა კი აქვე შეგიძლიათ, რამდენიმე შესაწამლი აპარატი შეათვალიეროთ, უფრო მეტს კი Holst.ge-ს შესაბამის კატეგორიაში იხილავთ.

აბა, ხვავი, ბარაქა და უხვი მოსავალი!..

 

Lux-Garden SPR-16L შესაწამლი აპარატი ლატუნის ნაკრებით

LuxGarden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი  - 6940129781210
  • წონა (კგ) - 5.31
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • კომპლექტაცია - ლატუნის შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
  • წარმადობა - 4.0 l/min

Lux-Garden MES-16L შესაწამლი აპარატი Hybrid

LuxGarden shesawamli aparati hybrid

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6940129781234
  • წონა (კგ) - 6.2
  • კვების წყარო - ელემენტი + მექანიკური (ჰიბრიდი)
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
  • წარმადობა - 4.0 l/min

Lux-Garden SPR-16LS შესაწამლი აპარატი

LuxGarden shesawamli aparati elementze

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6947785220114
  • წონა (კგ) - 5.8
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • კომპლექტაცია - ლატუნის შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
  • ავზის მოცულობა - 16 l
  • წარმადობა - 4.0 l/min

Lux Garden GSP-25L შესაწამლი აპარატი ბენზინზე

LuxGarden shesawamli aparati benzinze

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6940129781258
  • წონა (კგ) - 10.2
  • კვების წყარო - საწვავი
  • მოცულობა - ბენზინის ავზი: 0.6 l
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + ქამარი
  • კუბატურა - 26cc

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება