| რომელია საუკეთესო რეისმუსი? |
| რომელია საუკეთესო რეისმუსი? |
რა სჯობს, საკუთარი კარგი ნამუშევრით ტკბობას?! ამ დროს ნათლად იაზრებ, რომ ბევრი იშრომე, თუმცა შედეგი სახეზე გაქვს და თუ საქმე ზუსტად ისე შეასრულე, როგორც ჩაფიქრებული გქონდა, ორმაგად ბედნიერი ხარ. რა არის ამისთვის საჭირო? მონდომებასა და თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, ხელი ინსტრუმენტებმაც უნდა შეგიწყოთ. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ სათანადო ხელსაწყოთი არ იმუშავებთ, რაც უნდა მონდომებილი იყოთ, საქმე კარგად ვერ წავა.
ხის ნაკეთობების დამზადებას ბევრი შრომა სჭირდება. ყველაფერს დეტალურად უნდა შეავლოთ მარჯვე თვალები, თუმცა ხშირად ეს საკმარისი არ არის და სპეციალური ხელსაწყოა საჭირო. ხესთან მუშაობისას რეისმუსი საუკეთესოა. ეს ზუსტად ის ინსტრუმენტია, რომელიც ყველა ამ საქმეში ჩართულ ადამიანს სჭირდება. ხელსაწყო მასალას სრულყოფილ იერსახეს აძლევს, ზედმეტ ნაწილს აშორებს და სისწორეში მოჰყავს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნამუშავერს მეტ დახვეწილობას მატებს და ხის მასალაზე მუშაობისას კი ეს მნიშვნელოვანია.
ამ კითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს. რეისმუსი იქაა, სადაც ხის მასალაა. კონკრეტულ ტერიტორიას მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, ხელსაწყოს კარგად იყენებენ სახლში. ზოგიერთი ადამიანისთვის ხის ნაკეთობები ყველაფერია, ამიტომ, შესაბამის სივრცეს სახლში იწყობენ. ასე მუშაობა ძალიან კომფორტულია. თან საქმეს აკეთებ, თან ნაცნობ გარემოში ხარ. რეისმუსთან ერთად კი ყველაფერს ორმაგად ხარისხიანად შეასრულებთ. ინსტრუმენტს კარგად გამოიყენებთ სხვადასხვა საწარმოებში და საერთოდ ნებისმიერ ადგილას, სადაც ხის მასალასთან გაქვთ შეხება.
ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს: რა მისამშაბათებულიაო. ამ ფრაზას მაშინ იყენებენ, როცა საქმე სანახევრად ან ცუდადაა შესრულებული. ზუსტად ასეთი იქნება რეისმუსის გარეშე მუშაობა და საბოლოო ვერსიაზე სწორედ ამის თქმა მოგიწევთ. ეს კი არავის აწყობს. როცა ბევრს შრომობ, შედეგიც კარგი გინდა. ამ სიტუაციიდან თქვენი დახსნა მხოლოდ რეისმუსს შეუძლია. უხმეთ ნებისმიერ დროს და საქმეს არ დაზარდება.
ნებისმიერი ინსტრუმენტის შერჩევისას, ყურადღებაა საჭირო. ერთი გაუთვალისწინებელი დეტალი და ყველაფერი თავდაყირა შეიძლება დადგეს. ასე რომ არ მოხდეს, თითოეულ მახასიათებელს კარგად უნდა გაეცნოთ და ამის შემდეგ შეიძინოთ. ბევრი საყურადღებო ფუნქცია არსებობს, მაგრამ სიმძლავრე უდავოდ ლიდერია. პირველ რიგში ყურადღება ამ უკანასკნელზე უნდა გაამახვილოთ. ძირითადად, სამი სახის რეისმუსი არსებობს: მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის. ყველას თავისი გამოყენების არეალი აქვს. მაგალითად, თუ ინსტრუმენტი რთული საქმისთვის გჭირდებათ, უმჯობესია მაღალი ძალის ხელსაწყო შეიძინოთ. შედარებით მსუბუქი საქმისთვის კი საშუალო ან დაბალი სიმძლავრე სრულიად საკმარისია.
პირველ რიგში, იმით დავიწყოთ, რომ Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, ყველაფერი სწორად გაიგეთ. ინსტრუმენტების შესაძენად მაღაზიაში მისვლა, რიგში დგომა, დროისა და ენეგრიის ხარჯვა არ გჭირდებათ. საქმე იმაზე მარტივადაა, ვიდრე წარმოიდგენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. შეკვეთილ ნივთებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით და რაც მთავარია, ძალიან მალე. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ, რადგან ვიცით, როგორი ცუდია, როცა ნივთს შენამდე მოსასვლელად საუკუნე სჭირდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონების მასშტაბითაც ვრცელდება. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ.
Dewalt-ი მომხმარებლების რჩეულია. ბრენდი მუდამ ხარისხიანი ხელსაწყოებით გვანებივრებს, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. სანდო ინსტრუმენტები ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ და საქმეს სრულყოფილად შეასრულებს. ამაზე დიდი უპირატესობა კი რა უნდა იყოს?! მოკლედ, Dewalt-ს თამამად შეგიძლიათ ენდოთ და ზუსტად იცოდეთ, რომ იმედს არ გაგიცრუებთ. რაც შეეხება კონკრეტულ რეისმუსს, მაღალი სიმძლავრისაა და სწრაფად მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს რომ საქმეს დიდიხანს არ ანდომებს, პირიქით, თვალის დახამხამებაში ასრულებს. თუ ბევრი სამუშაო გაქვთ, მაგრამ ცოტა დრო, თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. ხელსაწყოს მუშაობის მაღალი სიღრმე აქვს, ანუ ზედაპირულად კი არა, საკმაოდ ღრმად მუშაობს. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, მტვრისგან დამცავი და ორი ცალი ქანჩის მოსახსნელი. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ რეისმუსს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაგიჭრით. ასეთ დროს ხელსაწყო სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, სადაც სათანადოდ მიხედავენ. ინსტრუმენტს შეაკეთებენ და სრულყოფილ მდგომარეობაში დაგიბრუნებენ, ან ახლით ჩაგინაცვლებენ. მოკლედ, არ გაპრობლემდება. კონკრეტული რეისმუსის კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია. ხელსაწყო ძლიერია, ყველა მონაცემები საუკეთესო აქვს და ამ სიკეთეებთან ერთად, ფასიც ადეკვატურია. მოკლედ, Dewalt-ის რეისმუსს ყველანაირ რეკომენდაციას ვუწევთ.

კომპლექტაცია:
უპირატესობები: