| რომელია ტოპ 3 ბალახის ტრიმერი? |
| რომელია ტოპ 3 ბალახის ტრიმერი? |
ზაფხულში ბალახი სწრაფად იზრდება და თუ ყურადღებას დროულად არ მიაქცევთ, ყველაფერი გაუვალ ჯუნგლებს დაემსგავსება. მოვლილი და ერთ სიგრძეზე გადაჭრილი ბალახი კი თვალისთვის ფრიად საამებელია. იქედან გამომდინარე, რომ ხელის შევლება მოკლე დროში სჭირდება, კომფორტული ხელსაწყო უნდა შეარჩიოთ. ამ ყველაფერში კი ბალახის ტრიმერი უპირობოდ დაგეხმარებათ. ეს ძალიან კომპაქტური ხელსაწყო მუშაობის პროცესს სასიამოვნოს ხდის, იმდენად, რომ თავს ლაღად იგრძნობთ და აღიღინდებით კიდეც. ახლა კი უფრო მნიშვნელოვან საქმეზე გადავიდეთ და რიგი საკითხები განვიხილოთ.
ნებისმიერი ინსტრუმენტის შერჩევისას ყურადღებაა საჭირო. მახასიათებლებს კარგად უნდა დააკვირდეთ, ერთმანეთს შეადაროთ, საქმის სიმარტივე/სირთულე განსაზღვროთ და ხელსაწყო ამ მონაცემებზე დაყრდნობით იყიდოთ. როცა ამ ეტაპებს გაივლით, უკვე ყვეალფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამ მარტივი წესების მიხედვით, ზუსტად ისეთ ტრიმერს შეიძენთ, როგორიც გჭირდებათ. სწორედ ამიტომ, პირველი ნაბიჯი საქმის დონის განსაზღვრა და ინსტრუმენტების მონაცემების გადახედვაა.
გაზონის გაკრეჭვასა და მოვლაში ტრიმერი ნომერ პირველია. ინსტრუმენტის შერჩევისას კარგი იქნება, თუ რამდენიმე მახასიათებელს გაითვალისწინებთ. სიმძლავრე ერთ-ერთია, რომელსაც უნდა დაეყრდნოთ. ასევეა, ბრუნვის სიჩქარე, მოტორის ტიპი და სხვა მონაცემები. თითოეულის შემთხვევაში ერთი მარტივი პრინციპი მოქმედებს. თუ ინსტრუმენტს ყოველდღიურად იყენებთ და ტრიმერი მუდმივად თქვენი საქმიანობის ნაწილია, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი და მაღალი მონაცემების ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. ასე საქმე ბევრად მარტივად შესრულდება და დიდ ტერიტორიას მოკლე დროში დაამუშავებთ. თუმცა, ყოველთვის მაქსიმალური სიმძლავრის ხელსაწყო საჭირო როდია. იმ შემთხვევაში, თუ ბალახის ტრიმერი ეზოსთვის გსურთ და თვეში რამდენჯერმე უნდა გამოიყენოთ, მაშინ საშუალო ან დაბალი მონაცემების ტრიმერი შეარჩიეთ.
ყველა ხარისხიანი ბრენდი ჩვენთან შეიყარა, კერძოდ, Tolsen, Dewalt, Lux garden, Black and decker და კიდევ სხვა. მაღალ ხარისხთან ერთად, ბრენდები ფართო არჩევანს გთავზობთ. მხოლოდ ერთი და ორი კი არა, Holst-ზე ბევრად მეტი ინსტრუმენტი დაგხვდებათ. ხელსაწყოები მაღალი სამუშაო რესურსებით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდხანს მუშაობს. ამაზე მნიშვნელოვანი კი რა უნდა იყოს?! ზუსტად გეცოდინებათ, რომ თქვენს ხელთ საუკეთესო ინსტრუმენტია და საჭირო მომენტებში მუდამ გვერდით იგულებთ.
Holst - ონლაინ ჰიპერმარკეტი, რომელიც სრულ კომფორტს გთავაზობთ. ზუსტად რა მოიაზრება ამ სიტყვებში? უპირველესად ის, რომ შერჩეულ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იღებთ. მაღაზიაში მისვლა, საცობში დროის კარგვა, რიგში უაზროდ გატარებული წუთები და სხვა მსგავსი უსიამოვნებები წარსულს ბარდება. ხელსაწყოს შესაძენად ამდენი პროცესის გავლა საჭირო აღარ არის. ინსტრუმენტებს სახლში მიიღებთ და თანაც ძალიან სწრაფად. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბალახის ტრიმერი იქნება თუ სხვა ინსტრუმენტი, ხელსაწყოებს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგაწვდით. უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო მომსახურება უფასოა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
როგორც უკვე ვთქვით, Dewalt ხარისხიან ბალახის ტრიმერებს გთავაზობთ. ზუსტად ასეთია ეს კონკრეტული მოდელი. ამავდროულად, საკმაოდ მძლავრია და ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, ერთი ელემენტი, ერთი დამტენი, ქამარი და საცვლელი პირები.

Lux and garden-ის ტრიმერი ელემენტზე მუშაობს და კარგი მონაცემები აქვს. ინსტრუმენტი ძალიან კომპაქტური გამოსაყენებელია და დისკომფორტს არცერთ მომენტში არ შეგიქმნით. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია და ელემენტი მოყვება.

Tolsen-ის ტრიმერი საშუალო სიმძლავრისა და მონაცემების მქონეა. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას მაშინვე გადაჭრის. ტრიმერს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ძალიან კომპაქტურია.
