რომელია ტოპ 3 ჰაერის კომპრესორი?

ჰაერის კომპრესორი ის უნიკალური ხელსაწყოა, რომელიც საქმეს ორმაგად სწრაფად და ხარისხიანად შეგასრულებინებთ. სამუშაოს ბოლოს კი მხოლოდ კმაყოფილების შეგრძნებით იქნებით სავსე. ხელსაწყო მართლაც საუკეთესოა და ამ საქებარ სიტყვების ნამდვილად იმსახურებს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სად და რა სიტუაციაში გამოიყენებთ კომპრესორს?

სად დაგჭირდებათ კომპრესორი?

გულწრფელად რომ ვთქვათ, კომპრესორი ყველანაირ სიტუაციაში სულაც არ გჭირდებათ. მაგალითად, სახლში, თუ უშუალოდ ამ საქმეში არ ხართ ჩართული, იშვიათად გამოგადგებათ. თუმცა, აქ ერთი საყურადღებო ფაქტია. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გყავთ, შეიძლება ხშირად დაგჭირდეთ. არსებობს ავტომობილისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები, რომელიც საბურავის სწრაფად შეკეთებაში დაგეხმარებათ. ასეთი ვითარებისთვის კი ინსტრუმენტის ქონა საჭიროა. ხელსაწყოს მეშვეობით საქმეს მარტივად და სწრაფად შეასრულებთ. კომპრესორი ყველაზე მეტად სხვადასხვა საამქროსა და ავეჯის საწარმოებში დაგჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანია რომ თუ ავტოსახელოსნოს ფლობთ, აუცილებლად თან გქონდეთ, რათა საქმე თვალის დახამხამებაში შეასრულოთ, თანაც ყოველგვარი გართულების გარეშე.

როგორ მუშაობს ჰაერის კომპრესორი?

ჰაერის კომპრესორი მრავალი კარგი ფუნქციითაა აღჭურვილი. ხელსწყოს მთავარი მოვალეობა სხვა ინსტრუმენტების ამუშავებაა. თითოეული მათგანი კომპრესორს უმაგრდება და მათ წნევით ამარაგებს. თუ რამდენ ხელსაწყოს დაიმაგრებს, ეს უკვე მონაცემებზეა დამოკიდებული. რაც უფრო მძლავრია და რაც უფრო მაღალი აქვს სხვა მახასიათებლებიც, მით მარტივია რამდენიმე ინსტრუმენტის ამუშავება. სხვა შემთხვევაში, ენერგიას მხოლოდ ერთ ხელსაწყოს უნაწილებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ კომპრესორის შეძენისას?

ინსტრუმენტის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იმისთვის, რომ ხელსაწყო ზუსტად მოერგოს თქვენს საქმეს, მახასიათებლებს გულისყურით უნდა გადახედოთ. პირველ რიგში, სიმძლავრე და ტევადობაა გასათვალისწინებელი. თუ ჰაერის კომპრესორი დიდი საამქროსთვის გსურთ, მაშინ რაც შეიძლება მაღალი სიმძლავრისა და მოცულობის ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. მსგავსი ტიპის კომპრესორი ხარვეზების გარეშე იმუშავებს და თავისუფლად გაუძღვება რთულ საქმესაც. ასევე, ერთს კი არა, რამდენიმე ხელსაწყოს დაიმაგრებს და ბევრად სწრაფი იქნება. თუმცა, ყოველთვის ასეთი შეიძლება სულაც არ დაგჭირდეთ. იმ შემთხვევაში, თუ შედარებით მსუბუქი საქმისთვის გინდათ, შეგიძლიათ საშუალო ან დაბალი სიმძლავრის კომპრესორი შეიძინოთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ინსტრუმენტებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს არაჩვეულებრივი წესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვრცელდება. გამოწერილი ნივთები თქვენამდე რაც შეიძლება მოკლე დროში მოვა. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან არსებული ინსტრუმენტები მაღალი ხარისხითა და სამუშაო რესურსებით გამოირჩევა. თითოეული ხელსაწყო კარგად და დიდხანს მუშაობს.

CROWN CT36032-კომპრესორი 200L

Crown-ი მრავალი წელია მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. ბრენდი საუკეთესო ხელსაწყოებითაა ცნობილი. რა გასაკვირია, რომ გამონაკლისი არც კომპრესორების შემთხვევაა. კონკრეტული ინსტრუმენტი მაღალი სიმძლავრითა და ტევადი ავზით გამოირჩევა. კომპრესორს საკმარისი წნევა და ბრუნვის სიჩქარე აქვს იმისთვის, რომ რთულ საქმეებს თავისუფლად ჩაუდგეს სათავეში. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონს გამოიყენებთ.

Crown haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.25kw
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 88
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 200 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min
  • წარმადობა - 250 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 3HP

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ტევადი ავზი
  • მაღალი წნევა
  • ფუნქციები
  • გამძლეობა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

საშუალო ტევადობის ჰაერის კომპრესორს თუ ეძებთ, Schpindel-ის ეს კონკრეტული მოდელი საუკეთესოა. ხელსაწყოს საკმაოდ მაღალი სიმძლავრე და წნევა აქვს. ასევე, გამოირჩევა მაღალი ბრუნვის სიჩქარით. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Scpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • წარმადობა
  • მოცულობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • სიმძლავრე

TOLSEN TOL1793-73125 ჰაერის კომპრესორი 24L

Tolsen-ის ჰაერის კომპრესორი უფრო მარტივი საქმეებისთვისაა შექმნილი. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და მეტად კომპაქტურია. ხარისხი, რა თქმა უნდა, მაღალია და ამ მხრივ, შეგიძლიათ გულდადებული იყოთ. კომპრესორი კარგად და დიდხანს მუშაობს.

Tolsen haeris kompresori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 23
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 188 l/min         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • მაღალი წნევა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება