რომელია ტოპ 3 რჩეული გენერატორი?

ერთხმად ვთანხმდებით, რომ ყოველდღიურობაში ელექტრო ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კი გამონაკლისი შემთხვევაა და არ მოგვეწოდება, რთულ სიტუაციაში ვვარდებით. ზუსტად მაშინ გვახსენდება, რომ ტელეფონი გვაქვს დასატენი, ლეპტოპის ბატარეაც ბოლო წუთებს ითვლის, ხსნა კი არსაიდან ჩანს. სინამდვილეში გამოსავლის პოვნა მარტივია, თუ თან გენერატორი გაქვს. ხელსაწყო აღნიშნულ პრობლემას თვალის დახამხამებაში აგვარებს. ინსტრუმენტის ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ დატენოთ მობილური, ჩართოთ ტელევიზორი და ა.შ. იმ დროსაც, როცა ელექტრო ენერგია გამორთულია. კი, მაგრამ როგორ? ბლოგში ზუსტად ამ და სხვა მნიშვნელოვან კითვებს გავცემთ პასუხს.

როგორ მუშაობს გენერატორები?

როგორც უკვე ვახსენეთ, გენერატორი პრობლემის მოგვარების დიდოსტატია. ინსტრუმენტს ზუსტად მაშინ იყენებთ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ, კერძოდ, ელექტრო ენერგიის არ ქონის შემთხვევაში. გენერატორები ენერგიის წყაროებია. თითოეული ხელსაწყო დიდ ძალას ფლობს, რომელსაც სხვა ელექტრო მოწყობილობებს უნაწილებს. სწორედ ამ ენერგიით მუშაობს დანარჩენი ხელსაწყოები. ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ საწვავია საჭირო. მთავარია, ეს უკანასკნელი ადგილზე გქონდეთ და სხვა მხრივ, არაფერია სანერვიულო. თუ უეცრად დაგჭირდებათ, საქმეს არ დაგზარდებათ, ამას წყალი არ გაუვა.

სად გამოიყენებთ გენერატორებს?

გენერატორების გამოყენების არეალი ფართოა, რადგან ნებისმიერ დაწესებულებაში მოიხმართ. პირველ რიგში, სახლით დავიწყოთ. ამ სივრცეში შეიძლება ყოველდღიურად სულაც არ დაგჭირდეთ, უფრო მეტიც, იშვიათად გამოიყენოთ, მაგრამ “შავი დღისთვის” თადარიგი დაიჭიროთ და წინასწარ შეიძინოთ, რა იცით როდის გამოგადგებათ. აქ ადგილმდებარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ რეგიონში ცხოვრობთ, სადაც ხშირია სტიქიური მოვლენები და ამის გამო ელ. ენერგია ხშირად ირთვება, გენერატორი დაგჭირდებათ. ასე უფრო იმედიანად იქნებით. ასევე, ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა იყოს ისეთ ადგილას, როგორიცაა საავადმყოფო, სტომატოლოგიური კლინიკები და ა.შ. განსაკუთრებით საჭიროა რეანიმაციული განყოფილებებისა და სხვა გადაუდებელი დახმარების სივრცეებისთვის. გენერატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ მაღაზია აქვთ ან სულაც ოფისი. ინსტრუმენტის მეშვეობით, საქმეს ხელი არ შეეშლება და შეუფერხებლად იმუშავებთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ გენერატორის შერჩევისას?

გენერატორების მხრივ სრული მრავალფეროვნებაა, შერჩევისას კი ყურადღება გვმართებს. ინსტრუმენტი რომ თქვენს საჭიროებებს ზუსტად მოარგოთ, მახასიათებლებს კარგად უნდა გადაავლოთ თვალი. პირველ რიგში, ყურადღება სიმძლავრეზე გაამახვილეთ. რაც უფრო მძლავრია გენერატორი, მით მეტად კარგად მუშაობს, ენერგიას დიდხანს ინარჩუნებს. თუმცა, მთლად ასეც არ არ არის. თუ ხელსაწყო საავადმყოფოსთვის გსურთ, მაშინ მაქსიმალური ძალის მქონე ინსტრუმენტი დაგჭირდებათ, თუმცა სახლში თუ გინდათ და ამავდროულად, იშვიათად უნდა გამოიყენოთ, დაბალი სიმძლავრეც საკმარისია. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ავზის მოცულობა, სტარტერის მონაცემები, საწვავის ტიპი და სხვა მახასიათებლები. ეს ყველაფერი შერჩევის ეტაპს გაგიმარტივებთ. საბოლოოდ, ზუსტად ისეთ გენერატორს შეიძენთ, როგორიც გჭირდებათ.

რა უპირატესობები აქვს Holst-ს?

დასაწყისში იმას გეტყვით, რომ Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია. ეს კი უკვე ბევრ უპირატესობაზე მიანიშნებს. ნივთების შესაძენად მაღაზიაში მისვლა რომ არ გჭირდებათ, ხომ იცით? დიახ, ნამდვილად ასეა. ხელსაწყოებს საიტიდან იწერთ და ელოდებით. ასე მარტივადაა საქმე. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ნივთებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ და ნივთებს მალე მიიღებთ. ამ მეთოდით ბევრ დროს დაზოგავთ. სანამ ხელსაწყო თქვენამდე მოვა, შეგიძლიათ სხვა საქმე გააკეთოთ და არცერთი წუთი არ დაკარგოთ. რაც შეეხება თავად ხელსაწყოებს, თითოეული მათგანი ხარისხიანია და მაღალი სამუშაო რესურსები აქვს. 

TOLSEN TOL1764-79993 გენერატორი (START) 8000W

Tolsen-ი მუდამ გამძლე და მაღალრესურსიან გენერატორებს გთავაზობთ. კონკრეტული ინსტრუმენტი საკმაოდ მძლავრია და ტევადი ავზი აქვს, რაც უკვე დიდი უპირატესობაა. ხელსაწყოს ნებისმიერ ვითარებაში კარგად გამოიყენებთ.

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 8.0kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 92
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 27 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • სტარტერი - ავტომატური/მექანიკური       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ტევადი ავზი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ხარისხი

TOLSEN TOL1763-79992 გენერატორი (START) 5500W

მეორე გენერატორი საშუალო სიმძლავრისაა და ტევაზი ავზი აქვს. ასევე, კომფორტული გამოსაყენებელია და სრულ რეკომენდაციას ვუწევთ.

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 5.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 87
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 27 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • სტარტერი - ავტომატური/მექანიკური       
  • ზეთი - 10-40W/5-40Wწ

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომფორტული სტარტერი
  • ავზის მოცულობა

TOLSEN TOL1762-79991 გენერატორი 3000W

ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე დაბალი სიმძლავრის გენერატორს წარმოგიდგენთ. შედარებით მსუბუქი საქმისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, ასეთივე საქმეზე კარგად მუშაობს. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 3.0kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 47.1         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 16 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • სტარტერი - მექანიკური       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მექანიკური სტარტერი
  • ფუნქციები
  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება