რომელია ყველაზე კარგი რეისმუსი? |
რომელია ყველაზე კარგი რეისმუსი? |
ხისა და ბეტონის დასამუშავებელ ინსტრუმენტებს შორის, რეისმუსი უდავოდ ლიდერი და საქმის პროფესიონალია. ხელსაწყოს არაფერი ეშლება, პირიქით, იდეალურად მუშაობს და ყველას კმაყოფილს ტოვებს. ინსტრუმენტს ბევრი საოცარი თვისება აქვს და საჭიროა თითოეული მათგანი გულდასმით შეისწავლოთ, რათა მუშაობისას რეისმუსი მაქსიმალურად აითვისოთ და კარგად გამოიყენოთ. სანამ დეტალურ განხილვაზე გადავალთ, მანამდე იმას გეტყვით, რომ ბლოგში ბევრ საინტერესო თემას შევეხებით, ამიტომ, კომფორტულად მოეწყვეთ და დავიწყოთ.
ინსტრუმენტის შერჩევისას ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ არსებობს ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელიც, რომელიც პირველ ადგილას უნდა დააყენოთ. ზუსტად ასეთი საყურადღებოა სიმძლავრე. ძალა ყველაფერს განაპირობებს, მათ შორის, იმას, თუ რამდენად ეფექტურად, მძლავრად და სწრაფად იმუშავებს ინსტრუმენტი. ამ საკითხთან დაკავშირებით კი ჩვენი რჩევა შემდეგია: იმ შემთხვევაში თუ რეისმუსის გამოყენება ყოველდღიურად გიწევთ, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. მაგალითად, 1800 ვოლტიანი ხელსაწყო რთული სამუშაოსთვის, საკმაოდ ეფექტურია. სხვა შემთხვევაში კი შეგიძლიათ ოდნავ დაბალი სიმძლავრის რეისმუსი დაიხმაროთ. თუ ხისა და ბეტონის დამუშავება არა თქვენი ყოველდღიურობა, არამედ უბრალოდ ჰობია, მაშინ სჯობს საშუალო ან დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტით დაიწყოთ.
ეს ორი მახასიათებელი, სიმძლავრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. ბრუნვის სიჩქარეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ კონკრეტული მონაცემის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რამდენად სწრაფად შეასრულებს რეისმუსი დაკისრებულ მოვალეობას. თუ დღის განმავლობაში ბევრი საქმე გაქვთ და გინდათ რომ მოკლე დროში შეასრულოთ, ამავდროულად, ყველაფერი ხარისხიანად იყოს, მაშინ მძლავრთან ერთად, სწრაფი რეისმუსი უნდა შეიძინოთ. ასევე, ფრიად საყურადღებო საკითხია მუშაობის სიღრმე. ზოგიერთი ინსტრუმენტი მასალას ღრმად ამუშავებს და საქმეს ძირფესვიანად ასრულებს. ამის ფონზე კი არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ზედაპირულად მუშაობს. ორივეს თავისი დანიშნულება აქვს, მთავარია თქვენ რომელი გჭირდებათ. ზუსტად ამის მიხედვით უნდა შეარჩიოთ რეისმუსი.
შესაძლოა ყველა რეისმუსს დამატებითი ინსტრუმენტები არ მოყვებოდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ მოდელს, რომელიც ბლოგში უნდა წარმოგიდგინოთ, კომპლექტაცია თან ახლავს. ნაკრებში კი მტვრისგან დამცავი და 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი შედის. კონკრეტული ნივთები მუშაობის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ და საქმეს მეტად წინ წაწევს. ამაზე უკეთესი კი რა შეიძლება იყოს?! მოკლედ, ჩამოთვლილი ნივთები ხელს გაგიმართავთ და მაქსიმალურად დაგეხმრებათ.
ყველაფრის სახლიდან გაუსვლელად შეძენა გიყვართ? თუ ამ კითხვის პასუხი დადებითია, მაშინ Holst.ge უთუოდ შეგიყვარდებათ, რადგან სწორედ ასეთ კომფორტს გთავაზობთ. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სრულიად მომხმარებლებზეა მორგებული. სასურველ ნივთებს საიტზე არჩევთ და იწერთ. სულ ეს არის. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. გამოწერილ ნივთებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით, მთასა თუ ბარში, ყველგან მოგაგნებთ. თუმცა, ყველაფერი აქ არ სრულდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო მომსახურება სრულიად უფასოა.
Dewalt-ის მძლავრ რეისმუსს სრულ რეკომენდაციას ვუწევთ. ხელსაწყოს მაღალი ბრუნვის სიჩქარე და ღრმად მუშაობის უნარი აქვს. ინსტრუმენტს თან ახლავს მტვრისგან დამცავი, 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი და ერთ წლიანი გარანტია. Dewalt-ის რეისმუსი იდეალური ვარიანტია პროფესიონალებისთვის.
უპირატესობები: