რომელია ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოების ნაკრები? |
რომელია ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოების ნაკრები? |
იდეალური თუ რამეს ეთქმის, ეს უდავოდ ხელსაწყოების ნაკრებია. კომპლექტი ბევრ გამოსადეგ ნივთს აერთიანებს და სხვადასხვა საქმისთვის გამოიყენება. კონკრეტული ადგილი, თუ სად მოიხმართ უკეთ, არ არსებობს. ინსტრუმენტების ნაკრები ყველგან შეიძლება დაგჭირდეთ, ამიტომ, უმჯობესია, თადარიგი დაიჭიროთ. უშუალოდ შერჩევის პროცესზე რომ გადავიდეთ, საკმაოდ მარტივია, მთავარი იმის ცოდნაა, თუ როგორი სახის ხელსაწყოები გჭირდებათ.
პირველ რიგში, ყურადღება ხელსაწყოების რაოდენობას მიაქციეთ. ბევრნაირი ხელსაწყოების ნაკრები არსებობს და ერთ-ერთი განსხვავება სწორედ ეს უკანასკნელია. არსებობს 216 და ასევე, 89 ცალიანი კომპლექტი. პირველში ძალიან ბევრი ნივთი შედის, თითქმის ყველაფერი რაც მსგავს ნაკრებში უნდა იყოს. მცირე ცალიანი ნაკრები კი ყველანაირი სახის ხელსაწყოს არ მოიცავს. აქ შეიძლება შეგხვდეთ ქანჩის გასაღების კომპლექტს, ან უფრო სტანდარტულ ინსტრუმენტებს.
წარმოიდგინეთ, ერთ საშუალო ზომის ყუთში ყველაფერია. კომპლექტში შეხვედებით ინსტრუმენტებს, რომლებიც კარის შესაკეთებლადაა გამოსადეგი და ეს მხოლოდ დასაწყისია. ნაკრებში ბევრად რთული საქმისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტებსაც გადააწყდებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერია, რაც შეიძლება სახლსა თუ მის გარეთ დაგჭირდეთ. ამასთან ერთად, მთავარი უპირატესობა კომპაქტურობაა. როგორც დასაწყისში ვთქვით, ერთ ყუთში ბევრი ხელსაწყო თავსდება. გადასაადგილებლად კი საკმაოდ მარტივია. მართალია, რაც უფრო მეტია ინსტრუმენტი, მით მძიმეა, მაგრამ დისკომფორტს მაინც არ შეგიქმნით.
Holst.ge - ზე რომ ყოველთვის ფართო არჩევანია, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში ასეა და გამონაკლისი არც ინსტრუმენტების ნაკრებია. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში სხვადასხვა კომპლექტს გადააწყდებით. ზოგი მცირე ხელსაწყოებს მოიცავს, ზოგიც კი ბევრს. რაც უნდა იყოს, ხარისხი ნებისმიერ შემთხვევაში მაღალია. რაც შეეხება უშუალოდ ბრენდებს, Tolsen, Schpindel, და Stanley დაგხვდებათ. ამ სამეულიდან რომელიმეს გამოყოფა კი ძალზედ რთულია. თითოეული ბრენდი ხარისხზე პასუხისმგებელია. ასე რომ არ იყოს და გამოუსადეგარი პროდუქტი ჰქონდეთ, ჩვენთან ვერ მოხვდებოდა. მრავალჯერ გატესტვამ კი, დაადასტურა რომ საქმე კარგ ხელსაწყოებთან გვაქვს. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ ნებისმიერ ბრენდს ენდოთ.
პირდაპირ გეტყვით, რომ ხელსაწყოების ნაკრებს საგარანტიო ტალონი არ მოყვება. რატომ ? პაუსხი ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ არ სჭირდება. კი მაგრამ ეს როგორ ? დიახ, კომპლექტში შემავალი ნივთები, ხელის ინსტრუმენტების კატეგორიაში გადის. საუშაოდ დენის წყარო და მსგავსი რამეები არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე და სხვა მახასიათებლები არ აქვს. საგარანტიო ტალონი კი უფრო ასეთ ხელსაწყოებს სჭირდება. თუ კი საქმიანობის დროს აღმოაჩენთ, რომ საკმარისი ძალით არ მუშაობს და ა.შ, მაშინ სერვის ცენტრში მიიტანთ და გარანტიას გამოიყენებთ. თუმცა, ხელსაწყოების ნაკრებს ასეთი ქარხნული წუნი, შეუძლებელია რომ ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საგარანტიო ტალონი არ სჭირდება.
სამყაროში ახალი წესები მოქმედებს. მსოფლიო დისტანციურ მოდელზე გადავიდა და მუშაობა, სწავლა - ყველაფერი ონლაინაა შესაძლებელია. საკმაოდ კარგი მოცემულობაა, რადგან ასე ბევრად კომფორტულია. უკვე ხელსაწყოების შეძენაც კი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. დიახ, Holst- ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და შეკვეთას საიტიდან აფორმებთ. სასურველ მოდელს აქვე არჩევთ და ბოლოს იძენთ. აქამდე რამდენიმე მარტივი საფეხურია გასავლელი. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი სრულიად უფასოა.
კარგი ხელსაწყოები სანთლით საძებარია, მაგრამ არა ჩვენთან. Holst.ge - ზე ასეთი ინსტრუმენტები ყოველ ნაბიჯზე დაგხვდებათ. ეს 216 ცალიანი ნაკრები კი მართლაც არაჩვეულებრივია. კომპლექტი თითქმის ყველა ინსტრუმენტს მოიცავს. საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებთ. მაგალითად, შეძლებთ ხელსაწყოების ნაწილით ონკანი შეაკეთოთ და დანარჩენით მეტად რთული საქმე შეასრულოთ.
უპირატესობები:
გულწრფელად რომ ვთქვათ, Tolsen - ი მუდამ გამორჩეული ბრენდია. სულ ფართო არჩევანსა და გამძლე ინსტრუმენტებს გვთავაზობს. ეს კონკრეტული მოდელი 116 ცალიანია და კომფორტული გამოსაყენებელია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
უპირატესობები:
ბოლო ხელსაწყოების ნაკრები 89 ცალიანია. ძალიან კომპაქტური გამოსაყენებელია, მარტივი გადასაადგილებელია და ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ წაიღოთ. კონკრეტული ინსტრუმენტების ნაკრები ყველასთვის გამოსადეგია. იდეალურად გამოიყენებთ, როგორც სახლისთვის, ასევე, გარე სამუშოებისთვისაც.
უპირატესობები: