რომლებია ყველაზე გაყიდვადი დრელები?

გსმენიათ, დრელის ოსტატობის შესახებ ? საქმენი საგმირონი ნამდვილად მისი ხელწერაა. ინსტრუმენტი ყველა რთულ სიტუაციას უმკლავდება და თან როგორ? ძალიან ყოჩაღად. მოკლედ, სანგრევ - სახვრეტი ხელსაწყოებიდან, ნამდვილად გამორჩეულია. თუმცა, დრელის შეძენისას ყურადღება გვმართებს. არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. ბლოგში სწორედ ამაზე უნდა გიამობოთ. მაშ ასე, დავიწყოთ.

რა განსხვავებაა დრელებს შორის ?

  • სიმძლავრე

იდენტური ხელსაწყოები რთულად მოიძებნება, მინიმალური სხვაობა მაინც ყველგან გვხვდება. მთავარი კი სიმძლავრეა და აქეთკენ მეტი ყურადღება მომართეთ. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტები. თითოეულს თავისი გამოყენების არეალი აქვს. მძლავრი დრელი რთულ საქმეზე უნდა დაიხმაროთ. სწორედ მაშინ, როცა ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად უნდა შეასრულოთ. მეორე კატეგორიაში შემავალი დრელები საშუალო დონის საქმეზე გამოიყენება. ზედმეტი გადატვირთვის გარეშე, იდეალურად მუშაობს. რაც შეეხება დაბალი ძალის მქონე ხელსაწყოს, კარგი იქნება, თუ მხოლოდ მარტივ სამუშაოს მიანდობთ. ასეთ საქმეს კარგად ასრულებს, აი, რთულს კი ნაკლებად ეგუება. ხანგრძლივ მუშაობას შეჩვეული არ არის, ამიტომ, ძალიან ნუ გადატვირთავთ.

  • მუშაობის სიღრმე

რა იქნება მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, თუ არა მუშაობის სიღრმე ? დიახ, ნამდვილად საყურადღებო საკითხია. დრელი, ძირითადად, სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე, ხესა და მეტალზე. თითოეულს სხვადასხვა სიღრმით ბურღავს. ყველაზე მეტად ხესთან მეგობრობს, თუმცა, დანარჩენ მასალებზეც კარგად მუშაობს. საბოლოოდ, ინსტრუმენტებს მაინც განსხვავებული მაჩვენებელი აქვს. ზოგი მეტალს უფრო ღრმად ბურღავს, ზოგი კი ნაკლებად. სწორედ ამიტომ, შეძენამდე თითოეული ხელსაწყოს მახასიათებლებს გადახედეთ.

მოყვება თუ არა დრელს დამატებითი ნივთები ?

ინსტრუმენტების ნაწილს კომპლექტაცია მოყვება, რომელშიც სხვადასხვა ნივთი ერთიანდება. დრელის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი. კონკრეტული ნივთების მეშვეობით, უფრო უკეთ იმუშავებთ. ხელსაწყოები საქმეს გაგიმარტივებთ.

რატომ Holst.ge ?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ის, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, ყოველგვარი რიგში დგომისა და ნერვების წყვეტის გარეშე. ყველაფერი მარტივადაა, რამდენიმე ღილაკზე ხელის დაჭერა და ნივთები თქვენთან აღმოჩნდება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ კი თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბითაც ვრცელდება.

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt- ის ინსტრუმენტებს ხარისხი არასდროს დაეწუნება. ხელსაწყოებს მაღალი სამუშაო რესურსები აქვს და მუდამ ფორმაშია. ზუსტად ასეა დრელის შემთხვევაშიც. იმით დავიწყოთ, რომ საკმაოდ მძლავრია. ინსტრუმენტი სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე, ხესა და მეტალზე. სამივეს გულდასმით ამუშავებს, მაგრამ ყველაზე მეტი სიღრმით ხეს. დრელს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, სახელური და სიღრმის მარეგულირებელი.

Dewalt eleqtro dreli

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.63         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბურღვის სიღრმე
  • ფუნქციები

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch- ის დრელი საშუალო სიმძლავრისაა. ინსტრუმენტი ხეზე, ბეტონსა და მეტალზე მუშაობს. რამდენიმე ფუნქცია აქვს, კერძოდ, ბურღვის და ბურღვისას დარტყმის. დრელს ერთ წლიანი გარანტია  და კომპლექტაცია მოყვება.

Bosch eleqtro dreli

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 570W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დამატებითი ნივთები
  • დარტყმის სისწრაფე

CROWN CT10125-ელექტრო დრელი 300W

Crown- ის დრელზე რას ვიტყვით ? მხოლოდ ქებით შემოვიფარგლებით, რადგან უარყოფითის გამონახვა რთულია. ხელსაწყო მუდამ გამართულად მუშაობს. სიმძლავრიდან გამომდინარე, უმჯობესია, მსუბუქი საქმეები მიანდოთ.

Crown eleqtro dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 300W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.5-6.5mm       
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/13mm/6.5mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • სამ მასალაზე მუშაობის ფუნქცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება