საჭირო ინფორმაცია ელექტრო სახრახნისზე |
საჭირო ინფორმაცია ელექტრო სახრახნისზე |
არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც შეიძლება ყველას დასჭირდეს. მნიშვნელობა არ აქვს პროფესიონალი ხართ, თუ უბრალოდ მოყვარული. ელექტრო სახრახნისი სწორედ ასეთი ინსტრუმენტია. კაცმა არ იცის, როდის გამოგადგებათ და რა სიტუაციაში გაგიმართავთ ხელს. როგორც წესი, ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა ადამიანს ესაჭიროება. კერძოდ, რა საქმეს აკეთებს ინსტრუმენტი ? მისი მთავარი მოვალეობა ხრახნების დამაგრებაა. სხვადასხვა მასალაზე უპრობლემოდ უნდა იმუშაოს და საქმე სწრაფად შეასრულოს.
ელექტრო სახრახნისის შერჩევა მარტივია, თუ მასზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობთ. მთავარია ყურადღება სიმძლავრეს, სიჩქარესა და მუშაობის სიღრმეს მიაქციოთ. გარდა ამისა, სხვა მახასიათებლებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტად მაინც ჩამოთვლილები. სახრახნისი კი შემდეგნაირად უნდა შეარჩიოთ. პირველ რიგში, განსაზღვრეთ, თუ როგორი საქმე უნდა მიანდოთ. მაგალითად, რთული და ხანგრძლივი სამუშაოსთვის, მძლავრი სახრახნისი დაგჭირდებათ. ასეთ ხელსაწყოს დაბრკოლებები არ აშინებს და საქმესაც მეტად სწრაფად ასრულებს. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც ბევრია, როცა დაბალი სიმძლავრეც მისაღებია. მეტიც, მსუბუქ საქმეებზე სწორედ ასეთი ინსტრუმენტი გამოგადგებათ. მთავარი გასათვალისწინებელი ამბავი, ზუსტად ეს არის. დანარჩენზე კი გზადაგზა გიამბობთ.
ნებისმიერი ხელსაწყოს შერჩევისას, ათასი თვალი და ყურია საჭირო. ცხადია, გამონაკლისი არც ელექტრო სახრახნისია. ამიტომ, სიმძლავრის გარდა, საყურადღებო ბევრი დეტალია. ამ მხრივ ბრუნვის სიჩქარე, მოწინავე პოზიციაზეა. ამ მახასიათებლისთვის თვალ-ყურის მიდევნება აუცილებელია. რას გაიგებთ ამ მონაცემებით ? კერძოდ, იმას თუ რამდენ ხანში შეასრულებს სახრახნისი საქმეს. მაღალი ბრუნვის სიჩქარის მქონე ინსტრუმენტები, სწრაფად მუშაობს და მუდამ ეფექტურია. ასეთი ხელასწყოები რთულ საქმესაც მარტივად აგვარებს. თუ კი ამ საქმეში თავით გადაშვებული ხართ, მაშინ აუცილებლად მაღალი მონაცემების მქონე სახრახნისი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, არსებობს განსვხვებული სიტუაციები, როცა დაბალი სიჩქარეც დამაკმაყოფილებელია. ძირითადად, მცირე საქმეებს ვგულისხმობთ. შედარებით მსუბუქი სამუშაოსთვის ზედგამოჭრილია. მაგალითად, თუ იშვიათად გამოიყენებთ და უბრალოდ სათადარიგოდ იქნება, მაშინ საშუალო სიჩქარე ზუსტად რომ შესაფერისია.
ელექტრო სახრახნისი ორი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ხესა და მეტალზე. ორივეს სხვადასხვა სიღრმით ბურღავს. უფრო მეტად კი, მაინც ხესთან მეგობრობს. ამ მასალაზე მეტად მარტივად მუშაობს. პრობლემა არც მეტალზე ექმნება, თუმცა ხეზე უკეთ ხრახნის. ზოგადად, ელექტრო სახრახნისები ასეა და ეს მხოლოდ ჩამოთვლილ ხელსაწყოებს არ ეხება.
იქედან დავიწყოთ, რომ ყველა სახრახნისს კომპლექტაცია არ ახლავს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ დამატებითი ნივთები დიდი უპირატესობაა. ძირითადად, კომპლექტში ელემენტი, დამტენი, ქეისი, სახრახნისი და სათადარიგო პირი შედის. ინსტრუმენტებს ყველა ნივთი არ ახლავს, მაგრამ რამდენიმე კი. მაგალითად, კონკრეტულ მოდელს შეიძლება ელემენტი და დამტენი მოყვებოდეს. თუმცა, ჩამოთვლილი ინსტრუმენტებიდან ერთ-ერთს თითქმის ყველა ხელსაწყო ახლავს.
ზოგჯერ სახლიდან გასვლა დიდ ტანჯვასთანაა კავშირში. უფრო სწორად, მაშინ როცა მაღაზიაში ელექტრო ინსტრუმენტების შესაძენად მიდიხართ. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ გზაში ბევრ დროს კარგავთ და გარდა ამისა, ინსტრუმენტები უმეტესად მძიმეა და სახლამდე მოტანა ჭირს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკეთეს გზას გთავაზობთ. ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა საჭირო აღარ არის. თუ ხელსაწყოებს ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან გამოიწერთ, რამდენიმე დღეში თქვენთან იქნება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. არც ის დაგვავიწყდეს, რომ 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ საიტზე განთავსებული ყველა ბრენდი ხარისხიანია და თვალდახუჭული შეგიძლიათ ენდოთ.
იმ მომენტამდეც მივედით, როცა ხელსაწყოები დეტალურად უნდა განვიხილოთ. Dewalt - ის სახრახნისით ვიწყებთ და იმას გეტყვით, რომ გამძლე ინსტრუმენტია. ამასთანავე, ფუნქციურადაც სრულად გამართულია და მაღალი მახასიათებლები აქვს. სიმძლავრე და სიჩქარე კარგ ნიშნულზეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელსაწყოს რთულ საქმეზეც დაიხმართ. ინსტრუმენტი ელემენტზე მუშაობს და აქ ყურადღებას ერთი მთავრი დეტალი იქცევს. ელემენტი აუცილებლად გამძლე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში საქმე ცუდად იქნება. Dewalt - ის სახრახნისი უპრობლემოა და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერი ხარისხიანი აქვს.
უპირატესობები:
Bosch - ის ხელსაწყოს შედარებით მცირე ძალა აქვს. საშუალო სიმძლავრის მქონე ინსტრუმენტი ასეთივე მასშტაბის საქმისთვის კარგია. სახრახნისი ელემენტზე მუშაობს და ძალების აღსადგენად მხოლოდ ერთი საათი სჭირდება. ასევე, დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი. ინსტრუმენტი ხესა და მეტალზე მუშაობს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მესამე ბრენდი Black and decker - ია. ხარისხით წინამორბედებს არ ჩამორჩება, მაგრამ მონაცემები შედარებით დაბალი აქვს. საშუალო სიძლავრის მქონე ისნტრუმენტი, მსუბუქი საქმეებისთვის გამოდგება. მაინცდამაინც გადატვირთვა არ უყვარს. ხელსაწყო მეტალსა და ხეს ხრახნის. მეტი სიღრმით კი, ამ უკანასკნელზე მუშაობს. ინსტრუმენტს ელემენტი და დამტენი ახლავს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მეოთხე სახრახნისი Crown - ს ეკუთვნის. ხელსაწყოს გამძლე ელემენტი აქვს და დიდხანს მუშაობს. ასევე, 6 თვიანი გარანტია მოყვება და ქარხნული წუნის შემთხვევაში, პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. თავად ინსტრუმენტი საშუალო სიმძლავრისაა. შეიძლება რთულ საქმეებს ვერ შეეჭიდოს, მაგრამ მარტივ სამუშაოებს კარგად უმკლავდება. კომპლექტაციაში საკმაოდ ბევრი ნივთი შედის, კერძოდ, ელემენტი, დამტენი, ქეისი და ათი ცალი სახრახნისის სათადარიგო პირი.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები: