სად და როგორ გამოიყენებთ ჰაერის კომპრესორს |
სად და როგორ გამოიყენებთ ჰაერის კომპრესორს |
ჰაერის კომპრესორის აუცილებლობაზე ბევრს ვისაუბრებთ და ამავდროულად გეტყვით, ისეთი ხელსაწყო არ არის, ყველას რომ სახლში უნდა ჰქონდეს. ინსტრუმენტის გამოყენების არეალი განსაზღვრულია. ორიოდე სიტყვით ამ საკითხსაც შევეხებით. მანამდე იმას გეტყვით, რომ ხელსაწყო თქვენს გულს მალე მოიგებს. იმდენად მარჯვეა, რომ სხვაგვარად შეუძლებელია.
ხელსაწყოს იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ენეგრიას სხვა ინსტრუმენტებს უნაწილებს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ეს გაუგებრობა რომ უფრო გავამარტივოთ, სხვანაირად ავხსნათ. პარალელურად წარმოიდგინეთ, თორემ ჩახლართული ამბავია და რომელიმე პუნქტს არ ჩამორჩეთ. მოკლედ, ჰაერის კომპრესორს სხვა ხელსაწყო უნდა დაამაგროთ. შესაძლოა ერთს ან რამდენიმეს იტევდეს. ეს სიმძლავრეზეა დამოკიდებული. შემდეგ კი მაღალი წნევით ინსტრუმენტებს ჰაერს გადასცემს და მათ სწრაფად აამუშავებს. ზოგიერთი ხელსაწყოსთვის კომპრესორის ძალა აუცილებელია. ამიტომ, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სანამ პრაქტიკულად არ ნახავთ, მაინც ბუნდოვანია, მაგრამ იმედია ქვემოთ განხილული საკითხები, ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით.
ჰაერის კომპრესორს რამდენიმე ადგილას გამოიყენებთ. ავეჯის საამქროში ან სხვადასხვა საწარმოში აუცილებლად დაგჭირდებათ. ავტოსახელოსნოშიც კი შეამჩნევთ და იცით რისთვის იყენებენ ? საბურავის შესაკეთებლად სწრაფი და მარტივი საშუალებაა. პრინციპი აქაც იგივეა: კომპრესორზე სხვა ხელსაწყოს ამაგრებენ და მუშაობას იწყებენ. საბურავი პირვანდელ იერს მოკლე დროში იბრუნებს და საქმეც გვარდება. კომპრესორის გარეშე კი ლოდინი დიდხანს გრძელდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხელსაწყო.
ზოგჯერ სიმართლე მწარეა, მაგრამ მაინც სჯობს ვთქვათ. დიახ, ჰაერის კომპრესორის გარეშე არაფერი გამოვა. მაგალითად, საბურავის შესაკეთებლად სხვა გზაც არის, მაგრამ დიდ საწარმოებში ხელსაწყოს გარეშე რთულია. საქმეს ძალიან ბევრ დროს მოანდომებთ და თავს ზედმეტად გადაიღლით. ჰაერის კომპრესორი კი საშუალებას გაძლევთ, სწრაფად იმუშაოთ, მოკლე დროში ბევრი რამ მოასწროთ და თავი ნაკლებად დაიტვირთოთ.
ერთი ოქროს წესი არსებობს და ეს სიმძლავრეზე გადის. იქედან დავიწყოთ, რომ სამი სახის კომპრესორი არსებობს. პირველი კატეგორიაში მძლავრი ინსტრუმენტები შედის. აქ საუბარი ისეთ ხელსაწყოებზეა, რომელთათვისაც შეუსრულებელი საქმე არ არსებობს. მთები რომ იყოს გადასადგმელი, ალბათ ამასაც უპრობლემოდ იზამდა. მართალია, ვაჭარბებთ, მაგრამ მძლავრი კომპრესორი მართლაც რთულ საქმეებს ასრულებს. მეორე ადგილს საშუალო სიმძლავრის ინსტრუმენტი იკავებს. ასეთი ხელსაწყო როგორც დიდ, ასევე პატარა საწარმოებში გამოგადგებათ. აი, მესამე კატეგორიას კი მხოლოდ მცირე საქმისთვის თუ გამოიყენებთ. აქ დაბალი სიმძლავრის კომპრესორებია თავმოყრილი. მართალია მთებს ვერ გადადგამს, მაგრამ პატარა დაწესებულებებს გულითადად ეხმარება. თუ დამწყები ხართ და ჯერ მცირე საქმეები გაქვთ, მაშინ კარგად გამოიყენებთ. შემდეგ კი მეტად მძლავრს შეიძენთ. დასაწყისისთვის ესეც საკამრისია.
უმჯობესია ყურადღება მოცულობასა და ბრუნვის სიჩქარესაც მიაქციოთ. ამ მახასიათებლებით ბევრ რამეს განსაზღვრავთ. მძლავრი, ტევადი და მაღალი სიჩქარის მქონე ხელსაწყო, მხოლოდ ერთს კი არა, რამდენიმე ხელსაწყოს იმაგრებს. დიდ საამქროებში სწორედ ასეთი დაგჭირდებათ. ამ დროს საქმე კიდევ უფრო მარტივდება და სწრაფად სრულდება. მაგალითად, 200 L მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეგიძლიათ კომპრესორს რთული საქმე მიანდოთ.
ჰაერის კომპრესორის სიდიდე და სიმძიმე ფოტოებიდანაც კი იგრძნობა. რეალურადაც ასეა და გადაადგილება დიდ ენერგიას მოითხოვს. მუშაობის პროცესში პრობლემა არ არის, რადგან ხშირი მოძრაობა არ მოუწევს. აი, მაღაზიიდან დანიშნულების ადგილამდე მიტანა, ოდნავ რთულია. ჩვენ კი კარგ გამოსავალს გთავაზობთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია. ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საიტზე რამდენიმე მარტივ პროცედურას გადიხართ და ნივთს იწერთ. სულ ესაა, არაფერი რთული. ჩვენს კურიერებს კი საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოაქვთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე მიტანა უფასოა. დროის დაზოგვის მიზნითაც იდეალური გამოსავალია.
სხვა ხელსაწყოების შემთხვევაშიც ასეა და ამჯერადაც გახარებთ, რომ მრავალფეროვან კომპრესორებს წარმოგიდგენთ. პირველობა Schpindel - ს ერგო. გულწრფელად, ბრენდზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით. თავად ხელსაწყო კი მძლავრია, 200 L მოცულობა და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. ასევე, ძლიერი წნევა და წარმადობა. ყველა მახასიათებელი ფორმაშია და თამამად ვიტყვით, რომ ინსტრუმენტი ყველანაირი სახის საქმეს ასრულებს. ასევე, ჰაერით რამდენიმე ხელსაწყო ერთდროულად ამარაგებს და ამ კუთხითაც უპირატესობით სარგებლობს.
უპირატესობები:
Crown - ის კომპრესორი საშუალო კატეგორიას მიეკუთვნება. საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. ეფექტრუად მუშაობაში ხელს არაფერი უშლის. მართალია ოდნავ ნაკლები სიმძლავრისაა, მაგრამ მაინც. მოცულობით 100L- ია, რაც ნორმალური მაჩვენებელია. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყევბა. ზოგჯერ მუშაობის პროცესში თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ეს არც ჩვენი ბრალია და მით უმეტეს, არც თქვენი. საგარანტიო ტალონი კი პრობლემის გადასაჭრელად არსებობს. ასეთ დროს ხელსაწყო სერვის ცენტრში მიგაქვთ. იქ კი ხარვეზს მარტივად პოულობენ და ძველს ახალი ნაწილებით ცვლიან.
უპირატესობები:
Schpindel - ის 200 L - იანი კომპრესორიდან 50 L - ზე ჩამოვედით. კონკრეტული მოდელს შედარებით დაბალი მონაცემები აქვს. დანარჩენების მსგავსად, მაღალი წნევა აქვს, თუმცა სიმძლავრესა და სხვა მახასიათებლებზე იმავეს ვერ ვიტყვით. ეს არაფერია, რადგან კომპრესორი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. ერთ ინსტრუმენტს დაიმაგრებს და საქმეს შემართებით მოეკიდება.
უპირატესობები:
კიდევ ერთი ხარისხიანი ბრენდით, Tolsen - ით ვასრულებთ. ჰაერის კომპრესორი გამძლე და კომპაქტურია. სიძლავრეს კიდევ არაუშავს, მაგრამ მცირე მოცულობისაა. დიდ საქმეებს ვერ გაწვდება, თუმცა მცირე სამუშაოებს კარგად ერგება. ერთ წლიანი გარანტია ადგილზეა და ჩვენი შეთავაზებაც, უფასო მიტანის თაობაზე, ძალაშია.
უპირატესობები: