სად შეიძენთ ხარისხიან ბარგალკას

სიცრუე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მეტალთან მუშაობა რთულია. ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ ხის მასალა უფრო მარტივად დასამორჩილებელია. მეტალის შემთხვევაში კი პროცესი მეტად შრომატევადია. თუმცა, ვერაფერს მოვუხერხებთ იმას, რომ ზოგჯერ მასალის დაჭრა ან დამუშავებაა საჭირო. ამის გარეშე კი საქმე ვერ კეთდება. შეუიარაღებელი ხელით მეტალთან ბრძოლა უშედეგოა. ბარგალკა სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც დახმარების ხელს გამოგიწვდით, ერთგულ მეგობრად მოგევლინებათ და საქმეს ზედმიწევნით შეასრულებს.

რა ვიცით ბალგარკების შესახებ ?

კუთხსახეხის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. პირველ რიგში ხელსაწყოს სიმძლავრე დგას. როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში, ამ უკანასკნელს აქაც დიდი როლი აქვს. რც უფრო მაღალი სიმძლავრისაა, მით ეფექტურად მუშაობს. პროფესიონალები სწორედ ასეთ ბალგარკებს ირჩევენ. თუმცა, დამწყებთათვის ნაკლები სიმძლავრის კუთხსახეხიც კარგად გამოსაყენებელია. ზოგიერთი ბალგალკა ელემენტით მუშაობს, ზოგი კი არა. გადაჭრით თქმა, თუ რომელი სჯობს, რთულია. დადებითი და უარყოფითი თვისებები ყველაფერს აქვს, მათშორის ელემენტსა და სხვა წყაროზე მომუშავე ბალგარკებსაც. ინსტრუმენტის ფორმას შორის ორი არჩევანი გაქვთ. რომელსაც გსურთ იმას შეიძენთ, გრძელ ან მოკლე ტარიანს. კუთხსახეხებს განსხვავებული სიჩქარე აქვს. არსებობს როგორც სწრაფი ასევე ნაკლებად ჩქარი ინსტრუმენტები. თქვენ როგორიც გჭირდებათ, ამის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, საქმის სიხშირიდან გამომდინარე. ბარგალკებზე ისიც ვიცით, რომ სხვადასხვა ზომისა და წონისაა. ეს უკანასკნელი სიმძლავრეზეა დამოკიდებული. თუ კი მაღალი მახასიათებლები აქვს, მაშინ წონითაც მძიმეა. თუმცა, იმდენს არცერთი იწონის, რომ პრობლემა გამოიწვიოს. რაც შეეხება ზომას, კუთხსახეხების უმეტესობა სრულიად კომპაქტურია.

ახლავს თუ არა კომპლექტაცია ?

ზოგიერთ ხელსაწყოს დამატებითი ნივთები არ სჭირდება. ყველაფრის გარეშე, მარტო მუშაობს და ეფექტურობისთვის არაფერი სჭირდება. ბარგალკა ასეთი არ არის. უფრო ზუსტად, საქმეს თავს კომპლექტაციის გარეშეც ართმევს, მაგრამ ნივთები უკეთ მუშაობაში ეხმარება. ამიტომ, ჩამოთვლილ კუთხსახეხებს კომპლექტი ახლავს.  მასში კი შეიძლება დამატებითი სახელური, დამცავი ან ქანჩი მოყვებოდეს. ზოგიერთ ბარგალკას სამივე მოყვება.

სად უნდა ეძებოთ ხარისხიანი ბარგალკა ?

მრავალნაირი კუთხსახეხი არსებობს, მაგრამ ყველა სანდო როდია. უხარისხო ხელსაწყო კი მეტალის რთულ ნაერთებთან, სათანადოდ ვერ ურთიერთობს. მწყობრიდან მარტივად გამოდის და მასალასაც აზიანებს. სივრცე, სადაც ასეთ ინსტრუმენტებს ვერ იხილავთ, Holst.ge- ია. ონლაინ ჰიპერმარკეტში არასანდო ბრენდები და უხარისხო პროდუქტები ფიზიკურად არ არის. ამიტომ, აქ მხოლოდ რჩეულ ინსტრუმენტებს გადააწყდებით.

კიდევ რა უპირატესობა აქვს Holst.ge - ის ?

გარდა ხელსაწყოების ხარისხისა, Holst.ge კიდევ ბევრ უპირატესობას ფლობს. კერძოდ, ინსტრუმენტებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო სერვისით სარგებლობთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასო მიტანა ვრცელდება. დასავიწყებელი არც სასიამოვნო მომსახურებაა. დანარჩენი უკვე თავად უნდა გამოსცადოთ.

ბრენდები

ამჯერად, ოთხ განსხვავებულ ბარგალკაზე უნდა ვისაუბროთ. თითოეული ერთმანეთისგან, როგორც მახასიათებლებით, ასევე ბრენდებითაც სხვადასხვაა. Dewalt. Bosch, Stanley და Crown ყველანაირი სახის კუთხსახეხებს გთავაზობთ. მრავალფეროვნებაში თქვენთვის სასურველს აუცილებლად იპოვით. მანამდე კი ჩვენ დაგეხმარებით. არჩევა რომ გამარტივდეს, ბლოგი გზამკლვლევის როლს შეასრულებს. ახლა კი დროა ჩამოთვლილი ხელსაწყოები დაწვრილებით განვიხილოთ.

Dewalt DCG405N-XJ კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 18V ელემენტის გარეშე

როცა Dewalt - ზე ვსაუბრობთ, თვალწინ ყოველთვის დახვეწილი და ხარისხიანი ხელსაწყოები წარმოგვიდგება. ყოველ ჯერზე ზუსტად ასეთ ინსტრუმენტებს გვთავაზობს. ბარგალკის დიზაინს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მიხედვით მისი მოხერხებულობა დგინდება. კუთხსახეხს კომპაქტურობა მოეთხოვება. ეს მასალასთან უკეთ ურთიერთობაში ხელს უწყობს. მოკლედ, დიზაინზე ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, Dewalt - ის ბალგარკა ამ მხრივაც გამორჩეულია. სიმძლავრე ყოველთვის დასაკვირვებელი მახასიათებელია. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. კონკრეტული ბარგალკა კი მძლავრია და სწრაფადაც საქმიანობს. ამაში ხელს სიჩქარეც უწყობს. Dewalt - ის კუთხსახეხი ელემენტით მუშაობს. მთავარი კვების წყარო სწორედ ესაა. მოტორი კი უნახშირო აქვს. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. დამხმარე ნივთებით მუშაობა კი ბევრად კომფორტულია. ინსტრუმენტი მოკლე ტარიანია, რაც დამატებით კომპაქტურობას მატებს. ბარგალკას ერთ წლიიანი გარანტიაც მოყვება.

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 18V       
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.75         
  • კვების წყარო - ელემენტი                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-9000min         
  • მოტორი - უნახშირო
  • ფუნქციები - Restart Protection

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • ფუნქციები
  • სიჩქარე

BOSCH კუთხსახეხი 2200w 180mm GWS 22-180 H

Bosch - ის მლავრი კუთხსახეხი პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი. რა თქმა უნდა, გამოყენება დამწყებსაც თავისუფლად შეუძლია, მაგრამ უფრო რთულ საქმეზეა გათვლილი. მაღალი რესურსები დიდხანს ამუშავებს და ეფექტურობას ყოველთვის უნარჩუნებს. ხელსაწყოს გრძელი ტარი აქვს. ბრუნვის მაღალი სიჩქარე და ფუნქციები დიდი უპირატესობაა. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. ხელსაწყოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დამცავი აუცილებელი ატრიბუტია. ამიტომ, ყველა განხილულ ბარგალკას მოყვება. სახელური და ქანჩი კი მუშაობას კომფორტულს ხდის. გარდა ამისა, ინსტრუმენტები კონკრეტულ სიტუაციებში ისედაც სჭირდება. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

Bosch bargalka

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 2200W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი     
  • ზომა - 180mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 5   
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-8500min         
  • ფუნქციები - Restart Protection

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიჩქარე
  • გაძლეობა
  • გარანტია
  • სიჩქარე

STANLEY - SG7125-TR Small კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 750W

Stanley კიდევ ერთი წარმატებული ბრენდია. ამჯერად, საშუალო სიმძლავრის ბარგალკას გთავაზობთ. ხელსაწყო ეფექტურობას წლების შემდეგაც ინარჩუნებს. ისეთივე სიზუსტით მუშაობს, როგორც თავდაპირველად. თუმცა, ასე მხოლოდ საშუალო სირთულის საქმეზეა. სიმძლავრიდან გამომდინარე, სრულად დატვირთვას ნაკლებად უძლებს. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. ფორმით მოკლე ტარიანია, ზომით კი მეტად მოსახერხებელი. პრობლემას არც წონა შეგიქმნით. სიმსუბუქე კიდევ ერთი დადებითი თვისებაა. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

STANLEY bargalka

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125m
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.3
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-12000min

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი  

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • გარანტია

CROWN CT13501-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 650W 115mm

ბოლოს კი Crown - ის კუთხსახეხი უნდა გაგაცნოთ. მისგან უპირობო ერთგულებას ნამდვილად შეგიძლიათ ელოდოთ. თუმცა, შედარებით მარტივ საქმეზე უნდა მიუშვათ. სიმძლავრიდან გამომდინარე, შეიძლება მთელი დღე მუშაობას ვერ გაუძლოს. დამწყებთათვის მეტად გამოსადეგია. ნორმალური სიჩქარე და რესურსები აქვს. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. ფორმით მოკლე ტარიანია. ამას დამატებული ზომა და წონა კომფორტს შეგიქმნით. მსუბუქი ხელსაწყო კომპაქტურია. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 650W   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 115mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება