სად უნდა ეძებო საუკეთესო ელექტრო ფრეზი?

ხისა და ბეტონის დასამუშავებელ ინსტრუმენტს ეძებ, მაგრამ არ იცი რომელია საუკეთესო? ელექტრო ფრეზი ზუსტად ის არის, რაც საქმის იდეალურად შესასრულებლად გჭირდება. ხელსაწყო სწორედ ამ ტიპის სამუშაოებს ასრულებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ დავალებას თავს კარგად ართმევს. ინსტრუმენტს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გზა და გზა ყველას განვიხილავთ. პირველ რიგში, ძირითადი მახასიათებლებით დავიწყოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ თავდაპირველად?

უპირველესად, თვალშისაცემი სიმძლავრეა. ბევრი რამ სწორედ ამ მახასიათებელზეა დამოკიდებული. ყველაფერი კატეგორიებად იყოფა, მაგალითდ, არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის ფრეზი. სად როგორი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ? ამის გამოცნობა არც ისე რთულია, რადგან საქმიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოთ. იმ შემთხვევაში, თუ ხისა და ბეტონის დამუშავება თქვენი ყოველდღიურობაა და ამ ორ მასალასთან ხშირი შეხება გაქვთ, მაშინ მაღალი სიმძლავრის ელექტრო ფრეზი დაგჭირდებათ. თუმცა, არსებობს ისეთი მომენტებიც, როცა ნაკლები სიმძლავრე მეტად გამოსადეგია. თუ ამ საქმიანობას ახლა იწყებთ, ან უბრალოდ ყველაფერი კარგად იცით, მაგრამ ინსტრუმენტი სახლისთვის გჭირდებათ, სადაც ბევრი საქმე არ გაქვთ, მაშინ საშუალო ან დაბალი ძალის ფრეზი მოიკითხეთ.

ბრუნვის სიჩქარე რამდენად მნიშვნელოვანია?

ეს კონკრეტული მახასიათებელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ისე უნდა გაითვალისწინოთ, როგორც სიმძლავრე. რთულ საქმეზე მაღალი ბრუნვის სიჩქარიანი ფრეზი უნდა შეარჩიოთ, რათა ხელსაწყომ სწრაფად და გამართულად იმუშაოს, შრომატევად საქმესაც მოერიოს. სხვა შემთხვევაში, თუ შესასრულებელი საქმე არც ისე რთულია და თან დროც საკმარისად გაქვთ, შეგიძლიათ საშუალო ან დაბალი სიჩქარის ელქტრო ფრეზი გამოსცადოთ.

რამდენად კომპაქტურია ელექტრო ფრეზი?

როცა საქმე ხისა და ბეტონის დამუშავებას ეხება, ინსტრუმენტმა ხელი მაქსიმალურად უნდა შეგიწყოთ, რადგან საკმაოდ სპეციფიკური საქმეა და კომფორტი მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ მხრივ სანერვიულო არაფერია, რადგან ელექტრო ფრეზი ძალიან კომფორტული ხელსაწყოა და 100%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ ინსტრუმენტს ყველა კარგად შეეწყობა.

რაში დაგეხმარებათ საგარანტიო ტალონი?

ჩვენს ონლიან ჰიპერმარკეტში არსებულ ყველა ხელსაწყოს ერთ წლიანი, ან მეტ ხნიანი გარანტია მოყვება. კი, მაგრამ რა საჭიროა? ზოგჯერ თავს ისეთი უსიამოვნო მოვლენა იჩენს, როგორიცაა ქარხნული დეფექტი. ეს უკანასკნელი მხოლოდ მუშაობის დროს ვლინდება, სხვა შემთხვევაში მისი შემჩნევა შეუძლებელია. როგორ ვიქცევით იმ დროს თუ ხელსაწყოს ქარხნული წუნი გამოუვლინდა? ზუსტად ამისთვისაა გარანტია. ამ შემთხვევაში ხელსაწყო სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, სადაც ყველაფერს გულდასმით შეამოწმებენ და შეაკეთებენ, ან ახლით ჩაგინაცვლებენ. ოღონდ ამისთვის საგარანტიო ტალონის ქონა აუცილებელია, ამიტომ, საიმედო ადგილას შეინახეთ.

Dewalt DW615-QS ელექტრო ფრეზი 900W

Dewalt-ი არა მარტო ელექტრო ფრეზებში, არამედ ზოგადადაც ცნობილია, როგორც საუკეთესო ხელსაწყოების მწარმოებელი. კონკრეტული ინსტრუმენტი მაღალი სიმძლავრით, ბრუნვის სიჩქარით და მუშაობის სიღრმით გამოირჩევა. ხელსაწყო თავისუფლად იმუშავებს რთულ საქმეზე და მარტივზე ხომ თავისთავად. ფრეზს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, გადამყვანი, მიმმართველი, მტვრის შესაგროვებელი და პარალელური მისაბჯენი. ჩამოთვლილი ინსტრუმენტები სამუშაო პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

Dewalt eleqtro frezi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 900W   
  • ზომა - 6-8mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 8000-24000min 
  • ფუნქციები - ფრეზირების დიამეტრი 36mm         
  • მუშაობის სიღრმე - 0-55mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი 17/13mm და 8mm
  • მიმმართველი
  • მტვრის შესაგროვებელი
  • პარალელური მისაბჯენი     

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ნივთები
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • მუშაობის სიღრმე
  • ფუნქციები
  • ერთ წლიანი გარანტია

Crown CT26010HX - როუტერი ელემენტის გარეშე 20V Max

ფრეზსს საშუალო დონის საქმისთვის ეძებთ? მაშინ Crown-ის ეს ხელსაწყო იდეალური ვარიანტია. ინსტრუმენტი გამართულად მუშაობს და კიდევ ერთი უპირატესობა, გამძლე ელემენტი აქვს. ეს უკანასკნელი დიდხანს ძლებს და ძალას ბოლომდე ინარჩუნებს. ხელსაწყოს თან ახლავს მიმმართველი, მტვრის შესაგროვებელი ადაპტერი, პარალელური მისაბჯენი და ქანჩი.

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 20V       
  • ზომა - 6 / 8mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.29         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 10000-30000min
  • მუშაობის სიღრმე - 20mm

კომპლექტაცია:

  • მიმმართველი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი
  • ქანჩი  

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • გამძლე ელემენტი
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე

TOL2291-79539 ელ. მინი ფრეზი 650W

Tolsen-ის ელექტრო ფრეზი კარგი ვარიანტია შედარებით მსუბუქი საქმისთვის. ინსტრუმენტი მაღალი ხარისხისაა და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, ძალიან კომპაქტურია, რადგან მინი ფრეზია. ასეთი ინსტრუმენტით მუშაობა კი უფრო მარტივი და სასიამოვნოა.

Tolsen eleqtro frezi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 500W   
  • ზომა - 1/4″ & 6mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 33500min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება