სად უნდა შეიძინო საუკეთესო დამაგრძელებელი?

ბლოგში ისეთ ხელსაწყოზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ეს საჭირო ინსტრუმენტი დამაგრძელებელია, რომელიც ნებისმიერ ადგილას გამოგადგებათ. ბევრი უპირატესობა აქვს, გზა და გზა კი ყველას გაგაცნობთ. ბოლოს უკვე რამდენიმე საუკეთესო დამაგრძელებელს განვიხილავთ, რათა შერჩევა კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ, თუმცა მანამდე ზოგადად მიმოვიხილოთ.

რა უპირატესობები აქვს ინსტრუმენტს?

დამაგრძელებლები ყველაზე კომპაქტური და გამოსადეგი ხელსაწყოების ნუსხაში იკავებს ადგილს. ზუსტად იმისთვისაა შექმნილი, რომ ყოველდღიურობა გაგიმარტივოთ. ხარისხიანი დამაგრძელებელი პრობლემის გადაჭრის დიდოსტატია. მაინც რა სიტუაციაში გამოგადგებათ ინსტრუმენტი? ერთხელ მაინც ყველას გვქონია ის მომენტი, როცა გემრიელად მოვეწყობით საყვარელ სასუსნავთან ერთად, წინ ლეპტოპს მოვიმარჯვებთ და ეს ესაა ფილმი უნდა ჩავრთოთ, რომ ლეპტოპი ხელებში გვაკვდება. სასწრაფოდ დამუხტვა ესაჭიროება და ჩვენც ისღა დაგვრჩენია ადგილი დავთომოთ, ისეთი სივრცე ვიპოვოთ, სადაც დენის წყაროა და იქ მოვეწყოთ. ამასობაში, განწყობაც ფუჭდება და აღარც ფილმის ნახვა გვსურს. დამაგრძელებელი სწორედ ამ უსიამოვნო სიტუაციას აგარიდებთ. ადგილის დათმობა აღარ მოგიწევთ და ლეპტოპსაც მარტივად დამუხტავთ. ინსტრუმენტი აუცილებელია სახელოსნოებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში. ხელსაწყოს ყოველთვის დენის წყაროსთან ვერ მიიტანთ, ეს კი საქმეს გაართულებს. თუმცა, როცა გვერდით დამაგრძელებელი გეგულება, ყველაფერი მოგვარებადია.

რა განსხვავებაა დამაგრძელებლებს შორის?

სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრნაირი დამაგრძელებელი არსებობს. თითოეული ერთმანეთისგან მკვეთრად ან მცირედით განსხვავდება. პირველ რიგში, ამ ყველაფერს ჩამრთველების რაოდენობაში გადააწყდებით. ზოგიერთ ინსტრუმენტს 5 ჩამრთველი აქვს, ზოგსაც 3 და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადენის სიგრძე. ყველას სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. ინსტრუმენტების ნაწილი გრძელია, ზოგიც საშუალო სიგრძით გამოირჩევა, ასევე, არსებობს შედარებით მოკლე დამაგრძელებლები. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ თქვენ როგორი გჭირდებათ. საყურადღებო მახასიათებლებია: სიხშირე, ვოლტი და კვეთა. რაც შეეხება წონას, ამ მხრივ დისკომფორტს არცერთი ხელსაწყო არ შეგიქმნით. ყველა მათგანი ძალიან მსუბუქი და მარტივად გადასაადგილებელია. თითოეულს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია, რაც იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ამ წუნის აღმოჩენა კი გარეგნული დათვალიერებით შეუძლებელია, რადგან მხოლოდ მუშაობის პროცესში ვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ ასე იქნება, საგარანტიო ტალონს, ხელსაწყოსთან ერთად, სერვის ცენტრში მიიტანთ და ინსტრუმენტი შეკეთდება ან ახლით ჩანაცვლდება.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

პირველ რიგში იმით დავიწყოთ, რომ Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, შესაბამისად, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მომსახურება უფასოა. ჩვენი კურიერები ნივთებს თქვენამდე მაქსიმალურად სწრაფად მოიტანენ. დედაქალაში 2-4 სამუშაო დღეში ჩაგბარდებათ, ხოლო რეგიონებში 2-5-ში. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი დროის დაზოგვაში გეხმარებათ, თუმცა უპირატესობები აქ არ სრულდება. მთავარი მაინც ხარისხიანი ინსტრუმენტებია. Holst.ge-ზე ყველა ხელსწყოს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და ბოლომდე ეფექტურად საქმიანობს.

LINUS LIN-E5X5M დამაგრძელებელი დამიწებით 5 ადგილიანი 5 მეტრი

Linus-ის დამაგრძელებელს 5 ჩამრთველი აქვს და საკმაოდ გრძელი სადენით გამოირჩევა. შეგიძლიათ, ერთდროულად, 5 მოწყობილობა დამუხტოთ, ეს კი დიდი კომფორტია. კონკრეტული ხელსაწყო უფრო მეტად ოფისისთვის გამოგადგებათ, რადგან შეერთებაზე რიგი აღარ დადგება.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • ჩამრთველების რაოდენობა - 5       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 5       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 1       
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.3

უპირატესობები:

  • ჩამრთველების რაოდენობა
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • მაღალი სიხშირე
  • სადენის სიგრძე

LINUS LIN-WO3x3MB დამაგრძელებელი 3 ადგილიანი 3 მეტრიანი შავი

მეორე დამაგრძელებელი გრძელია და 3 ჩამრთველი აქვს. ხელსაწყო იდეალურია სახლისთვის, ან სულაც სხვა ადგილასაც ძალიან კარგად გამოიყენებთ. ინსტრუმენტი მაღალი ხარისხისაა და დიდხანს ძლებს.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 3       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 0.75   
  • ფერი - შავი   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.3

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • ჩამრთველების რაოდენობა
  • მაღალი კვეთის მაჩვენებელი
  • ჩამრთველების რაოდენობა

LINUS LIN-S3 დამაგრძელებელი ჩამრთველით უკაბელო 3 ადგილიანი

ბოლოს კი Linus-ის უკაბელო დამაგრძელებელს გთავაზობთ. ეს ხელსაწყო ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. კონკრეტულ დამაგრძელებელს ყველგან კარგად გამოიყენებთ, ასე რომ, ნებისმიერი სივრცისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.3

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ჩამრთველების რაოდენობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება