სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი ელექტრო შალაშინი?

ხისა და ბეტონის დამუშავება გსურთ, მაგრამ ელექტრო შალაშინი არ გაქვთ? აუცილებლად უნდა შეიძინოთ, რადგან ხელსაწყო ამ საკმაოდ რთულ საქმეს გაგიმარტივებთ. მასალის დამუშავება დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს. ყველაფერი სიზუსტით უნდა შესრულდეს, რათა ის შედეგი მივიღოთ, რაც ჩავიფიქრეთ. სწორედ ამიტომ, კარგი ინსტრუმენტი გჭირდებათ, ისეთი მარჯვე, როგორიც ელექტრო შალაშინია. რაც შეეხება შერჩევის პროცესს, ყურადღება გმართებთ. სასურველია, თუ ხელსაწყოს მახასიათებლებს გულდასმით გადაიკითხავთ და თითეულ დეტალს ჩაუღრმავდებით. თუმცა, არსებობს ისეთი მონაცემები, რომელთა გადახედვის გარეშე, არაფერი გამოვა. მათ შესახებ აუცილებლად გიამბობთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ უპირველესად ?

ასეთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სიმძლავრეა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და კარგი იქნება, თუ ჩვენს რჩევას გაითვალისწინებთ. მოკლედ, ყველაფერი საკმაოდ მარტივიდაა. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე შალაშინები. სად როგორი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოთ ? აი, მთავარი შეკითხვა სწორედ ეს არის. ჩვენ გირჩევთ, რომ რთულ სამუშაოზე მძლავრი ხელსაწყო დაიხმაროთ. ასე საქმეს სწრაფად, მარტივად და ამავდროულად, ხარისხიანად შეასრულებთ. მძლავრ ხელსაწყოებს არაფერი უჭირს, რთული მისიაც რომ დააკისროთ, მაინც იდეალურად აკეთებს. უფრო მსუბუქ საქმეზე კი, შეგიძლიათ ნაკლები სიმძლავრის მქონე შალაშინი გამოიყენოთ. პირობას გაძლევთ, რომ მარტივ სამუშაოს მედგრად დაუხვდება და ყველაფერს ისე კარგად შეასრულებს, როგორც თქვენ გინდოდათ.

კიდევ რისი გათვალისწინებაა საჭირო ?

გარდა სიმძლავრისა, არსებობს მახასიათებელთა მთელი რიგი, რომელსაც თვალი უნდა შეავლოთ. ამ სიაში საპატიო ადგილს მუშაობის სიღრმე იკავებს. ზოგიერთი შალაშინი ზედაპირზე უკეთ მუშაობს, ვიდრე სიღრმეში, ან პირიქით. ამიტომ, ამ მონაცემის გაუთვალისწინებლად შერჩეული ინსტრუმენტი, შეიძლება სულაც არ გამოგადგეთ. თუ ღრმად მომუშავე ელექტრო შალაშინი გჭირდებათ, მაშინ ასეთები ჩვენთან მრავლადაა, ამიტომ, სასურველ მოდელს აუცილებლად იპოვით. ასევეა ზედაპირის დასამუშავებელ ხელსაწყოებზეც.

რა არის და რა ნივთებს მოიცავს კომპლექტაცია ?

კომპლექტაციაში ერთი ან რამდენიმე ნივთია თავმოყრილი, რომელიც შალაშინს მოყვება. ეს შეიძლება იყოს: ორმხრივი საჭრელ პირიანი დანა, პარალელური მიმმართველი, მტვერსასრუტის გადამყვანი, მტვრის შემგროვებელი, სამი ცალი სახეხი ქაღალდი ან მტვრის ყუთი. შეიძლება ამდენი ნივთი ერთ მოდელს არ მოყვებოდეს, მაგრამ რომელიმე სამი აუცილებლად თან ექნება. ჩამოთვლილი ხელსაწყოები კი მუშაობის პროცესს გაგიმარტივებთ.

რატომ Holst.ge ?

თუ კომფორტის მოყვარული ხართ, მაშინ Holst.ge თქვენთვის ყოფილა. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი უპირატესობებით სავსეა. პირველ რიგში, ის დადებითი მხარე აქვს, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. მაღაზიაში წასვლა სულაც არ გჭირდებათ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. რაც შეეხება ხელსაწყოებს, თითოეული მაღალი ხარისხისაა და გამძლეობით გამოირჩევა. სასიამოვნოა ისიც, რომ ჩვენთან ფართო არჩევანი დაგხვდებათ.

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt - ის ელექტრო შალაშინი საუკეთესოა. ამას სიმძლავრე და სხვა მონაცემები მოწმობს. ინსტრუმენტს ბევრნაირი საქმისთვის გამიყენებთ, როგორც ზედაპირული, ისე სიღრმისეული მუშაობისთვის. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, ორმხრივი საჭრელპირიანი დანა, პარალელური მიმმართველი და გადამყვანი.

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

კომპლექტაცია:      

  • დანა ორმხრივი საჭრელი პირით
  • პარალელური მიმართველო
  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის    

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ნივთები
  • მუშაობის სიღრმე
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown - ის შალაშინი საშუალო სირთული საქმეებზე დაიხმარეთ, რადგან ასეთივე სიმძლავრე აქვს. ინსტრუმენტი გამართულად მუშაობს. თან ახლავს დამატებითი ნივთები: მტვრის შემგროვებელი და სამი ცალი სახეხი ფურცელი, ასევე, ერთ წლიანი გარანტია.

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 320W   
  • ზომა - 115x230mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.43         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

კომპლექტაცია:      

  • მტვრის შემგროვებელი
  • სახეხი ფურცელი 3 ცალი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ფუნქციები
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1518-79563 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen - ის გამძლე ინსტრუმენტით ვასრულებთ. მართალია, დაბალი სიმძლავრე აქვს, მაგრამ საქმეს კარგად ერგება. თან ახლავს დამატებითი ნივთები და გარანტია.

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 220W   
  • ზომა - 187x92.5mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.97         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

კომპლექტაცია:      

  • მტვრის ყუთი
  • 3 ცალი სახეხი ქაღალდი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • დამატებითი ნივთები
  • კომფორტულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება