აბა, მზად ხართ, კაი გემრიელი „ცირკული ამბები“ მოგიყვეთ? ასე მაგალითად, პირველი ცირკი თბილისში უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში არსებობდა, თანაც, ერთბაშად სამი!.. 1908 წელს ცირკი უკვე ბათუმშიც გაიხსნა...
კარგი იყო ცირკიცა და ბავშვობაც, მაგრამ ახლა ის ჯობია, „ცირკული ამბები“ გვერდზე გადავდოთ და ცირკული ხერხი განვიხილოთ - გართობაზე, აკრობატებსა და ჯამბაზებზე ამჯერად მეტს ვეღარაფერს გეტყვით, თუმცა, სამაგიეროდ, უაღრესად საჭირო ხელსაწყოზე მოგახსენებთ ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს.
რა არის ცირკული ხერხი?
ცირკული ხერხი შეუცვლელი ინსტრუმენტია სადურგლო სახელოსნოებში და ძალიან კარგი დამხმარეა სახლში შესასრულებელი სამუშაოებისთვის.
რა უნდა იცოდეთ ამ ინსტრუმენტზე, როგორ მუშაობს, რა თავისებურებები და უპირატესობები აქვს, ყველაფერს ნელ-ნელა მივყვეთ...
ცირკული ხერხი სპეციალიზებული ხელსაწყოა, რომელიც ძირითადად, ხისა და ხის ნაწარმის დასაჭრელად არის შექმნილი. სტრუქტურულად ის შეიძლება დაიყოს შემდეგ ტიპებად:
- სტაციონარული;
- ხელის;
- მაგიდის;
ყველა შემთხვევაში, ჭრის ელემენტად გამოიყენება ლითონის დისკი გარშემო განლაგებული კბილებით.
ცირკული ხერხით შესაძლებელია ჭრა 60-70 მმ-მდე, ხოლო ზოგიერთი ხელოსანი ახერხებს, 100X100 და 150X150 ზომებსაც გაუმკლავდეს სპეციალური დამხმარე საშუალებების გამოყენებით.
ასევე, ინსტრუმენტის გამოყენებით შესაძლებელია დამუშავდეს ფანერა, ე.წ. დეესპე, ემდეეფი და რბილი ლითონებიც კი. მთავარია, თითოეულისთვის საჭირო დისკები და ჭრის სწორი ტექნიკა გამოიყენოთ.
ცირკული ხერხის სახეობები
- სტაციონარული ცირკული ხერხი დაფიქსირებულ უძრავ ზედაპირზე ან სამუშაო მაგიდაზე მონტაჟდება.მძლავრი ძრავისა და დიდი საჭრელი დისკის ხარჯზე, ინსტრუმენტი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. გარდა ამისა, სტაციონარული სამუშაო ზედაპირის არსებობა, საშუალებას იძლევა, ხის გრძელი მასალა საჭირო სიზუსტით დამუშავდეს.
- ხელის ცირკული ხერხი, როგორც წესი, საყოფაცხოვრებო პირობებში გამოიყენება მისი მთავარი ღირსება მცირე გაბარიტები, მასა და მობილურობაა. ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, დამუშავდეს არც ისე მოზრდილი დაფა და ძელაკი და ხის სხვა ნაწარმი. მისი გამოყენებისთვის არ არის საჭირო მაგიდა და მუშაობისას საკმაოდ კომფორტულია.
- მაგიდის ცირკული ხერხის კომპაქტური ზომები ზემოთ ხსენებული დადებითი თვისებების გაერთიანების საშუალებას იძლევა. ასევე, გამოარჩევს მობილურობა და ჭრის კუთხის ზუსტად დაფიქსირების შესაძლებლობა. თუკი მინუსებზე მიდგება საქმე, ინსტრუმენტს ჭრის დისკის არც ისე დიდი რადიუსი და სიმძლავრე აქვს.
ცირკული ხერხის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები
მთავარ პარამეტრებს შორის, რომელთაც ყურადღება შეძენისას უნდა დაუთმოთ, განსაკუთრებით ხაზგასასმელია:
- ელექტრომოტორის სიმძლავრე. ეს მაჩვენებელი პირდაპირ ახდენს გავლენას წარმადობაზე. საყოფაცხოვრებო პირობებისთვის გამოსადეგია ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 1,5-დან 2 კვტ-მდე მერყეობს;
- საჭრელი დისკის ბრუნვის სიხშირე. ამ პარამეტრზე დამოკიდებულია წარმადობა, ჭრის სიხშირე. სხვადასხვა მასალაზე მუშაობისთვის, უმჯობესია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც დისკის ბრუნვის სიხშირის მარეგულირებელი აქვს. ამით ინსტრუმენტი გაცილებით უნივერსალური იქნება, ვინაიდან ხის ზოგიერთი მასალის დამუშავებისთვის საჭიროა დაბალი სიჩქარე, ზოგიერთისთვის, პირიქით - მაღალი;
- საჭრელი დისკის დიამეტრი და ჭრის სიღრმე. პირდაპირ კავშირშია დასამუშავებელი მასალის სისქესთან. უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის, უმჯობესია, ჭრის მაღალი კოეფიციენტის მქონე ხერხი შეარჩიოთ.
TOLSEN TOL1637-79532 ცირკული ხერხი 1300w,185mm

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
- სიმძლავრე - 1300W
- ზომა - 185mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 6933528788423
- წონა (კგ) - 4.6
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი
- ბრუნვის სიჩქარე - 5000min
- ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°
- მუშაობის სიღრმე - 0-65mm
CROWN CT15208-ელექტრო ხერხი "ცირკული" 1800W

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
- სიმძლავრე - 1800W
- ზომა - 255mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - CT15208
- წონა (კგ) - 14.5
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min
- მუშაობის სიღრმე - <=90°:70 -140mm 45°-90°: 70-90mm 45°: 48-60mm <=45°: 48-120mm
Dewalt - DWE7492-QS ცირკული ხერხი მაგიდით 250mm 2000W

- ბრენდი - DEWALT
- პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
- ზომა - 250mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 5035048692653
- წონა (კგ) - 34
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - 24 კბილიანი საჭრელი დისკი + მტვრის მოსაშორებელი + პარალელური მისაბჯენი + ტორცის მისაბრჯენი + მისაწოლი + 2xგასაღები
- ბრუნვის სიჩქარე - 0-4800min
- ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°
- მუშაობის სიღრმე - 45° -ზე - 55mm; 90°-ზე-77mm