თუ თქვენს სახლს ეზო აქვს, სადაც სხვადასხვა ხილი თუ ბაღჩეული ხარობს, ნაყოფის დაკრეფა და დაგემოვნება კიბის გარეშე გაგიჭირდებათ. კიბე ერთ-ერთი უძველესი დამხმარე ნივთია ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღიურობას გვიმარტივებს. ძველი კიბეები ძირითადად ხისგან იყო დამზადებული, შესაბამისად არც თუ გამძლე. ამასთან, მძიმე და არაპრაქტიკული. თანამედროვე კიბეები, ძირითადად მსუბუქი მეტალისგან არის დამზადებული და თითქმის ყველა კომპონენტი გაუმჯობესებული აქვს.

კომპაქტური კიბე

საშუალო სიმაღლის კიბე

მაღალი კიბე

ჩვენი ონლაინ მაღაზია ხშირად ემსახურება კიბეს მსურველ მომხმარებელს. როგორც ერთ-ერთმა ერთგულმა მომხმარებელმა განაცხადა - „კიბეს ბევრი შემოწმება არ უნდა, მთავარია საკმარისი სიმაღლის იყოს. თან კიბეს საყიდლად მაღაზიაში წასვლა და უკან კიბით ხელში დაბრუნება, ცოტა არ იყოს და დასაზარია“. შემოწმების ნაწილში ვერ დავეთანხმებით, რადგან აუცილებელია იცოდეთ კიბე ხარისხიანი და გამძლე არის თუ არა. ისეთი კიბე რაში გარგიათ, რამდენიმე თვეში რომ გაფუჭდება.

მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია მხოლოდ ონლაინ ემსახურება მომხმარებელს. შესაბამისად, პროდუქტი შეძენამდე ხელშესახები არ არის. ამ დეტალის გამოსწორება ხარისხიანი კიბეს მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულების დადება იყო. ჩვენი ხედვით, როცა მომხმარებელი კიბეს ჩვენთან შეიძენს და კმაყოფილი დარჩება, ის გაუზიარებს თავის დადებით გამოცდილებას ახლობლებს. Holst.ge-ზე თურქული კომპანიის Sarayli-ს მაღალხარისხიანი კიბეები უამრავი სხვადასხვა მახასიათებლით შეგხვდებათ. ზოგი კიბე მაღალია და შესაბამისი დანიშნულებაც აქვს. ზოგი კიბე არც თუ ისე მაღალი და შესაბამისად კომფორტული და პრაქტიკულია. თუ განსაკუთრებით მაღალი სიმაღლეებისთვის არ დაგჭირდებათ კიბე, უმჯობესია სწორედ პატარა და კომპაქტური კიბე შეიძინოთ.

კიბეები გარდა სიმაღლისა, მასით და სიმტკიცით განსხვავდება. რაც უფრო მტკიცეა კიბე, მით მეტს იწონის ხოლმე. შესაბამისად კიბეების მახასიათებლებში სიმტკიცე და მასა უკუპროპორციულია. თქვენ უნდა იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი და გამოსადეგი ვარიანტი და შეუკვეთოთ, ჩვენი ონლაინ მაღაზია კი მას სახლში მოგიტანთ. ამასთან, სრულიად უსასყიდლოდ.

SARAYLI კიბე Profile 5+1 საფეხური

kibe

  • ბრენდი SARAYLI                   
  • პროდუქტის ტიპი კიბე   
  • ზომა 490x1120x1760mm   
  • მასალა მეტალი                                   
  • წონა (კგ) 7.4       
  • საფეხურების რაოდენობა 5+1

თუ თქვენი ეზო არ გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი ხეხილის ხეებით და ფიქრობთ, რომ 3 მეტრი სამუშაო სიმაღლე სრულიად საკმარისია თქვენი მომავალი საქმიანობისთვის, მაშინ Sarayli-ს ამ კიბეზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ვინაიდან, საკმარის პრაქტიკულობასთან ერთად, პორტატული და მობილური იქნება. კიბე მეტალის მასალისგან არის დამზადებული და სულ რაღაც 7.4 კილოგრამს იწონის. ნაკლებად მტკიცე მეტალისგან ალბათ, უფრო ნაკლები წონის მიღებაც შეიძლებოდა და ამის ხარჯზე კომპაქტურობის გაზრდა, თუმცა როგორც ჩანს, მწარმოებლისთვის ხარისხი და გამძლეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • პორტატულობა და მობილურობა
  • პრაქტიკულობა
  • გამძლეობა
  • ხარისხი

SARAYLI კიბე Profile 6+1 საფეხური

kibe

  • ბრენდი SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი კიბე
  • ზომა 520x1290x1980mm
  • მასალა მეტალი
  • წონა (კგ) 8.49
  • საფეხურების რაოდენობა 6+1

თუ 3 მეტრზე მეტი სსამუშაო სიმაღლე გჭირდებათ ისევ თურქული Sarayli-ს მაღალხარისხიან კიბეს შემოგთავაზებთ, რომელსაც 3.5 მეტრი სამუშაო სიმაღლე გააჩნია. ამასთან, კიბე სულ რაღაც 8.5 კილოგრამს იწონის და საკმაოდ მარტივი იქნება მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. მთავარია სიმაღლე იყოს საკმარისი. სხვა შემთხვევაში, ამ სტატიის ბოლო კიბე შეგიძლიათ იხილოთ. იქამდე კი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • 3.5 სამუშაო სიმაღლე
  • პორტატულობა
  • პრაქტიკულობა
  • გამძლეობა
  • ხარისხი

SARAYLI კიბე Profile 7+1 საფეხური

kibe

  • ბრენდი SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი კიბე
  • ზომა 555x1425x2230mm
  • მასალა მეტალი
  • წონა (კგ) 9.67
  • საფეხურების რაოდენობა 7+1

Sarayli-ს ეს კიბე, რომელიც ბოლოა ამ სტატიაში განხილული კიბეებს შორის, 2 მეტრი და 23 სანტიმეტრი სიმაღლისაა, რაც 3.90 სამუშაო სიმაღლეს იძლევა. მიუხედავად ამხელა სამუშაო სიმაღლისა კიბე 9.5 კილოგრამს იწონის და არც ეს უკანასკნელი შეგიქმნით გადაადგილებისას რაიმე დიდ დისკომფორტს. მასალა მტკიცე მეტალია და შესაბამისად კიბეც დიდხანს და მყარად მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • 4 მეტრი სამუშაო სიმაღლე
  • პორტატულობა
  • პრაქტიკულობა
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება